შემადგენლობა
შემადგენლობა; ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ქლორიდი მონოჰიდრატის სახით)
დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა, 0.014გ 0.02გ
სახამებელი, 0.01 გ 0.024გ
პოლოვინილპიროლიდონი 0.008გ 0.02გ
მაგნიუმის სტეარატი, 0.002გ 0.004გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპროფლოქსაცინი ნორმონი წარმოადგენს ბაქტერიციდულ საშუალებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის დნმ-ჰირაზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიულ ფერმენტს, ხელს უწყობს დნმ-ის სპირალიზაციის პროცესს და ბაქტერიების დნმ-ის ტრანსკრიპციის აღდგენას.
ციპროფლოქსაცინი ნორმონი ეფექტურია: ენტერობაქტერიების (E. coli; Shigella spp.; Salmonella spp.; Citobacter; Clebsiella spp.; Enterobacter spp.; Proteus mirabilis.; Proteus vulgaris.; Serratia marcescens; Hafnia alvei; Edvardsiella tarda; Providencia spp.; Morganella morganii; Vibrio spp.; Yersinia spp.) და სხვ., გრამუარყოფითი ბაქტერიების (Aeromonas spp.; Plesiomonas shigelloides; Pasteurella multocida; Haemophilusspp.; Campilibacter jejuni; Pseudomonas aeruginosa; Neisseria spp.; Moraxella catarhalis) ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევის (Legionella pneumophila; Brucell spp.; Chlamidia tracomatis; Listeria monocitogenes; Mycobacterium tuberculosis; Mycobacterium kansasii; Mycobacterium avium-intracellulare), და გრამდადებითი ბაქტერიების (S. aureus; S. haemolyticus; S.hominis; Saprophyticus). მას გააჩნია აქტივობა ჩჰლამიდია ტრაცჰომატის, Lეგიონელლა სპეციეს-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი ნორმონი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax. მიიღწევა 0.5–1.5 საათის განმავლობაში. T1/2 შეადგენს 3-5 საათს. ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად შეუცვლელი სახით თირკმლების მეშვეობით, 8-15% კი მეტაბოლიტების სახით.
ჩვენებები
ციპროფლოქსაცინი ნორმონი წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებას ზემოაღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული შარდსასქესო, სასუნთქი, ძვალსახსართა სისტემების, ყელ-ყურ-ცხვირის, მცირე მენჯის, აბდომინალური, ჰეპატობილიარული ორგანოების, კანისა და რბილი ქსოვილების, პოსტოპერაციული პერიოდის (აბდომინალური, უროგენიტალური, ორთოპედიული, სტომატოლოგიური ოპერაციები) ინფექციების, აგრეთვე მძიმე სისტემური ინფექციების, გონორეის დროს.
მიღების წესები და დოზები
ციპროფლოქსაცინი ნორმონი ინიშნება პერორალურად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს ენიშნებათ 250-500 მგ დღეში ორჯერ..
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება.
კანის მხრივ-ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები.
სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება.
სხვა გვერდითი მოვლენები: სახსრების შესივება, ტკივილი, კუნთების ტკივილი, სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.
ლაბორატორიულად: შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.
უკუჩვენება
ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება არ შეიძლება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტებით ვერ მოხერხდა ციპროფლოქსაცინის ნაყოფის და მოზარდის ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამორიცხვა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის დაავადებების გადატანის შემდეგ და ეპილეფსიის დროს.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა-დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ციპროფლოქსაცინი ნორმონი ურთიერთქმედებს ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ნატრიუმის ბიკარბონატი ამცირებენ პრეპარატის ხსნადობას. ციპროფლოქსაცინი ამცირებს ზოგიერთი საშუალების მეტაბოლიზმს. ციტოქრომ-450-ის ფერმენტულ სისტემაზე ზემოქმედების და მისი ინჰიბირების გამო, შესაძლოა დააქვეითოს თეოფილინის კლირენსი ამით შეუძლია გაზარდოს ინტოქსიკაციის რისკი.
ციპროფლოქსაცინი ნორმონის რეზორბციას ამცირებს ანტაციდური საშუალებები, საფაღარათო საშუალებები, რომლებიც დამზადებულნი არიან ალუმინის, კალციუმისა და მაგნიუმის ფუძეზე.
ციპროფლოქსაცინი ნორმონი აძლიერებს კუმარინული ჯგუფის ანტიკოაგულანტების ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა: გამოშვებიდან 3 წელი
პრეპარატის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება აკრძალულია. არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ციპროფლოქსაცინი ნორმონი აფთიაქებიდან გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.