Plasmon
ციტრამონი – MFF / CITRAMONUM - MFF


შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:
აცეტილსალიცილის მჟავა 0,24 გრ.
პარაცეტამოლი 0,18 გრ.
კოფეინი უწყლო 0,0275 გრ.

დამხმარე ნივთიერებები: 
0,55 გრ. მასის ტაბლეტი შეიცავს:
კაკაო 0,0225 * გრ. 
ლიმონმჟავა 0,0050 გრ.       
კარტოფილის სახამებელი 0,0650 გრ.  
ტალკი 0,0050 გრ.  
კალციუმის სტეარატი 0,0050 გრ. 
*- შეესაბამება 0,03 გ კოფეინის მონოჰიდრატს
                                                                                  
აღწერა:
ღია ყავისფერი ტაბლეტები, სუსტად მარმარილოსებრი, ჩანართებით, ბრტყელცილინდრული, გამყოფი ხაზით და წაკვეთილი ბოლოებით, კაკაოს სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 
ანალგეზიური ჯგუფი (აასს + არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება + ფსიქომასტიმულირებელი საშუალება).

ათქ კოდი: N02BA71

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: 
ციტრამონი-მფფ ახდენს ტკივილდამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის კომპონენტების კომბინირებული მოქმედება უზრუნველყოფს მის ეფექტურობას დაბალი ტოქსიკურობისას.
აცეტილსალიცილის მჟავას აქვს ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აცეტილსალიცილის მჟავას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი რეზისტენტობის მომატებას და პრეპარატის კარგ ამტანობას.
პარაცეტამოლს აქვს ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ძალიან სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც დაკავშირებულია ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე მის გავლენასთან და პერიფერიულ ქსოვილებში PG სინთეზის სუსტად გამოხატულ ინჰიბირების უნართან. 
კოფეინი ზრდის ზურგის ტვინის რეფლექტორულ აგზნებადობას, ახდენს სუნთქვის და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრების აგზნებას, აფართოვებს ჩონჩხის კუნთების, თავის ტვინის, გულის, თირკმლების სისხლძარღვებს, აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას; ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის გრძნობას, ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. მოცემულ კომბინაციაში კოფეინი მცირე დოზით პრაქტიკულად არ ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ცნს-ზე, თუმცა ხელს უწყობს სისხლძარღვების ტონუსის ნორმალიზებას და სისხლის ნაკადის აჩქარებას. 

ფარმაკოკინეტიკა:
- აცეტილსალიცილის მჟავა: შიგნით მიღების შემდეგ, საკმაოდ სრულად შეიწოვება. აბსორბციის დროს განიცდის პრესისტემურ ელიმინაციას ნაწლავის კედელში და ღვიძლში (დეაცეტილირდება). რეზორბირებული ნაწილი ძალიან სწრაფად ჰიდროლიზდება ესტერაზებით (თ 1/2 შეადგენს არა უმეტეს 15 – 20 წუთისა). ორგანიზმში ცირკულირებს სალიცილის მჟავას ანიონი. სალიცილატები ადვილად აღწევენ ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში. დიფუზია ჩქარდება ჰიპერემიის და შეშუპების არსებობისას, ნელდება – ანთების პროლიფერაციულ ფაზაში. სალიცილატები აღწევენ პლაცენტაში, მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ბიოტრანსფორმირება ხდება ღვიძლში 4 მეტაბოლიტის წარმოქმნით; ექსკრეტირდება თირკმლებით (შარდის გატუტიანებისას ექსკრეცია მნიშვნელოვნად იზრდება).
- კოფეინი: კარგად შეიწოვება ნაწლავებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 5 სთ (ზოგჯერ – 10 სთ-მდე). გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით მეტაბოლიტების სახით, დაახლოებით 10% - შეუცვლელი სახით.
- პარაცეტამოლი: სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 – 4 სთ. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება ჩვეულებრივ შიგნით მიღებიდან 30-60 წუთში. მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონიდის და პარაცეტამოლის სულფატის წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად კონიუგაციის პროდუქტების სახით, 5% ნაკლები ექსკრეტირდება შეუცვლელი სახით.

მიღების ჩვენებები:
ციტრამონი-მფფ გამოიყენება მოზრდილებში ზომიერად, ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომისას (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, დისმენორეა დას ხვ.) სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაქვეითებლად გაციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას.

უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები.
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის გენეტიკური არარსებობა. სისხლის დაავადებები მიდრეკილებით სისხლჩაქცევებისადმი და სისხლდენებისადმი.
გლაუკომა, ბრონქული ასთმა.
ორსულობის I და III ტრიმესტრი და ძუძუთი კვების პერიოდი.
თირკმლის უკმარისობა. ბრონქოობსტრუქციის შეტევა, ჭინჭრის ციება, ან მწვავე რინიტი ანამნეზში, პროვოცირებული აცეტილსალიცილის მჟავის, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით; ჰემოფილია, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოპროთრომბინემია, პორტული ჰიპერტენზია; ვიტამინ K ავიტამინოზი. დადასტურებული ჰიპერკალიემია. არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე გულის იშემიური დაავადება, მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა; ქირურგიული ჩარევა, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა.
პრეპარატი არ ინიშნება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე რესპირატორული დაავადებებით, რომელიც გამოწვეულია ვირუსული ინფექციით (მრვი, გრიპი) რეის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო.

სიფრთხილით. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პირებში, პაციენტებში ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 60 მლ/წთ), პოდაგრისას; გიდ-ს, ცერებროვასკულური დაავადებების, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დისლიპიდემიის/ჰიპერლიპიდემიის, შაქრიანი დიაბეტის, პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს, მოწევისას.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება, აასს-ს ხანგრძლივი გამოყენება, თანმხლები თერაპია სეროტონინის უკუშებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორებით.

გამოყენების წესი და დოზები:
ციტრამონ-მფფ მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 6 ტაბლეტი. შუალედი მიღებებს შორის არა ნაკლებ 6 საათისა. 
თირკმლის, ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 8 საათისა.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ტკივილდამაყუჩებელი საშუალება და 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც სიცხის დამწევი საშუალება ექიმის დანიშნულების და მეთვალყურეობის გარეშე. დოზირების და მიღების სხვა სქემებს ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება), გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში. მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები. გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატოტოქსიკურობა, ნეფროტოქსიკურობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ალერგიული რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ბრონქოსპაზმი.
ხანგრძლივი გამოყენებისას – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება, ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, პურპურა და სხვ.), თირკმლების დაზიანება პაპილარული ნეკროზით; სიყრუვე; რეის სინდრომი ბავშვებში (ჰიპერპირექსია, მეტაბოლური აციდოზი, დარღვევები ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ, გულისრევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა). პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აუცილებელია შეატყობინოთ მკურნალ ექიმს.

დოზის გადაჭარბება
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას და მიღების ხანგრძლივობას!
სიმპტომები (განპირობებული აცეტილსალიცილის მჟავით): მსუბუქი ინტოქსიკაციისას – გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში; მძიმე ინტოქსიკაცია – რეაქციების შენელება, ძილიანობა, კოლაფსი, კრუნჩხვები, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, ანურია, სისხლდენა.
თავდაპირველად ფილტვების ცენტრალური ჰიპერვენტილაცია იწვევს სუნთქვით ალკალოზს (ქოშინი, მოხრჩობა, ციანოზი, ოფლი). ინტოქსიკაციის გაძლიერებასთან ერთად სუნთქვის პროგრესირებადი პარეზი და ჟანგვითი ფოსფორილირების გათიშვა იწვევს რესპირატორულ აციდოზს.
მკურნალობა: მოწამვლაზე ეჭვისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს დახმარებისათვის. დაზარალებულს უნდა გამოერეცხოს კუჭი აქტივირებული ნახშირის გამოყენებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი აძლიერებს იმ საშუალებების მოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ სისხლის შედედებას და თრომბოციტების აგრეგაციას, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების, სულფონილშარდოვანას წარმოებულების, მეტოტრექსატის, არანარკოტიკული ანალგეტიკების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გვერდით მოვლენებს.
აძლიერებს რეზერპინის და ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას.
ამცირებს სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის, ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების (სს), ასევე პოდაგრის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას გამოყოფას.
ბარბიტურატები, რიფამპიცინი, სალიცილამიდი, ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები და მიკროსომალური დაჟანგვის სხვა სტიმულატორები ხელს უწყობენ პარაცეტამოლის ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნას, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ფუნქციაზე. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს პარაცეტამოლის შეწოვას. პარაცეტამოლის ზემოქმედებით ქლორამფენიკოლის თ 1/2 იზრდება 5 ჯერ. განმეორებით მიღებისას, პარაცეტამოლმა შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება (დიკუმარინის წარმოებულები). პარაცეტამოლის და ეთანოლის ერთდროული მიღება ზრდის ჰეპატოტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს. კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის შეწოვას. 
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები:
არ დაუნიშნოთ პრეპარატი 15 წლამდე ასაკის ბავშვებს, რეის სინდრომის განვითარების მაღალი რისკის გამო. რეის სინდრომი ვლინდება გახანგრძლივებული ღებინებით, მწვავე ენცეფალოპათიით, ღვიძლის გადიდებით. აცეტილსალიცილის მჟავა ანელებს სისხლის შედედებას. თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ქირურგიული ჩარევა, საჭიროა ექიმის წინასწარ გაფრთხილება პრეპარატის მიღების შესახებ. 
პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან შარდმჟავას დაგროვებისადმი, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევის პროვოცირება.
პრეპარატის მიღებისას საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მომატებული რისკი).
აცეტილსალიცილის მჟავას ორსულობის I ტრიმესტრში გამოყენებისას აქვს ტერატოგენული მოქმედება; III ტრიმესტრში – შეიძლენა გამოიწვიოს სამშობიარო მოქმედების დამუხრუჭება. გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25c ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
სად შევიძინოთ?