toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
ცენტრალ-B / CENTRAL-B | მედიკამენტები | vidal.ge
Nuk
ცენტრალ-B / CENTRAL-B


 

წამლის ფორმა
კაფსულები.

აღწერილობა: ცილინდრული ფორმის, მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, რომლებიც შეიცავს ყავისფერი ფხვნილს თეთრი ფერის ჩანართებით, თეთრი კორპუსით, მწვანე სახურავით. 

 

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი_25 მგ
კუნელის ფოთლების და ყვავილების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი_25  მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი_100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი რბილი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ინდიგოტინი - FD&ამპ;ჩ, ჟელატინი,.

პრეპარატის ათქ კოდი  N05ჩM

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა

ცენტრალ-B _ სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატი. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი _ პასიფლორას, კუნელის ფოთლებისა და ყვავილების და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.

პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ _ ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი. 

კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.

კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლისა და ნევრასთენიისთვის. 

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება შეუძლებელია.

 

გამოყენების ჩვენებები
მომატებული ნერვული აგზნებადობა;
ნერვული დაძაბულობა; 
გაღიზიანებადობა;
შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
ძილის დარღვევა, უძილობა.

 

გამოყენების წესი და დოზები
ცენტრალ-B მიიღება შიგნით, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.

მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 6 კაფსულა.

ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის უკმარისობით
უნდა დავიცვათ სიფრთხილე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას.არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის ფუნქციის მწვავე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
უნდა დავიცვათ სიფრთხილე ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას.არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ღვიძლის დაავადებების მწვავე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 

ბავშვები
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

 

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

 

არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ 

სად შევიძინოთ?