რას წარმოადგენს კარსილი Silybum marianum და რისთვის გამოიყენება
კარისლი - სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც გამოყოფილია მცენარის ბაყაყურას ნაყოფისგან. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანის სტაბილიზაციას, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). მისი ძირითადი მოქმედება მდგომარეობს სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან ღვიძლის უჯრედების დაცვაში, ისეთები როგორიცაა ალკოჰოლი, წამლები, ვირუსული ინფექციები, ინდუსტრიული დაბინძურება. ღვიძლის უჯრედების დაზიანებისას იგი ხელს უწყობს მათ შედარებით სწრაფად აღდგენას.
გამოიყენება სიმპტომატური მკურნალობისათვის ღვიძლის ქრონიკული ტოქსიკური დაზიანებისას; პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებით და ღვიძლის ციროზით.
სანამ გამოიყენებთ კარსილს
არ გამოიყენოთ კარსილი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების ან კარსილის შემადგენელი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.
კარსილის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
- ღვიძლის დაზინებისას კარსილით მკურნალობა არ ანაცვლებს დიეტას, ან ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავებას.
- ესტროგენის მსგავსი შესაძლო მოქმედების გამო, ჰორმონალური დარღვევების მქონე პაციენტებში (ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების და საშვილოსნოს კარცინომა, წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა) პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმათი ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
კარსილმა შეიძლება შეასუსტოს პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების და იმ სამკურნალო პრეპარატების მოქმედება, რომლებიც გამოიყენება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისას. შეიძლება გააძლიეროს ისეთი სამკურნალო პრეპარატების მოქმედება, როგორიცაა დიაზეპამი, ალპრაზოლამი, კეტოკონაზოლი, ლოვასტატინი, ბინბლასტინი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვებისას, კარსილი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სამედიცინო ჩვენებისას და იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პრეპარატის გამოყენების რისკს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა.
კარსილი არ ახდენს არასასურველ გავლენას ტრანსპორტის მართვასა და მანქანებთან მუშაობის შესაძლებლობაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარსილის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
- სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს. არ წარმოადგენს რისკს ცელიაკიის მქონე პირებისთვის. პაციენტებმა ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისგან), არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
- დამხმარე ნივთიერების სახით, ტაბლეტები შეიცავს მონოჰიდრატების ლაქტოზებს და საქაროზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, კითხეთ მას რჩევა, სანამ მიიღებთ ამ სამკურნალო საშუალებას.
- ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შენელებული ტიპის).
როგორ მივიღოთ კარსილი
კარსილის გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკმაო რაოდენობის სითხესთან ერთდ.
მოზრდილები: საწყისი დოზა მძიმე შემთხვევებში - გარსით დაფარული 4 ტაბლეტი 3 ჯერ დღეღამეში. მსუბუქ შემთხვევებში და შემანარჩუნებელი დოზისას - 2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეშღამეში.
ბავშვები: საკმარისი მონაცემები არ არის ბავშვებში სილიმარინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ კარსილი არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ კარსილის აუცილებელზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
თუ გამოტოვეთ კარსილის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ წამლის მიღება დანიშნულების მიხედვით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, კარსილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
სამკურნალო საშუალება კარგად გადაიტანება. იშვიათად, ერთეულ შემთხვევებში და ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობისას, შესაძლებელო გვერდითი მოვლენებია: დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, დიარეა; ერთეულ შემთხვევებში - გამონაყარი კანზე და ქავილი; ძალიან იშვიათად შესაძლებელია არსებული ვესტიბულარული დარღვევების გაძლიერება (გულისრევა, თავბრუსხვევა).
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
კარსილის შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25ºჩ ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
2 წელი. არ გამოიყენოთ კარსილი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო წამალი. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კარსილი
მოქმედი ნივთიერება: 40,9-56,3 მგ ბაყაყურას ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (35-50:1), 22,5 მგ სილიმარინის ექვივალენტი, სილიბინინის ფორმით (HPLჩ)).
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
მრგვალი, სწორი ფორმის, გარსით დაფარული, უსუნო ყავისფერი ტაბლეტები.
10 გარსით დაფარულ ტაბლეტს ფუთავენ მყარ, გამჭირვალე ბლისტერში, რომელიც დაფარულია უფერო პოლივინილქლორიდის აპკით/ალუმინის ფოლგაში.
8 ბლისტერი (80 გარსით დაფარული ტაბლეტი) ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ერთ მუყაოს ყუთში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ