Plasmon
ცირკუმედ პლიუსი / Circumed Plus

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ginkgo biloba
  • მწარმოებელი კომპანია: Alfa Vitamins Laboratories Inc.
  • მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: კორეული ჟენშენი-300მგ, გინკგო ბილობა (ექსტრაქტი) – 30 მგ, გინკგო-ბილობა (ფხვნილი) – 50 მგ. დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცირკუმედ პლიუსი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. გინკგო ბილობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები-ფლავინოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიურობის ზრდას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებენ თავის ტვინში სისხლისმიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციის შესაძლებლობებს. აქვეითებს ქოლესტერინის და გლუკოზის შემცველობას სისხლში. ხელს უწყობს სქესობრივი პოტენციის ამაღლებას.

ჩვენებები:

სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც თან ახლავს ყურადღების, მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, დეპრესია;  პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, რეინოს სინდრომი; სტრესული სიტუაციები, რადიაციული გამოსხივება, არტერიული ჰიპოტონია, ათეროსკლეროზი, სქესობრივი დარღვევები, უშვილობა, ასთენიური სინდრომი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენებები:

არტერიული ჰიპერტენზია, 12 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

 1-2 ტაბ. დღეში.

გამოშვების ფორმა:

№ 30 ტაბლეტი.

მწარმოებელი კომპანია: Alfa Vitamins Laboratories Inc. USA.

 

სად შევიძინოთ?