Plasmon
კალციო 20 / Calcio 20


შემადგენლობა: ტოტალური შემცველობა: 300მლ:               100მლ-ზე:
წამლის სუბსტანციები: 
ტრიკალციუმის ფოსფატი-2.088მგ
შემავსებლები:
თხევადი პარაფინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი (ნატრიუმის მარილი), ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინი, კურაკაოს, ლიმნის და ანანასის ესენცია და გასუფთავებული წყალი. 

ჩვენება: ოსტეოპოროზი და ოსტეომალაცია. კალციუმით თერაპია ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობის დროს და როდესაც არსებობს ამ მინერალის დამატების საჭიროება, ზრდა, კბილების ამსოვლა, ექსტენსიური კარიესი, რაქიტი, მოტეხილობის შეხორცება, ორსულობა და ძუძუთი კვება. 

დოზირება და მიღება. პერორალურად. 
კალციო-30-ის მრავალი თერაპიული ჩვენების გათვალისწინებით, მისაღები დოზა შეიძლება ფართოდ ვარირებდეს. ორიენტაციის სახით რეკომენდებულია:
მოზრდილები: 1 კოვზი (15მლ) დღის განმავლობაში 3 ძირითადი ჭამის დროს. 
ბავშვები: 2 ჩაის კოვზი (10მლ) დღის განმავლობაში 3 ძირითადი ჭამის დროს.
1 კოვზი = 15მლ = 125მგ ელემენტარული კალციუმი. 
2 ჩაის კოვზი = 10მლ = 83.3მგ ელემენტარული კალციუმი. 
კალციუმის დღიური საჭიროების გათვალისწინებით, კალციო-20-ის მიღება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. 
სიფრთხილე. სიფრთხილე შემავსებლებთან დაკავშირებით. 
რადგან იგი შემავსებლის სახით შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს, შეიძლება მსუბუქად გააღიზიანოს თვალები, კანი და ლორწოვანი გარსები, შეიძლება  გაზარდოს კანის ყვითლად შეფერილობის (სიყვითლე) რისკი.

უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, თირკმლის სერიოზული უკმარისობა. მოერიდეთ რეკომენდებული დოზების გადაჭარბებას ორსულობის დროს და ბავშვებში. 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალებისთვის: 
თუ ხართ ორსულად ან გაქვთ, ეჭვი ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს. ორსულობის დროს მედიკამენტის გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს ემბრიონისთვის ან ნაყოფისთვის და საჭიროებს ექიმის მონიტორინგს. 
შეუთავსებლობა და ურთიერთქმედება: კალციუმის მიღება ამცირებს შრატში ტეტრაციკლინის დონეს. კალციუმი ზრდის დიგიტალისის ტოქსიკურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიგიტალისით ინტოქსიკაცია. 

გვერდითი ეფექტები: ყაბზობა. 
ინტოქსიკაცია და მისი მკურნალობა: ინტოქსიკაცის სიმპტომები აღწერილი არ არის. 
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტს. ტელეფონის ნომერი: 91 5620420. 
შეფუთვა: 300მლ ემულსია ბოთლში. 
“არ გადააჭრბოთ კონტეინერზე მითითებულ შენახვის ვადას”
“მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე”
“ექიმის რეცეპტის გარეშე”.
სად შევიძინოთ?