შემადგენლობა
თითოეული ლიოფილიზებული ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი 10 მგ
კოკარბოქსილაზა 50 მგ
ციანო¬კობალამინი (ვიტ. B12) 0.5 მგ
ნიკოტინამიდი 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ
საინექციო წყალი 2 მლ-დე.
პრეპარატის ათქ კოდი: А11DA
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატი.
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი.
ვიტამინები და ვიტამინისმაგვარი საშუალებები.
ჰემოპოეზის სტიმულატორები.
მეტაბოლური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ვიტამინებისა და მეტაბოლური ნივთიერებების რაციონალურად შერჩეულ კომპლექსს.
ადენოზინტრიფოსფატის დინატრიუმის ტრიჰიდრატი ადენოზინის წარმოებულია, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. ადენოზინტრიფოსფატის თერაპიული ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მდგომარეობს სისხლძარღვთა გამაფართოვებელ მოქმედებაში გულის კუნთის სისხლით უკეთ მოსამარაგებლად და მისი დაშლის შედეგად (ფოსფატის რადიკალის გამოთავისუფლება) მიღებული ენერგიით მიოკარდიუმის მომარაგებაში.
კოკარბოქსილაზა - კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინისგან (ვიტამინი B1). იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან ცვლაში, შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში, რომელიც -კეტომჟავების კარბოქსილირებასა და დეკარბოქსილირებას აკატალიზებს. მეორადად ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს. ორგანიზმში ამცირებს რძემჟავის და პიროყურძენმჟავის დონეს, ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას.
ციანოკობალამინი ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად - ადენოზილკობალამინად, იგივე კობამიდად, რომელსაც მაღალი ბიოლოგიური აქტივობა გააჩნია. მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესებში, წყალბადის ტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინის წარმოქმნის პროცესებში, ერითროციტების ფორმირებაში. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აფერხებს ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას. აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ერითროციტებში სულფჰიდრული ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას, რითაც ზრდის მათ მდგრადობას ჰემოლიზისადმი. ამაღლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ვიტ. B12 ავლენს დადებით ეფექტს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპოპროტეინების სინთეზისათვის.
ნიკოტინამიდი ვიტ. РР-ს ერთ-ერთი ფორმაა, მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და აზოტოვან ცვლას, ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, ამცირებს სისხლში ათეროგენული ლიპოპროტეინების დონეს. ნიკოტინამიდი არეგულირებს წყლი¬სა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.
გამოყენების ჩვენებები
_ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;
_ რადიკულიტი, ლუმბაგო;
_ მიალგია, იშალგია;
_ ბურსიტები და ტენდინიტები;
_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
_ პერნიციოზული ანემია;
_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
უკუჩვენებები
კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომა-ტებული მგრძნობელობისას.
გვერდითი მოქმედება
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება
კოკარნიტის 1-2 ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ შეჰყავთ კუნთებში. ხსნარის მომზადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამო¬ყენებული.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონულ მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
ამპულა არ გამოიყენება, თუკი შეიცვლება მომზადებული ხსნარის წითელი ფერი.
გამოშვების ფორმა
3 ლიოფილიზირული ამპულა და 3 ამპულა გამხსნელით კონტურულ უჯრედოვან პლასტიკურ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი ურეცეპტოდ.