შემადგენლობა: მოქმედინივთიერება: betamethasone, gentamycin
1 გრამი კრემი შეიცავს 1 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტურ ბეტამეთაზონის ვალერატს და 1 მგ გენტამიცინის ეკვივალენტურ გენტამიცინის სულფატს.
დამხმარენივთიერებები: თეთრივაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადიპარაფინი, მაკროგოლიცეტოსტეარილისეთერი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატიდიჰიდრატი, ქლორკრეზოლი, ფოსფორმჟავა, ფოსფორმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილიწყალი.
სამკურნალწამლო ფორმა: კრემი
ფარმაცევტულიჯგუფი: დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთანკომბინაციაში. ბეტამეთაზონი ანტიბიოტიკებით. კოდიATC D07C C01.
ჩვენებები
დერმატოზები, რომლებიც გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობას ექვემდებარება მეორადი ინფექციით გართულების ან გართულების საეჭვო შემთხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ეგზემა (ატოპური, ბავშვთა, მონეტისებური), ანოგენიტალური და მოხუცებულობის ქავილი, კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ინტერტრიგინოზული დერმატიტი, მზის დერმატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტაზ-დერმატიტი და ფსორიაზი.
უკუჩვენებები
კანის დადგენილი ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული, მათ შორის, ტუბერკულოზური, მწვავე სოკოვანი), აკნე. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოყენების გზები და დოზები.
კანის მთელ დაზიანებულ უბანზე კრემს უსვამენ თხელ ფენად, დღეში ორჯერ _ დილით და საღამოს.პრეპარატის წასმის სიხშირე ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. მსუბუქ შემთხვევებში იყენებენ დღე-ღამეში ერთხელ, შედარებით მძიმე დაზიანებების დროს შესაძლებელია, უფრო ხშირი გამოყენების საჭიროება დადგეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიდიდესა და ლოკალიზაციაზე, ასევე ავადმყოფის მხრიდან მკურნალობაზე გამოვლენილ პასუხზე. მაგრამ თუ კლინიკური გაუმჯობესება 3-4 კვირის მანძილზე არ აღინიშნება, დიაგნოზი უნდა გადაიხედოს.
გვერდითი რეაქციები
პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება და მოიცავს მგრძნობელობის მომატებას, გამონაყარსა და კანის პიგმენტაციას. ხანგრძლივი და/ან მაღალ დოზებშიგამოყენებისას, დაზიანებულ უბნებზე წასმის დროს შესაძლებელია ისეთი ეფექტები განვითარდეს, როგორიცაა კანის ატროფიული ცვლილებები, ტელეანგიექტაზიები, სტრიები, სტეროიდული აკნე, როზაცეა, ასევე პერიორალური დერმატიტი და ჰიპერტრიქოზი. გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტების (ჰიპოკორტიციზმი, დიაბეტი, ოსტეოპოროზი) განვითარების შესაძლებლობა.
გენტამიცინით მკურნალობას შესაძლოა ახლდეს კანის დროებითი გაღიზიანება (ერითემა და ქავილი), რაც, ჩვეულებრივ, მკურნალობის მოხსნას არ მოითხოვს.
ოკლუზიური ნახვევების ქვეშ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, აკნესებური გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი და ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამონაყარი.
ჭარბი დოზირება.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების უზომო ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოფიზურ-ადრენალური ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მეორადი უკმარისობის განვითარებისა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების, მათ შორის კუშინგის სინდრომის გამოვლინების მიზეზი გახდეს.
გენტამიცინის დოზის ერთჯერადი გადაჭარბება არ იწვევდა ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარებას. გენტამიცინის გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ანტიბიოტიკისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლება გამოიწვიოს.
მკურნალობა.
ნიშნავენ შესაბამის სიმპტომურ თერაპიას. მწვავე ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, შექცევადია. აუცილებლობისას ატარებენ ელექტროლიტური ბალანსის კორექციას. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევაში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი მოხსნა. რეზისტენტური მიკროორგანიზმების გამრავლების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებელი თერაპიის დანიშვნა.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულებში ადგილობრივი გლიკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, მითითებული პრეპარატების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელიმომავალი დედისათვის ნაყოფის პოტენციურ საფრთხეს აჭარბებს. მოცემული ჯგუფის პრეპარატების მაღალი დოზებითა და ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება ორსულებში არ ხდება. ამჟამად, დადგენილი არ არის, კორტიკოსტეროიდები ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური ადსორბციის შედეგად დედის რძეში ხვდება თუ არა, ამიტომ ძუძუთი კვების შეჩერების ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია, დედისათვის მკურნალობის მნიშვნელობა გავითვალისწინოთ.
ბავშვები. ბავშვები, ზრდასრულ პაციენტებთან შედარებით,უფრო მგრძნობიარენი არიანადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების მიმართ, რომლებიც იწვევს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლების სისტემის დათრგუნვას, ეს დაკავშირებული ბავშვებში პრეპარატის დიდ აბსორბციასთან, რაც სხეულის მასის მიმართ კანის საფარველის ფართობის შეფარდების მაღალი მაჩვენებლის შედეგია. ბავშვებში, რომლებიც ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ, აღინიშნებოდა თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, სხეულის მასის არასაკმარისი ზრდა, ქალასშიდა წნევის მომატება.თირკმელზედა ჯირკვლების ფუქციის დათრგუნვის გამოვლინებაა: სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დაბალი დონე და აკტჰ-პრეპარატების გამოყენებით თირკმელზედა ჯირკვლების სტიმულაციის სინჯზე რეაქციის არარსებობა. ქალასშიდა წნევის მატება ვლინდება ყიფლიბანდის ამოწევით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვების დისკების ორმხრივი შეშუპებით.
გამოყენების თავისებურებები.
კრემი ცელესტოდერმი-V გარამიცინით განკუთვნილი არ არის ოფთალმოლოგიაში გამოყენებისათვის. კანის გაღიზიანების განვითარებისას ან კრემ ცელესტოდერმი-V გარამიცინით მკურნალობის ფონზე მგრძობელობის მომატების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეჩერდეს და ავადმყოფს ადეკვატური მკურნალობა დაენიშოს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც გვხვდება სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების დროს, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა, შესაძლოა აღინიშნოს გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში.
გამოვლინდა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ჯვარედინი ალერგიული რეაქციების შემთხვევები.
ადგილობრივი გამოყენების დროს გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია უფრო მაღალი იქნება, თუ მკურნალობა კანის დიდ ფართობზე ან ოკლუზიური სახვევების გამოყენებით, ანდა ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩატარდება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვა, განსაკუთრებით ჩვილებისა და ბავშვების მკურნალობისას.
ადგილობრივი გამოყენების დროს გენტამიცინის სისტემური აბსორბცია უფრო მაღალიშეიძლება იყოს სხეულის დიდ ფართობზე მკურნალობისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენების ან კანის დაზიანებების არსებობისას. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია გენტამიცინის სისტემურ აბსორბციასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტების განვითარება. ამ დროს საჭიროა სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვა, განსაკუთრებით ჩვილებისა და ბავშვების მკურნალობისას.
ანტიბიოტიკების ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება ზოგჯერ იწვევს რეზისტენტული მიკროფლორის, მათ შორის სოკოების ზრდას. ასეთ შემთხვევაში, ასევე გაღიზიანების, სენსიბილიზაციის ან სუპერინფექციის განვითარებისას თერაპია უნდა შეჩერდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პრეპარატი, ჩვეულებრივ, არ მოქმედებს რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
შესაძლოა დააქვეითოს ლატექსის სიმტკიცე გაჭიმვისას.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. ცელესტოდერმი-V გარამიცინით აერთიანებს ბეტამეთაზონის ვალერატის ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელ ხანგრძლივ მოქმედებასა და გენტამიცინის სულფატის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. აქტიურია Staphylococcus aureus-ის (მეტიცილინმგრძნობიარე შტამების) და გრამუარყოფითი ბაქტერიების: Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus vulgaris და სხვათა მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატ ცელესტოდერმი-V გარამიცინით ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ფარმაცევტულ მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი, რბილი კონსისტენციის ერთგვაროვანი კრემი, რომელიც უცხო ჩანართებს არ შეიცავს
ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25⁰ჩ ტემპერატურაზე.
შეფუთვა. 15 გ ან 30 გ მოცულობის ალუმინის ტუბებში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ტუბი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.