აქტიური ინგრედიენტი: ყოველი კაფსულა შეიცავს: Vitex Agnus Castus ნაყოფის მშრალ ექსტრაქტს (7-13:1) 4 მგ, რაც შეესაბამება მცენარეული წამლის 40 მგ-ს. ექსტრაქტის გამხსნელი: ეთანოლი 60% (მ/მ)
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზას სიროფი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (დოდეცილსულფატი), ტიტანის დიოქსიდი (E 171), გასუფთავებული წყალი.
ცეფანორმ®-ის, უმანკო ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ. ლაქტოგენური უჯრედების dofaminur-2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციასა და აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციასა და მენსტრუალურ ციკლს.
ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე, ანუ რეგულაცია დამოკიდებულია საწყის მდგომარეობაზე და პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევაში სეკრეცია მატულობს, მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში კი მისი გამოყოფა ინჰიბირდება.
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრემენსტრუალური ჩივილების, მასტოდინია.
მოზრდილებში 1 კაფსულა ყოველდღიურად (შეესაბამება მცენარეული პრეპარატის 40მგ-ს) სითხესთან ერთად დღის ერთსა და იმავე დროს. ცეფანორმ ®- ის მიღება ხდება 3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში
იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ურტიკარული ეგზანთემა. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
უმანკო ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოფიზის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო.
არასაკმარისი კვლევების გამო, ცეფანორმ ®- ის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს დაუშვებელია.
იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ურტიკარული ეგზანთემა. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 წელი
გაიცემა რეცეპტის გარეშე
03.08.2009 N რ-000980