Plasmon
კოლაგენ ფლექსი როიალ / Collagen flexy royal

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): collagenase
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: mcepharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
  • გამოშვების ფორმა: 240გ ფხვნილი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

აღწერა

საკვები დანამატი ფხვნილის სახით. მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან ჰიდროლიზებული კოლაგენი. 

ჯანსაღი თმისთვის (ებრძვის თმის ცვენას)

მკვრივი ლამაზი კანისათვის (მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის გაჯანსაღებასა და ელასტიურობის მატებაში, ამცირებს ნაოჭებს და სიმშრალეს)

ჯანსაღი სახსრების, მყესების და ხრტილებისთვის 

ჯანმრთელი კბილებისთვის

ჯანმრთელი ფრჩილებისთვის

 

შემადგენლობა:

მაღალი ბიოშეღწევადობის ჰიდროლიზირებული კოლაგენი (5000), ჰიალურონის მჟავა, vit c, vit D, ქონდროიტინის სულფატი, გლუკოზამინის სულფატი, MSM, ბოსველია სერატას ექსტრაქტი. 

კოლაგენი   ესაა მყარი, უხსნადი, ბოჭკოვანი ცილა, რომლის მოლეკულებიც მყარადაა  ერთმანეთთან შეკრული და ქმნიან თხელ, გრძელ ფიბრილებს..კოლაგენი  ყველაზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი  ჩვენს სხეულში და არსებული ცილების დაახლოვებით მესამედს შეადგენს..ძვლების  კუნთების, იოგების, კანისა და მყესების ერთ ერთ მთავარ საშენ მასალას წარმოადგენს. ასევე გვხვდება სისხლძარღვებში, რქოვანასა და კბილებში.  კრავს და აერთიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს..მთავარი ფუნქცია მისი არის შემაერთებელი ქსოვილის  სტრუქტურის უზრუნველყოფა..შგვიძლია წარმოვიდგინოთ ესაა  ‘წებო’ რომელის სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეერთებას უზრუნველყოფს..&ქუოტ;კოლა&ქუოტ;-წებოს ნიშნავს ბერძნულად.

 

ჩენს ორგანიზმში 16 სახეობის კოლაგენი არსებობს..80% -ს აქედან 4 ტიპი ქმნის.

ტიპი-1  კოლაგენი წარმოდგენილია მჭიდროდ დაკავშირებული ბოჭკოებისგან და უზრუნველყოფს კანის, ძვლების, მყესების  და ხრტილების შმაერთებელი ქსოვილის და კბილების სტრუქტურის სიძლიერეს

ტიპი-2 შედარებით ფაშარია და გვხვდება სახსრებში არსებულ ელასტიურ ხრტილებში

ტიპი-3 ტიპის კოლაგენი უზრუნველყოფს კუნთების, ორგანოების და არტერიების შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურას

ტიპი-4 ეხმარება ფილტრაციას და გვხვდება კანის დერმაში

კოლაგენის ნაკლებობა შეიძლება განაპირობოს: შაქრის და გადამუშავებული ნახშირწყლების მომატებულმა მიღებამ;  მზის ულტრაიისფერმა გამოსხივებამ; თამბაქოს მოწევამ; გენეტიკურმა ცვლილებებმა; ასაკის მატებამ და დაბერების პროცესმა...

კოლაგენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის გაჯანსაღებასა და ელასტიურობის მატებაში, ამცირებს ნაოჭებს და სიმშრალეს

განაპირობებს ჩვენი ხრტილების მთლიანობას, უზრუნველყოფს სახსრების სიძლიერეს და ამცირებს ოსტეოართრიტით დაავადების რისკს

მისი მიღება ოსტეოპოროზის და ასაკში მოტეხილობის რისკსს ამცირებს

რაოდენ  გასაკვირიც უნდა იყოს კოლაგენი განაპირობებს არტერიების სტრუქტურის სიძლიერეს და მისი დახმარებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ინსულტი, გულის შეტევა..

ჭრილობის მოშუშებაში, შეხორცებასა და ჭრილობის ადგილას კანის ახალი უჯრედების წარმოქმნაში კოლაგენს ასევე დიდ როლი ენიჭება

ოსტეოართრიტის მკურნალობაში კოლაგენს ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ხელს უწყობს მტკივნეული სიმპტომების შემცირებას და სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებას

კოლაგენი დამუშავების მიხედვით  სამი ძირითადი ფორმისაა:

ჰიდროლიზებული კოლაგენი - რომელიც დაშლილია უშუალოდ ამინომჟავების დონეზე და მას აგრეთვე „კოლაგენ პეპტიდსაც&ქუოტ; უწოდებენ

ჟელატინი - ნაწილობრივად დაშლილი კოლაგენი

ნედლი - ანუ დაუმუშავებელი კოლაგენის ცილა

წარმომავლობის მიხედვით კოლაგენი არსებობს : ენდოგენური, ბუნებრივი კოლაგენი, რომელის ჩვენს სხეულში სინთეზირდება  და ეგზოგენური - რომელის ორგანიზმში ხვდება საკვებიდან და საკვები დანამატებიდან

ჰიალურონის მჟავა

ჩვენს ორგანიზმში ჰიალურონის მჟავა სახსრების, კანისა და შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული კომპონენტია,რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება.არის ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორი, რომელიც ეხმარება კანს დარჩეს დატენიანებული, ელასტიური დამკვრივი.  აგრეთვე იცავს გარე ფაქტორებისგან. ის რეაქციაში შედის წყალთან და მას მეტ ტენიანობას სძენს კანს.

აგრეთვე ჰიალურონის მჟავა გვხვდება აგრეთვე ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილში და აგრეთვე თვალში,სადაც დიდ როლს თამაშობს მათ გამართულ ფუნქციონირებაში. იგი სინოვიალური სითხის საკვანძო კომპონენტია.. ამიტომ ჰიალურონის მჟავა კოლაგენთან კომბინაციაში ფართოდ გამოიყენება სახსრების  მკურნალობის დროსაც. დიდ შვებას გვრის და უბრუნებს კომფორტს მათ, ვინც მუხლებში ტკივილს განიცდის.

აღსანიშნავია ჰიალურონის მჟავას უნიკალური თვისება, შეუნარჩუნის ადამიანს ახალგაზრდული კანი. ამიტომ ფართო გამოყენება პოვა დერმატოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგიაში

ჰიალურონის მჟა კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს და ელასტიურობას, მოქმედებს როგორც ძლიერი დამატენიანებელი, ხელს უწყობს სინოვიალური სითხის ოპტიმიზაციას,  შემაერთებელ ქსოვილს უნაჩუნებს ელასტიურობას, ხელს უწყობს სახსრების გამართულ, უმტკივნეულო ფუნქციონირებას.

გლუკოზამინის სულფატი

გლიკოზოამინოგლიკანები ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც  უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობას, სიმტკიცეს ანიჭებენ ხრტილს, ახორციელებენ სახსრების გაპოხვას და განაპირობებენ მათ თავისუფალ მოძრაობას, აგრეთვე  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამშვიდებს ტკივილს სახსრებში და ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას. გლუკოზამინი უზრუნველყოფს ინფექციურ-ალერგიული პროცესებითა და ტრავმებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას.

ქონდროიტინი  

ქონდროიტინის სულფატი იმავე როლს ასრულებს ხრტილოვან ქსოვილებში, რასაც კალციუმი ძვლოვან ქსოვილში. უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და მდგრადობას. ანიჭებს მოქნილობასა და დრეკადობას. ხელს უშლის სახსრების გაუწყლოებას. თრგუნავს მათ დეგენერაციას და ახდენს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციას. გარდა ამისა, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს

MSM

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) - გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმირებას. მსმ განმსაზღვრელ როლს თამაშობს კუნთების, იოგების, ხრტილების, ფრჩხილების, თმების, კანისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებაში. მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის თავისუფალი პრეოქსიდების რადიკალების წარმოებას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილების, ძვლის უჯრედებისა და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენისათვის.

 

Collagen flexy royal მიღებიდან სწრაფად შეწოვება და ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში. სწრაფად ავლენს მოქმედებას: აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას, ამცირებს ტკივილს და დაჭიმულობას სახსარსში. აუმჯობესებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის მობილობას და აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს. 

 

დოზირება:

დღეში 1/1.5 სავსე კოვზი (5გ)  გახსენით 150/250 მლ წყალში.  

 

გამოშვების ფორმა:

240გ ფხვილი 

 

გაფრთხილება:

პროდუქტის მიღება არაა რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 18 წლამდე პირთათვის. სასურველი შედეგისთვის უმჯობესია შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება. 

 

პროდუქტი არ შეიცავს GMO-ს 

სერთიფიკატები: სერთიფიცირებულია IშO2200 -ს მიერ

სად შევიძინოთ?