შემადგენლობა
კრემი : ტუბში 15გ.
1 გ. შეიცავს:
კლობეტაზონის ბუტირატი. . . . . . . 0,5 მგ
ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით). . . . .1 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციკლოდერმი-C კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ქავილს.
ჩვენებები
სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან სტეროიდებით თერაპიას.
მიღების წესი და დოზები
ციკლოდერმი-C კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივად: ერითემა, სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ქავილი. პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ვირუსული ინფექციები ( მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა).
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: კანის დიდ ფართობზე ან ღია ჭრილობაზე;
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე.
განსაკუთრებული მითითებები
კანის გაღიზიანების, გამონაყარის ან ლოკალური ანთების შემთხვევაში (რაც არ აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენებამდე) პაციენტმა უნდა შეწვიტოს მკურნალობა.
4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 3 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდით. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.