კარბოგაზი / Carbogas
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: SELLA
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 450 მგ-იან N50 ტაბლეტი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მცენარეული ნახშირი, კამა, ანგელოზა, ჭინჭარი და ლაქტობაქტერიები
მცენარეული ნახშირი:
გააქტივებული მცენარეული ნახშირი (ქოქოსის ქერქის) არის ნივთიერება, რომელიც
ხასიათდება მაღალი ფორიანობით, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მის შიგნით
არსებული ტოქსიური ნივთიერებების შთანთქმა და შენარჩუნება.
კამა და ანგელოზა:
არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს გაზების გამოდევნას
(აღმოფხვრას).
ჭინჭარი:
ახორციელებს ორგანიზმის გამწმენდ ქმედებას და ხელს უწყობს სითხის გამოდევნას.
Bacillus coagulans-ლაქტებიობაქტერი:
ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის ბალანსს.
დღიური დოზის შემცველი მცენარეული ინგრედიენტები:
450 მგ-იანი 4 ტაბლეტი:
მცენრეული ნახშირი 0,60 გრ.
კამის ექსტრაქტები 0,18 გრ.
ანგელოზას ექსტრაქტები 0,18 გრ.
ჭინჭრის ექსტრაქტი 0,18 გრ.
ლაქტობაქტერიები (რძის ფერმენტები) (B. coagulans) 1 მილიარდი
ჩვენებები:
• მეტეორიზმი (ამცირებს აირების დაგროვებას ნაწლავებში)
• აქვეითებს კუჭის მომატებულ მჟავიანობას
• გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციური დაავადებების დროს კომპლექსურ
თერაპიაში (ტოქსიკოინფექცია, სალმონელოზი, დიზენტერია ,არაინფექციური დიარეა)
• დისბაქტერიოზი
• კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციები
• ალიმენტარული ინტოქსიკაცია
• ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მყოფ მოსახლეობისთვის
• მავნე წარმოების მუშაკებისათვის პრევენციის მიზნით
• ინტოქსიკაცია ალკოლოიდებით , მძიმე მეტალებით, გლიკოზიდებით,ფსიქოაქტიური
სამკურნალო საშუალებებით,ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი
• ატოპიური დერმატიტი და აკნე
• ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე ინტოქსიკაცია
• ნაწლავებში აირების შემცირების მიზნით რენტგენოლოგიური ან ენდოსკოპიური გამოკვლევის წინ
მიღების წესი: ინიშნება 3 წლიდან-1-2 ტაბლეტი დღეში ჭამამდე ან ჭამის დროს.
12 წლიდან და მოზრდილებში- 4-8 ტაბლეტი დღეში ჭამამდე ან ჭამის დროს.
გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილზე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. შეინახეთ გრილ და მშრალადგილზე სინათლისა და სითბოსგან მოშორებით.
შეფუთვა: 450 მგ-იან N50 ტაბლეტი.