კარდიო პროტექტ Q10 / Cardio Protect Q10
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: DR. Wolz
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #40
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            კარდიო პტოტექტ Q10 წარმოადგენს მეცნიერულად დადასტურებულ ინოვაციურ ფორმულას
| შემადგენელი | რაოდენობა / შემცველობა | მოქმედების მექანიზმი | 
| ვიტამინი D3 | 20 მიკროგრამი (800 სე) – 400% NRV | აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას, იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. | 
| ვიტამინი B12 | 2.5 მიკროგრამი – 100% NRV | მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისა და ენერგეტიკული ცვლის პროცესებში. | 
| ვიტამინი B6 | 1.4 მგ – 100% NRV | ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობას. | 
| ვიტამინი B1 (თიამინი) | 1.1 მგ – 100% NRV | აუცილებელია გულ-სისხძარღვთა და ნერვული სისტემებისთვის | 
| ფოლიუმის მჟავა (B9) | 200 მიკროგრამი – 100% NRV | ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის რეგულაცია, უჯრედების განახლება | 
| კოენზიმ Q10 | 100 მგ (აქედან 20 მგ Q10 კომპლექსიდან) | მონაწილეობს უჯრედულ ენერგეტიკულ ცვლაში (ა.ტ.ფ), აძლიერებს გულის კუნთს | 
| ქოლინი | 83 მგ | აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. | 
| რესვერატროლი | 5 მგ | ძლიერი ანტიოქსიდანტი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, იცავს გულის კუნთს ოქსიდაციური სტრესისგან. | 
| ოლიგომერული პროანთოციანიდინები (OPC) | 13 მგ | იცავს სისხლძარღვების კედლებს ოქსიდაციური დაზიანებისგან | 
| Traubenschalenextrakt | 21% (მშრალი ყურძნის კანის ექსტრაქტი) | ბუნებრივი რესვერატროლის წყარო. | 
| Traubenkernextrakt | 5.4% | მდიდარია OPC-ით, ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობას | 
კოენზიმ Q 10
Cardio Protect Q10 Herzkapseln-ის მეშვეობით Dr. Wolz-მა შექმნა ინოვაციური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს:
Q10-ის გაუმჯობესებულ ბიოშეღწევადობას
18-ჯერ უკეთეს შეწოვას ჩვეულებრივ Q10-პრეპარატებთან შედარები
ჩვენებები
პათოლოგია, კლინიკური მდგომარეობა / დანიშვნის მიზანი
1. გულის ქრონიკული უკმარისობა (CHF, NYHA I–III) / კოენზიმ Q10 ხელს უწყობს გულის კუნთის ენერგიით მომარაგებას, დასტურებულია მეცნიერული კვლევებით (Q-შYMBIO ტრიალ).
2. სტატინებით გამოწვეული კუნთოვანი სიმპტომები / სტატინები აქვეითებენ კოენზიმ Q10 -ის დონეს; დანამატი ამცირებს დაღლილობას და კუნთის ტკივილს.
3. არტერიული ჰიპერტენზია კოენზიმ / Q10 ხელს უწყობს სისხლძარღვების რელაქსაციას და აგრეგატულ რეზისტენტობას.
4. ათეროსკლეროზი და დისლიპიდემია / ანტიოქსიდანტური მოქმედება ამცირებს LDL ოქსიდაციას და ენდოთელის დაზიანებას.
5. გულის რითმის დარღვევები (არითმია) / კოენზიმ Q10 აჯანსაღებს მიოკარდიუმის ელექტროფიზიოლოგიურ სტაბილურობას.
6. ანგინა პექტორისა (სტენოკარდია) / ზრდის ფიზიკური დატვირთვის ტოლერანტობას და ამცირებს ტკივილის სიხშირეს.
7. გულ-სისხლძარღვთა ასაკობრივი პრევენცია (>40 წლის) / ენერგიის მხარდაჭერა, ანტიოქსიდანტური დაცვა და ქრონიკული დეფიციტის შევსება.
8. შაქრიანი დიაბეტი (მიკროცირკულაციის დარღვევებით) / აუმჯობესებს მიტოქონდრიულ ფუნქციას და გლუკოზის მეტაბოლიზმს.
9. მეტაბოლური სინდრომი და სიმსუქნე / კოენზიმ Q10 ეხმარება ენერგიის ეფექტიან გამოყენებას და ანთების კონტროლს.
10. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი/ასტენია / კოენზიმ Q10 ხელს უწყობს აღდგენას ენერგიით მომარაგებას უჯრედულ დონეზე.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი გადაიტანება ადვილად, მაღალი დოზების ან ინდივიდუალური მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს დისპეფსიური მოვლენები, თავბრუსხვევა, უძილობა, ალერგიული რეაქციები
უკუჩვენებები:
18 წლამდე ასაკი
ორსულობა და ლაქტაცია
ქოლინზე ან სხვაკომპონენტებზე ალერგია
ანტიკოაგულანტებით მკურნალობა
დაბალი არტერიული წნევა
გულის კუნთის მძიმე პათოლოგიები
რეკომენდაცია მიღებაზე:
1 კაფსულა დღეში – საკმაო რაოდენობით წყალთან ერთად
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ დგილას. არა უმეტეს 25℃ ტემპერატურაზე
პრეპარატი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს
გაცემის ფორმა: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
ქვეყანა : გერმანია
 
     
                     
                        