გამჭირვალე, ყვითელი ფერის, ზეთოვანი საინექციო 200მგ/მლ ან 500 მგ/მლ ხსნარი 1 მლ-იან ამპულებში, შეიცავს მცენარეულ ზეთში ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის 200 ან 500 მგ-ს.
კლოპიქსოლ დეპო წარმოადგენს ანტიფსიქოზურ საშუალებას (ნეიროლეფსიური), რომელიც ნაწარმოებია თიოქსანტენისგან.
ფარმაკოდინამიკა. კლოპიქსოლ დეპოს გააჩნია გამოხატული ანტიფსიქოზური და სპეციფიური შემაკავებელი მოქმედება. არასპეციფიური სედატიური ეფექტი სუსტდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში.
ნეიროლეფსიური საშუალებების ანტიფსიქოზურ მოქმედებას, როგორც წესი, უკავშირებენ დოფამინური რეცეპტორების ბლოკადას, რომელიც სავარაუდოდ, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას რომელშიც ჩართულია სხვა მედიატორული სისტემებიც.
კლოპიქსოლ დეპოს სპეციფიური შემაკავებელი მოქმედება განსაკუთრებით კარგ შედეგებს იწვევს ფსიქოზური ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც აწუხებთ აჟიტაცია, მოუსვენრობა, აგრესიულობა.
კლოპიქსოლ დეპოს თერაპიული მოქმედება გაცილებით პროლონგირებულია კლოპიქსოლთან შედარებით. ეს საშუალებას იძლევა ჩატარდეს კლოპიქსოლ დეპოთი უწყვეტი ანტიფსიქოზური მკურნალობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთათვის, რომლებიც არ ასრულებენ ექიმის დანიშნულებას. კლოპიქსოლ დეპო ხელს უშლის ხშირი რეციდივების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პაციენტის მიერ პერორალური პრეპარატების მიღების შეწყვეტასთან.
კლოპიქსოლ დეპოს ფარმაკოკინეტიკურმა და კლინიკურმა გამოცდამ აჩვენა, რომ კლოპოქსოლ დეპოს გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია 2-4 კვირის ინტერვალით. შეყვანის შემდეგ ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი ფერმანენტურად იხსნება აქტიურ კომპონენტ ზუკლოპენტიქსოლად და დეკანოვის მჟავად. სისხლის შრატში ზუკლოპენტიქსოლი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ინექციის შემდეგ კვირის ბოლო პერიოდში. ირიბი კონცენტრაცია ექსპონენციალურად კლებულობს გამოყოფის პერიოდთან ერთად, რომელიც უდრის 19 დღეს, რაც ასახავს დეპოსგან განთავისუფლების სისწრაფეს. ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელოდ აღწევს პლაცენტარული ბარიერის გავლით და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ნეიროლეპტიკური აქტიობა და გამოიყოფა, ძირითადად, განავალთან, და ნაწილობრივ, შარდთან ერთად.
კლოპიქსოლ დეპოს ფარმაკოკინეტიკური დოზა 200 მგ 2 კვირაში ერთხელ ექვივალენტურია კლოპიქსოლ დეპოს 25 მგ-იანი პერორალური დოზის 2 კვირის განმავლობაში.
მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური მოშლილობები, განსაკუთრებით ჰალუცინაციებთან, პარანოიდულ ბოდვასთან და ცნობიერების მოშლილობასთან ერთად, ასევე აჟიტაციური მდგომარეობისას, გაძლიერებული მოუსვენრობისას და აგრესიულობისას.
კლოპიქსოლ დეპო შეიყვანება ღრმად კუნთქვეშ საჯდომის არეში გარე ზემოთა ოთხკუთხედში (ადგილობრივად ადვილად შეითვისება). ინექციებს შორის ინტერვალი და დოზირება უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
კლოპიქსოლ დეპო 200მგ/მლ: მხარდამჭერი მკურნალობისას დოზირების დიაპაზონი, როგორც წესი, შეადგენს 200-400 მგ (1-2 მლ) ყოველ 2-4 კვირაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო დიდი დოზები ან ინექციებს შორის უფრო ხანმოკლე ინტერვალები. თუ კუნთქვეშ შესაყვანი ხსნარის მოცულობა (200 მგ/მლ) აღემატება 2-3 მლ-ს, მაშინ სასურველია გამოიყენოთ უფრო მაღალი კონცენტრაციის ხსნარი (კლოპიქსოლ დეპო 500 მგ/მლ).
კლოპიქსოლ დეპო 500 მგ/მლ: როგორც წესი შეიყვანება 250-750 მგ (0,5-1,5 მლ) ყოველ 1-4 კვირაში.
კლოპიქსოლით ან კლოპიქსოლ-აკუფაზით პერორალური მკურნალობიდან გადასვლისას კლოპიქსოლ დეპოთი მხარდამჭერ მკურნალობაზე უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი სქემით:
პერორალური კლოპიქსოლიდან კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპოზე გადასვლისას:
დღიური პერორალური დოზა კლოპიქსოლის (მგ) X 8 = კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპო (მგ)-ს 2 კვირაში.
პაციენტებმა უნდა განაგრძონ პერორალურად კლოპიქსოლის მიღება ინექციის შემდგომი პირველი კვირის განმავლობაში, მაგრამ შემცირებული დოზით.
კუნთქვეშა კლოპიქსოლ-აკუფაზიდან კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპოზე გადასვლა:
კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციასთან ერთდროულად უნდა დაინიშნოს კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპო 200-400 მგ (1-2 მლ). კლოპიქსოლ დეპოს განმეორებითი ინექციები უნდა ჩატარდეს 2 კვირაში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული უფრო დიდი დოზები ან ინექციებს შორის ნაკლები ინტერვალები.
ნერვული სისტემის თვალსაზრისით. შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყისს ეტაპზე. უმრავლეს შემთხვევაში ისინი კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით. მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდირებული. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაგვიანებული დისკინეზია. ანტიპარკინსუნოლი პრეპარატები არ აუქმებენ მის სიმპტომებს. რეკომენდირებულია დოზირების შემცირება, ან თუ ეს შესაძლებელია, თერაპიის შეწყვეტა.
ფსიქიკური მოქმედების მხრივ. ძილიანობა საწყის სტადიაზე.
ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და გულისა და სისხლძარღვების სისტემის მხრივ. სიმშრალე პირის ღრუში, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა, ტახიკარდია, ორტოსტატიკური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა.
ღვიძლის მხრივ. იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.
ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა, ბარბიტურატებით და ოპიატებით; კომატოზური მდგომარეობა.
სიფრთხილის ზომები: კლოპიქსოლ-დეპო სიფრთზილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს კრუნჩხვითი სინდრომით, ქრონიკული ჰეპატიტით და გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. ხანგრძლივი თერაპიისას, განსაკუთრებით თუ მკურნალობა ხდება დიდი დოზებით, აუცილებელია ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის კონტროლი და პერიოდულად უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობა, რათა გადაწყდეს დოზირების შემცირება.
კლოპიქსოლმა შეიძლება იმოქმედოს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ თერაპიის დასაწყისში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ დრომდე, სანამ არ იქნება განსაზღვრული მკურნალობაზე პაციენტის რეაქცია.
ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის დეტალური კონტროლი.
კლოპიქსოლის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობისას და ძუძუთი ბავშვის კვებისას.
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ შესაძლებელ გართულებას ლეტალური შედეგით ნეიროლეფსიურების გამოყენებისას. ანს- ის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დარღვევა, რომლებსაც თან სდევს ვეგეტატური ნერვული სისტემის (ლაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა) დისფუნქცია. პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის გარდა აუცილებელია გამოყენებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციის ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები და სიმპტომატური მკურნალობა.
სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო- ან ჰიპერთერმია, ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.
მკურნალობა: სიმპტომატიური და შემანარჩუნებელი. რაც შიეძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდირებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება, სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის მოქმედების მხარდასაჭერად. არ არის სასურველი გამოიყენოს ადრენალინი, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება შეჩერდეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.
კლოპიქსოლმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის სედატიური მოქმედება, ბარბიტურატების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინჰიბიტორების მოქმედება. არ არის რეკომენდირებული კლოპიქსოლის დანიშვნა გუანეტიდინთან და მსგავსი მოქმედების საშუალებებთან ერთად, რადგანაც ნეიროლეფსიურებმა შეიძლება შეამცირონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება. კლოპიქსოლმა შეიძლება დააქვეითოს ლევოდოპისა და სხვა ადრენერგული საშუალებების მოქმედება, მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან კომბინაცია კი ზრდის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გაზრდის საშიშროებას.
კლოპიქსოლ დეპო შეიძლება შეურიოთ კლოპიქსოლ-აკუფაზს, რომელიც შეიცავს იმავე სახის ზეთს Viscoleo®.
კლოპიქსოლ დეპო ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25oC-ზე შუქისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
კლოპიქსოლ დეპო 200 მგ/მლ – 3 წელი
კლოპიქსოლ დეპო 500 მგ/მლ – 4 წელი
თითოეულ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა.
რეცეპტით