ათქ კლასიფიკაციის კოდი
B01AC23
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ცილოსტაზოლი . . . . . . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარმელოზას კალციუმი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი;
ანტიაგრეგანტი.
ჩვენებები:
გარდამავალი კოჭლობა.
დოზირების რეჟიმი
ცილოზეკის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.
ყოველთვის მიიღეთ ცილოზეკი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების წესთან დაკავშირებით, რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის 100 მგ ტაბლეტი დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს). ამ დოზის კორექცია არ არის აუცილებელი ხანდაზმული პაციენტებისთვის. თუმცა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ ნაკლები დოზა იმ შემთხვევაში თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ცილოზეკის მოქმედებაზე.
ცილოზეკის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მეთვალყურეობა. შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:
- ინფარქტი;
- გულის შეტევა;
- გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს გულისცემის გახშირებას ან კოჭების შეშუპებას;
- არარეგულარული გულის რიტმი (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი);
- შესამჩნევი სისხლდენა;
- სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა;
- სერიოზული სიმპტომები კანზე, პირის მიდამოში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ეროზიების გაჩენით;
- კანის სიყვითლე ან თვალების სითეთრე, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (ბოტკინი).
თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ გაქვთ გრიპი ან გაწუხებთ ყელის ტკივილი.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- გულის უკმარისობა;
- ანამნეზში გულის ოპერაცია;
- გულის დაავადებებით გამოწვეული გონების დაკარგვის შემთხვევები ან გულისცემის ნებისმიერი სახის დარღვევა;
- მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ან შეშუპების წარმოშობის რისკს;
- თუ იღებთ როგორც აცეტილსალიცილის მჟავას და კლოპიდოგრელს ან მათ ნებისმიერ კომბინაციას, ისე ორ ან მეტ სხვა პრეპარატს, რომელთაც შეუძლიათ სისხლდენის რისკის გაზრდა;
- თირკმელების მწვავე დაავადება ან ღვიძლის მწვავე ან საშუალო სიმძიმის დაავადება;
- თუ ხართ ორსულად.
ორსულობა და ლაქტაცია;
ცილოზეკის მიღება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს.
მეძუძური დედებისთვის ცილოზეკის მიღება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმისთვის ცნობილია:
- თუ თქვენ გაქვთ გულის მწვავე დაავადებები ან ნებისმიერი პრობლემა გულისცემასთან დაკავშირებით;
- თუ გაქვთ სისხლის წნევის პრობლემები;
- თუ თქვენ უნდა ჩაიტაროთ რაიმე სახის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის კბილის ექსტრაქცია, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი რომ იღებთ ცილოზეკს;
- თუ გამოგივლინდათ მსუბუქი შეშუპება ან სისხლდენა, შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში: ცილოზეკის მიღება არ არის დაშვებული ბავშვებში.
ჭარბი დოზირება:
თუ ნებისმიერი მიზეზით თქვენ მიიღეთ ცილოზეკის ტაბლეტების საჭიროზე მეტი რაოდენობა, შესაძლოა გამოგივლინდეთ ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა: ძლიერი თავის ტკივილი, დიარეა, სისხლის წნევის დაცემა და გულისცემის რიტმის დარღვევები.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექიმს შეატყობინოთ თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება სახსრების ტკივილის და/ან ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, ან სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ.
ეს პრეპარატები მოიცავს:
- აცეტილსალიცილის მჟავა;
- კლოპიდოგრელი;
- ანტიკოაგულანტები (მაგ: ვარფარინი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი).
თუ თქვენ იღებთ ზემოთაღნიშნულ პრეპარატებს ცილოზეკთან ერთად, თქვენმა ექიმმა შესაძლოა ჩაგიტაროთ სისხლის გარკვეული ანალიზები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ცილოზეკის მოქმედებაზე მათი ერთობლივი მიღებისას. მათ შესაძლოა გაზარდონ ცილოზეკით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ან გახადონ იგი ნაკლებად ეფექტური. ცილოზეკმა შესაძლოა თავის მხრივ მსგავსი გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ცილოზეკის მიღების წინ შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
- ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან რიფამპიცინი (ანტიბიოტიკები);
- კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- ომეპრაზოლი (კუჭის მჟავიანობის დასარეგულირებლად);
- დილტიაზემი (მაღალი წნევის ან გულმკერდის არეში ტკივილის სამკურნალოდ);
- ცისაპრიდი (კუჭის დაავადებების სამკურნალოდ);
- ლოვასტატინი ან სიმვასტატინი ან ატორვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ);
- ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ);
- პიმოზიდი (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
- ერგოტის წარმოებულები (შაკიკის სამკურნალოდ; ე.წ. ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი).
- კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (სპაზმების სამკურნალოდ);
- კრაზანა (მცენარეულ საშუალებას).
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოაღნიშნული ეხება თქვენს მიერ მოხმარებულ პრეპარატებს რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ცილოზეკის მიღების დაწყებამდე, შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ მაღალი სისხლის წნევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რადგან ცილოზეკმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დასწიოს სისხლის წნევა. თუ თქვენი წნევა ძლიერ დაეცემა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება. აღნიშნული პრეპარატები მოიცავს:
- დიურეტიკებს (მაგ: ჰიდროქლოროტიაზიდი, ფუროსემიდი);
- კალციუმის არხის ბლოკატორებს (მაგ: ვერაპამილი, ამლოდიპინი);
- ACE ინჰიბიტორები (მაგ: კაპტოპრილი, ლიზინოპრილი);
- ანგიოტენზინი II რეცეპტორის ბლოკატორები (მაგ: ვალსარტანი, კანდესარტანი);
- ბეტა ბლოკატორები (მაგ: ლაბეტალოლი, კარვედილოლი);
შესაძლოა თქვენთვის დასაშვები იყოს ზემოაღნიშნული პრეპარატების მიღება ცილოზეკთან ერთად და ამასთან დაკავშირებით თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
შენახვის პირობები და ვადა
შეინახეთ ცილოზეკი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.