Plasmon
კალვაკელ D4 (ნატუროპათი) / Calvakehl D4 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #80
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 
შემადგენლობა 
1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ Calvatia gigantea D4-ს, HAB-ის 4ა და 
7 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneinbuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნეზიუმსტეარატი
 
ჩვენება 
– სისხლდენებისადმი მიდრეკილება, როგორიცაა: ცხვირიდან და
   საშვილოსნოდან სისხლდენა
– გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა შეგუბებითი მოვლენებით
– ჰიპოქსემია
– გამონაყარი კანზე
– ტკივილი კუჭის არეში
– დიარეა
 
თვისებები 
Calvakehl-ს იღებენ სოკო Calvatia gigantea-საგან. ჯერ კიდევ XIV 
საუკუნის ხალხურ მედიცინაში ეს სოკო ცნობილი იყო, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობების შემახორცებელი თვისებების
მქონე საშუალება. სისხლძარღვებსა და კაპილარებზე მოქმედი მისი შემადგენელი კომპონენტების გამო Calvakehl
ატონიური სისხლდენების დროს შესანიშნავი ჰემოსტატიკია.
 
მიღების წესი და დოზირება
მიიღება დღეში 1-3-ჯერ 1 ტაბლეტი, სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები 
ცნობილი არ არის
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირაში პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზას არჩევენ ასაკის შესაბამისად.
მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაში 80 და 240 ტაბლეტი
სად შევიძინოთ?