შემადგენლობა
1 გ
ხოლინის სალიცილატი . . . . . . . . . . . 87.10 მგ
ცეტალკონიუმის ქლორიდი . . . . . . . . . 0.10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქსიეთილცელულოზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ანისულის ზეთი, ეთანოლი 390,00 მგ, გასუფთავებული წყალი 1 გრ-მდე.
პეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და ადგილობრივ ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება _ ქოლინის სალიცილატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სუსტ ანალგეზიურ ეფექტს. ცეტალკონიუმის ქლორიდი აძლიერებს სამკურნალო საშუალების ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ჟელეს ფუძეში შემავალი ბაქტერიოსტატიკები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი მითითებულ კონცენტრაციებში ავლენენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. გამოყენების შემდეგ ჟელე პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ნარჩუნდება რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები;
- გინგივიტი;
- პაროდონტის დაავადებები.
მცირე რაოდენობით ჟელე დაიტანება პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე 2 წუთის განმავლობაში მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება დღეღამეში 2-3-ჯერ. ჟელეს წასმიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საკვები ან წყალი არ მიიღება.
მომატებული მგრძნობელობა სალიცილატებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
სალიცილის მჟავას წარმოებულები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების ადგილას შეიძლება გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რომელიც მალე გაივლის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკის ქვევით.
პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე პრეპარატი არ ახდენს უშუალო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
თეორიულად სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ეს მოხდება, საჭიროა პირის ღრუში გამოვლება დიდი რაოდენობის წყლით და საჭიროების შემთხვევაში, ღებინების გამოწვევა. სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ასევე ჟელეს დოზის გადაჭარბების ან ორგანიზმში ხოლინის სალიცილატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვისას შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატების სისტემური მოქმედების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა:
ოფლის მომატებული გამოყოფა, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, თავბრუხვევა, დერმატოლოგიური გამოვლინებები (ერითემა ან ჭინჭრის ციება). ამ შემთხვევაში საჭიაროა ექიმთან კონსულტაცია.
სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით არ არსებობს რაიმე ურთიერთქმედების წარმოქმნის რისკი.
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა -3 წელი.