სანამ დაიწყებთ პროდუქტის გამოყენებას, წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად და გულდასმით.
შეინახეთ ინსტრუქცია მომავალი საჭიროებისათვის. დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რა არის კათიონორმი და რისთვის გამოიყენება იგი
პრეპარატის შემადგენლობა: მინერალური ზეთი, გლიცერინი, ტილოქსაპოლი, პოლოქსამერ 188, ტრიჰიდროქლორიდი, ტრომეტამინი, ცეტალკონიუმქლორიდი, გაწმენდილი წყალი.
კათიონორმის ყოველი შეფუთვა შეიცავს 10 მლ სტერილურ ემულსიას. პრეპარატი ეხმარება თვალის ზედაპირს დაცვაში. იგი გამოიყენება მშრალი თვალის სიმპტომის დროს, ასევე თვალის წვის დროს და თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნების დროს. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარემოებებით (კლიმატი, ქარი, დაბინძურებული ჰაერი, გამონაბოლქვი, მტვერი). ასევე გამოიყენება თვალის გადაღლილობის დროს ან კომპიუტერის ხანგრძლივაად გამოყენების დროს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატის გამოყენების დროს
კათიონორმის გამოყენება იკრძალება, როდესაც პაციენტი ალერგიულია წამალში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება თვალის სხვა დაავადებების დროს. ამ შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
იმ შემთხვევაში, თუ თვალის სხვა წვეთებს იყენებთ, წამლის გამოყენების შუალედი უნდა იყოს სულ მცირე 5 წუთი.
კათიონორმი არ ახდენს გავლენას ლინზების ხარისხზე.
გამოყენების წესები
მიზანშეწონილი დოზებია: თითო წვეთი 1-4ჯერ ორივე თვალში.
გამოყენების წესები:
- დაიბანეთ ხელები
- წვეთების პირველად გამოყენებისას, მოაძრეთ ბოთლს დამცავი
- მოაქციეთ ბოთლი საჩვენებელ და ცერა თითებს შორის
- ეცადეთ არ შეეხოთ ბოთლის თავს
- გადახარეთ თავი უკან
- ნაზად აიწიეთ ზედა ქუთუთო და აიხედეთ ზევით
- დაიჭირეთ ბოთლი ჰორიზონტალურად და ნაზად დააჭირეთ
- ჩაწვეთების შემდეგ რამდენჯერმე დაახამხამეთ თვალი
- ყველა გამოყენების შემდეგ დააფარეთ ბოთლს თავი
- მოათავსეთ წამალი თავისივე ყუთში
წამლის გამოყენება შეიძლება გახსნიდან არაუმეტეს სამი თვისა. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, არ შეიძლება პროდუქტის გამოყენება. კათიონორმი არ გამოიყენება დასალევად.
შესაძლო უკუჩვენებები
როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, ასევე კათიონორმის გამოყენების დროს შესაძლოა თავი იჩინოს ხანმოკლე უსიამოვნების შეგრძნებამ.
როდესაც შენიშნავთ ისეთ უკუჩვენებას, რომლის შესახებაც წამლის ინსტრუქცია არ გაფრთხილებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესები
შეინახეთ პრეპარატი თავისივე ყუთში ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ თუ ბოთლი დაზიანებულია.
არ გამოიყენოთ თუ ვადა გასულია.
არ გამოიყენოთ თუ წამლის გახსნის შემდეგ 3 თვეზე მეტია გასული.
დააკვირდით ბოთლზე მითითებულ გამოშვების თარიღს.
ეს პროდუქტი გამოიშვა და დამუშავდა 2011 წლის დეკემბერში.