Plasmon
ცერივიკელ D3 (ნატუროპათი) / Cerivikehl D3 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

Cerivikehl D3 _ ცერივიკელ D3
ამპულები
 
შემადგენლობა 2 მლ შეიცავს: Cetraria islandica (HAB 1934) D3 2 მლ ხსნარს, HAB-ის 4ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneinbuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება – სასუნთქი გზების დაავადებები, სინუსიტები, ლარინგიტი, ბრონქიტი, მშრალი ხველება – უმადობა
 
თვისებები Cerivikehl-ი ისლანდიური მღიერისგან (ლიქენი) დამზადებული
მცენარეული პრეპარატია. ინიშნება ლორწოვანი გარსების სისხლით
მომარაგების სტიმულაციისათვის. ლიქენების კარბონული
მჟავების გარკვეული ნაწილი – პირის ღრუს, ხახის, ნაწლავური
ინფექციების გამომწვევების მიმართ, საწინააღმდეგო მსუბუქი
ანტიბიოტიკური მოქმედებით ხასიათდება. ამასთან არ იწვევს ანტიბიოტიკებისადმი
მდგრადი შტამების განვითარებას და ალერგიულ
რეაქციებს.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ ინტრამუსკულურად, ინტრავენურად ან კანქვეშ 2 მლ ერთხელ დღეში
 
უკუჩვენებები ცნობილი არ არის
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზა შეირჩევა ასაკის შესაბამისად.
 
გამოშვების ფორმები
2.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?