კლიმასტონ / Clomaston
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Honor ilac Sanay
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

კლიმასტონ საკვები დანამატის სახით, რეკომენდებულია 40 წლის ზევით ასაკის ქალბატონებისთვის პერიმენოპაუზის დროს. ფორმულა შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ქალის ჰორმონის, ესტროგენის დონის დაქვეითებით გამოწვეული დისკომფორტის შესამსუბუქებლად.
კლიმასტონ არის საკვები დანამატი, რომელიც წარმოადგენს მაგნიუმის, ვიტამინი B6-ის,სოიოს მარცვლის,ციმიციფუგას და მელისას ბალახეული ექსტრაქტების წყაროს. სოიოს იზოფლავონები ქალის ორგანიზმში არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს ორი მიმართულებით: ახდენს ქალის ჰორმონების ჩანაცვლებას მათი სიმცირისას, ან ამცირებს სასქესო ჰორმონების დონეს მათი სიჭარბისას. ციმიციფუგა-ფიტოესტროგენი ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება.მას ახასიათებს კომლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე-და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ.მელისას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, ის ამცირებს აჩქარებულ, არარეგულარულ პულსს და მენოპაუზით გამოწვეულ შფოთვას. ფორმულაში შემავალი ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონების რეგულირებას. მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და კუნთების გამართულ ფუნქციონირებას.
მნბ
*RDA-რეკომენდებული დღიური დოზა
შემადგენლობა: მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი), შემავსებელი ნივთიერება (მიკროკრისტალური ცელულოზა), მელისას (ლიმონის ბალზამის) მშრალი მცენარეული ექსტრაქტი (Melissa officinalis),კარტოფილის სახამებელი, სოიოს მარცვლის მშრალი ექსტრაქტი (Glycine max) სტანდარტიზირებული 40% სოიოს იზოფლავონების შემცველობით,ციმიციფუგას მშრალი სტანდარტიზებული ექსტრაქტი,ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი). რეკომენდებული დღიური დოზა: 1-2 ტაბლეტი დღეში.
სიფრთხილის ზომები / გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ საკვები დანამატი მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა:
იხილეთ კოლოფზე.