Plasmon
ციტრამონი P / CITRAMONUM P


შემადგენლობა 

ერთი ტაბლეტის შედგენილობა: 
აქტიური სუბსტანცია:აცეტილსალიცილის მჟავა-0,24გ;პარაცეტამოლი -0,18; კოფეინი-0,03გ; 
კაკაო-0,015გ; ლიმონმჟავა-0,02გ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, აეროსილი;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტრამონ “პ”-ს ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მცირედ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აცეტილსალიცილის მჟავასა და პარაცეტამოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. კოფეინი ამცირებს სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებას, მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე: ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ზრდის არტერიულ წნევას ჰიპოტონიის დროს.

ჩვენებები
ციტრამონ ,,პ”-ს ღებულობენ: თავის, კბილის, სახსრების ტკივილის დროს. გამოიყენება სიცხის დამწევად გაციებისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები
1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს. შუალედი მიღებებს შორის - არანაკლებ 6სთ.

გვერდითი მოვლენები
ალერგია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კანის სიფერმკრთალე, ტაქიკარდია.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა; ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევები; სისხლის სისტემის დაავადებები; გლაუკომა; ბრონქული ასთმა; გლუკოზო-6 ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი; ორსულობის პირველი სამი თვე და ლაქტაციის პერიოდი; 15 წლამდე ასაკი; ვირუსული ინფექციით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის ორსულობის (I ტრიმესტრის გარდა) დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე: 
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც დაავადებული არიან ბრონქული ასთმით და პოდაგრით.
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რეინეს სინდრომის განვითარების მაღალი რისკის გამო.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კომბინირებული თერაპიის დროს გასათვალისწინებელია, რომ ციტრამონი ,,პ’’ აძლიერებს სისხლის ანტიაგრეგატულ თვისებებს - აქვეითებს სისხლის შედედებას და თრომბოციტების აგრეგაციას. არასასურველია პრეპარატის კომბინაცია ბარბიტურატებთან, რიფამიცინთან, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებთან და ალკოჰოლურ სასმელთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. 
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

სად შევიძინოთ?