1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კალციუმის გლუკონატი - 0,5 გ.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი, აეროსილი.
კალციუმის იონებს ორგანიზმისათვის სასიცოცოხლო მნიშვნელობა აქვს. ისინი მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში ჩონჩხის კუნთებში, გულის კუნთში, ძვლის ქსოვილების ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ამცირებენ სისხლძარღვთა კედლის გამტარობას, გააჩნია მადესენსიბილიზირებელი მოქმედება.
ფარმაკოლოგიური მოქმედებით უახლოვდება კალციუმის ქლორიდს, მაგრამ ავლენს ნაკლებ გამაღიზიანებელ მოქმედებას.
გამოიყენება პარაფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციის, ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის, ალერგიული დაავადებების, კანის დაავადებების, სისხლდენების, სისხლძარღვთა მომატებული გამტარობის, მაგნიუმის, მჟაუნმჟავას და ფტორის მჟავების მარილებით მოწამლვის დროს; პარენქიმატოზული ჰეპატიტი.
ინიშნება შიგნით მისაღებად ჭამის წინ. მოზრდილებს 1_3 გ ან 2-6 ტაბლეტი და მეტი (თითო ტაბლეტი – 0,5 გ) 2_3-ჯერ დღეში. 1 წლის ბავშვებს - 0,5 გ, 5-დან 6 წლამდე - 1_1,5 გ, 7-დან 9 წლამდე-1,5_2 გ, 10-დან 14 წლამდე - 2_3 გ 2-3–ჯერ დღეში.
იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, რომელიც სწრაფად გაივლის დამოუკიდებლად.
ჰიპერკალციემია, თირკმელების უკმარისობა, ათეროსკლეროზი, თრომბო-ზებისადმი მიდრეკილება.
ქოლესტირამინის ზემოქმედებით კალციუმის აბსორბცია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ქვეითდება. ამ შემთხვევებში რაციონალურია კალციუმის პრეპარატების პარენტერალური შეყვანა. თიაზიდურ დიურეზულებთან, ან ოქსოდოლინთან კომბინირებულად მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება. კალციუმის პრეპარატები ხელს უშლიან ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების კარდიოდეპრესიულ მოქმედებას.
მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
ურეცეპტოდ.