შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: ციტიკოლინი (ნატრიუმის ციტიკოლინის სახით) 500მგ ან 1000მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები
ათქ კოდი: N06BX06
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ციტიკოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების წინამორბედს (უმეტეს წილად ფოსფოლიპიდების), რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: ხელს უწყობს უჯრედის დაზიანებული მემბრანის აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას, ასევე, მოქმედებს რა აპოპტოზის მექანიზმზე, ხელს უშლის უჯრედის სიკვდილს. ინსულტის მწვავე პერიოდში ციტიკოლინი ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს, ციტიკოლინი ეფექტურია ისეთი კოგნიტური დარღვევებისას, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს.
შესაძლებელია პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა, რადგან ციტიკოლინი არ მოქმედებს სუნთქვაზე, პულსსა და არტერიულ წნევაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას. მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. პარენტერალური შეყვანისას ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდება.
ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქციების სწრაფი ჩანერგვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში და ციტიდინის ფრაქციისა – ციტიდინის ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინის მჟავებში. ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან: 3%-ზე ნაკლები–თირკმელებით და დაახლოებით 12% -ამოსუნთქულ CO2-თან ერთად.
გამოყენების ჩვენებები:
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
-კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება:
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
ინტრავენურად ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვნად ინტრავენური გადასხმისთვის (40 – 60 წვეთი წუთში). ინტრავენური შეყვანის გზას უპირატესობა აქვს ი/მ-თან შედარებით. ინტრამუსკულარული გამოყენებისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის განმეორებითი ინექცია ერთსა და იმავე ადგილზე.
იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდის და ქალა-ტვინის ტრავმის დროს: რეკომენდებული დოზა- 1000 მგ ყოველ 12 საათში დიაგნოზის დადგენის პირველივე დღიდან; მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 კვირა. მკურნალობის დაწყებიდან 3-7 დღის შემდეგ შესაძლებელია ინტრამუსკულარულ (1-2 ინექცია დღე-ღამეში) ან პერორალურ (თუ ყლაპვის ფუნქცია დარღვეული არ არის) ფორმაზე გადასვლა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის აღდგენითი პერიოდი, კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს: რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ-ს დღე-ღამეში. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.
ცნობიერების ხანგრძლივი დარღვევების დროს შესაძლებელია დაავადების საწყისი სტადიიდან პრეპარატის უწყვეტი გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს, პრეპარატ ციტინევრინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
ხსნარი ამპულაში ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისთვის განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამპულის გახსნის შემდეგ, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენური იზოტონური ხსნარების ყველა სახეობასთან და დექსტროზას ხსნარებთან.
უკუჩვენებები:
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
-ვაგოტონია (ვეგეტაციური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის მომატება)
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრების განსაზღვრა ხდება შემდეგი სახით: ძალიან იშვიათად(<1/10000).
ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად-უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, ტრემორი, პარალიზებული კიდურების დაბუჟება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად -გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად-გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ძალიან იშვიათად-ცხელება,ცალკეულ შემთხვევებში-ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.
განსაკუთრებული მითითებები:
თავის ტვინის ტრავმების დროს ქალასშიდა წნევის დაქვეითებისთვის აუცილებელია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები.
ქალასშიდა სისხლდენის დროს, ციტიკოლინის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500მგ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დოზის დაყოფა (100-200მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში)
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობის დროს პრაპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოფას მოქმედებას.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ციტინევრინის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია სისხლდენის შემაჩერებელ, ქალასშიდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ჩვეულებრივ პერფუზიულ სითხეებთან ერთად.
დოზის გადაჭარბება:
პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გამო ჰიპერდოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევებშიც კი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 4მლ მინის უფერო ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ- უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურულ- უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა:
5 წელი წარმოების თარიღიდან
ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.