შემადგენლობა :
1 მლ შეიცავს:
სიმეთიკონი 40 მგ
კამის ზეთი 0,005 მლ
ცერეცოს ზეთი 0,0007 მლ
მოქმედების მექანიზმი :
სიმეთიკონი
· ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქმნილ აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას
· არ შედის ქიმიურ რეაქციებში , ფარმაკოლოგიურად ინერტულია
· არ შეიწოვება ორგანიზმში და ელიმინირდება ნაწლავის მიერ შეუცვლელი სახით
კამის ზეთი
· ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას
· აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს
· ხელს უშლის აირების წარმოქმნას
· ასტიმულირებს მადას
კამის ზეთი აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც იგი ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ
ჩვენებები :
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების დაგროვება (მეტეორიზმი, აეროფაგია);
· კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი
· სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია
· საკვების რეგურგიტაცია
დოზირება:
6 თვემდე ბავშვებში 0,5 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე
6 დან 12 თვემდე ბავშვებში 0,75 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე
1 წლიდან ბავშვებში 1 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე
უკუჩვენება : არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.
გვერდითი მოვლენები : პრეპარატ Colic Ez – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.
განსაკუთრებული მითითებები : გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში დაბადების პირველი დღეებიდან. მოსახერხებელია და მარტივი გამოსაყენებლად, ვინაიდან მოყვება პიპეტი, რაც აადვილებს დოზირებას. არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორებს.
ჭარბი დოზირება : პრეპარატ Colic Ez -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
ვარგისიანობა და შენახვის წესი : ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 25 °C – ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.
გამოშვების ფორმა : წვეთები 30 მლ, მინის ბოთლში დანაყოფებიან პიპეტთან ერთად და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემი წესი: გაიცემა ურეცეპტოდ