ქოლესტეროლ ლაიფი / Cholesterol Life
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Life on Healthcare
- მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
ნიორი |
200მგ |
სოიოს ზეთი |
- |
ქოლესტეროლ ლაიფი- აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
ნიორი- ხელს უშლის ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას ორგანიზმში, ამცირებს არტერიული წნევას, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს სისხლში. ნიორს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი, როგორც ყველაზე აქტიური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს: coliform ბაქტერიების ტუბერკულოზური ჩხირის, Vibrio cholerae, ნაწლავის ჩხირის და პარაზიტი ჭიების მიმართ. ნიორი აუმჯობესებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ხელს უწყობს T- ლიმფოციტების, ფაგოციტების, NK უჯრედების და მაკროფაგების აქტივაციას. ნიორი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მას აქვს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ნიორი ეხმრება სასუნთქ გზებს ლორწოს ევაკუაციაში, აგრეთვე აქვს სპაზმოლიზური ეფექტი.
გამოყენების ჩვენებები: მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. გრიპის, ფარინგიტის, ანგინის, ჰაიმორიტის, ქრონიკული ბრონქიტის, ქრონიკული ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჩვეული შეკრულობის კომპლექსური მკურნალობა. ლიპიდური ცვლის დარღვევის პროფილაქტიკა. ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობა. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ღრძილების გასამაგრებლად, ანთების და სისხლდენის, კარიესით დაავადების შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება: 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში . 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები- 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. გრიპის ეპიდემიის დროს, რესპირატორული დაავადებისას – 2 – 2 კაფსულა 2-3–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადებაზე დამოკიდებულების მიხედვით განსაზღვრავს ექიმი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: N 30 კაფსულა