Plasmon
ცებრა / CEBRA


შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:
ვინკამინი - 30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცებრა აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს , აუმჯობესებს ცერებრული სისხლის ნაკადს, კერძოდ კაპილარულ დონეზე , თავის ტვინში აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს გლუკოზის ჟანგვის გაძლიერების მეშვეობით, ზრდის თვით ენერგიის გამომუშავებას, რითაც მნიშვნელოვნად მატულობს თავის ტვინისა და ორგანიზმის საერთო აქტივობა.
ამცირებს და არეგულირებს ცერებრული სისხლძარღვთა კალაპოტის პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.
ყველა ზემოთ აღნიშნული ეფექტების ერთობლიობა აუმჯობესებს და არეგულირებს ცერებრულ ცირკულაციასა და ფუნქციებს მენტალური და ინტელექტუალური ფუნქციების ჩათვლით.

ჩვენებები
ცებრას გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
• მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა
• თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილი, შაკიკი.
• სმენის და მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.
• ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური დარღვევები;
სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია.
• ტროპიკულ დეგენერაციული დაავადებები: დიაბეტი, ათეროსკლეროზი.
• მწვავე ინსულტის შემდეგ პოსტ-ტრამვული, პოსტაპოპლექსიური, ჰიპერტონიული ენცეფალოპათია.
• ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში; პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ხანგრძლივად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად-ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე და ქავილი.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თავის ტვინის სიმსივნე და მწვავე ინსულტი, არითმია. მძიმე ჰიპოკალემია და ჰიპოკალციემია.

ჭარბი დოზირება
მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინტოქსიკაციის შესახებ, მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაცია ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცებრას მიღება არ არის რეკომენდებული ანტიარითმიულ საშუალებებთან (ამიოდარონი, დიზოპირამიდი).
ამფოტერიცინ b, სისტემური გლუკოკორტიკოიდები.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)

სად შევიძინოთ?