შემადგენლობა
რას შეიცავს კოლომიცინი
თითოეული ფლაკონი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის კოლისტიმეტატს (ასევე ეწოდება კოლისტინი) ფხვნილის სახით რომელიც ექვივალენტურია 1მლნ ან 2მლნ ერთეულის. პრეპარატი არ შეიცავს სხვა კომპინენტებს. ამ სამედიცინო საშუალების თითოეული ფლაკონი შეიცავს 1მმოლ ნაკლებ ნატრიუმს (23მგ), ანუ ძირითადად “თავისუფალი ნატრიუმი”.
კოლომიცინის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
საინექციო ან საინფუზიო, ან საინჰალაციო ხსნარის მოსამზადებელი კოლომიცინი არის მოკრემისფრო-მოთეთრო ფხვნილი, რომელიც მოთავსებულია ერთჯერადი დოზის ფლაკონებში:
• ნატრიუმის კოლისტიმეტატი 1 მილიონი ერთეული ფლაკონში: წითელი თავსახური (1.0 მსე)
• ნატრიუმის კოლისტიმეტატი 2 მილიონი ერთეული ფლაკონში: იასამნისფერი თავსახური (2.0 მსე)
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია ათი ფლაკონი.
კოლომიცინი არის ანტიბიოტიკი. ის მიეკუთვნება ე.წ პოლომიქსინების ანტიბიოტიკების ჯგუფს. კოლომიცინი კლავს ზოგიერთი ტიპის ბაქტერიას, რომელიც იწვევს სხვადასხვა ინფექციებს ადამიანებში. ყველა ანტიბიოტიკის მსგავსად, კოლომიცინი მოქმედებს მხოლოდ ზოგიერთ ბაქტერიაზე, ამიტომ ის გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ.
• კოლომიცინი გამოიყენება გულ-მკერდის ინფექციების სამკურნალოდ მუკოვისციდოზის მქონე ადამიანებში, რომელიც გამოწვეულია Pსეუდომონას აერუგინოსა ბაქტერიით. ამ პაციენტებს კოლომიცინი ჩვეუებრივ ეძლევათ ინჰალაციის გზით (ნებულიზაცია). ამ დროს პაციენტები შეისუნთქავენ კოლომიცინის ხსნარის წვეთებს სპრეის სახით და წვეთები აღწევენ ფილტვებში იმ ადგილებს, სადაც ბაქტერიამ გამოიწვია ინფექცია.
• ზოგჯერ კოლომიცინი ინიშნება ინტრავენურად სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია კონკრეტული ბაქტერიებით. ეს ინფექციები მოიცავს პნევმონიას და შარდის ბუშტის და თირკმელების ინფექციებს. კოლომიცინი ხშირად არ გამოიყენება ამ ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება მაშინ, როდესაც ამ ინფექციების სამკურნალო სხვა ანტიბიოტიკების დანიშვნა ვერ ხერხდება რაიმე მიზეზით. მაგალითად, თუ დაინფიცირებული პირი არის ალერგიული სხვა ანტიბიოტიკების მიამრთ, ან თუ ბაქტერია რეზისტენტულია სხვა მრავალი ანტიბიოტიკისადმი.
კოლომიცინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კოლომიცინი:
• თუ ხართ ალერგიული კოლომიცინის მიმართ (ასევე ცნობილია ნატრიუმის კოლისტინის ან კოლისტიმეტატის სახელით), ან პოლიმიქსინ B ანტიბიოტიკის მიმამრთ.
• თუ გაქვთ გრავის მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების მოდუნებას და გადაჭარბებულ დაღლილობას).
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და მიმართეთ თქვენს ექიმს კოლომიცინის გამოყენებამდე:
• თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი, ხშირად მემკვიდრული დაავადება).
• თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები
მიღების მიზეზიდან გამომდინარე (იხ. ამ დანართი ფურცლის ნაწილი 1) კოლომიცინი შეიძლება იქნას მიღებული სწრაფი ინექციის სახით (5წთ განმავლობაში ვენაში ჩადგმული სპეციალური ტუბით), ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით (ინფუზია 30წთ განმავლობაში). ასევე შესაძლებელია კოლომიცინის შესუნთქვა სპრეის სახით, რომ მოხვდეს ფილტვებში, სპეციალური მოწყობილობის-ნებულაიზერის მეშვეობით. ნებულაიზერით წარმოქმნილი წვეთები საკმაოდ მცირე ზომისაა იმისთვის, რომ მოხვდეს ფილტვებში, შესაბამისად კოლომიცინი აღწევს ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის ადგილებს.
ყოველთვის მიიღეთ კოლომიცინი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენება ნებულაიზერით:
დოზა
• როდესაც კოლომიცინის მიღება უნდა მოხდეს ინჰალაციის გზით ნებულაიზერის გამოყენებით, ჩვეული დოზა 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 500,000-დან ერთ მილიონამდე ერთეული ორჯერ დღეში.
• უფრო მოზრდილ ბავშვებში და მოზრდილებში დოზა შეადგენს ერთ ან ორ მილიონ ერთეულს სამჯერ დღეში.
მიღების მეთოდი
თუ მკურნალობთ სახლში, მკურნალობის დასაწყისში ექიმი, ან ექთანი გაჩვენებთ კოლომცინის გამოყენების მეთოდს ნებულაიზერის მეშვეობით. ქვემოთ მოცემულია ზოგადი ინსტრუქტაჟი.
პლასტმასის თავსახური უნდა მოიხსნას და შემდეგ ფოლგის ხუფი ფრთხილად მოძვრეს ფლაკონის თავის გარშემო მის სრულად მოხსნამდე. რეზინის საცობი უნდა მოიხსნას ფრთხილად და შემდგომ თითოეულ ფლაკონს ფხვნილის განსაზავებლად უნდა დაემატოს სტერილური წყალი ან სტერილური მარილწყალი (ფიზიოლოგიური ხსნარი):
1 მლნ ერთეული ფლაკონი: 2მლ სტერილური წყალი/ფიზ. ხსნარი
2 მლნ ერთეული ფლაკონი: 4მლ სტერილური წყალი/ფიზ. ხსნარი
შემდეგ ხსნარს ასხამენ ნებულაიზერში.
ყურადღება: არ შეურიოთ კოლომიცინი სხვა პროდუქტებს ნებულიზაციისათვის
გამოყენება ინფუზიის ან ინექციის გზით:
დოზა
კოლომიცინის ინტრავენურად მიღებისას სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ (იხ. ამ დანართი ფურცლის 1 ნაწილი) დოზის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმელების მდგომარეობის და ინფექციის ტიპის გათვალისწინებით.
• ჩვეული დოზა 60კგ წონის ბავშვებსა და მოზრდილებში არის 50,000-75,000 ერთეული თითოეულ კილოგრამზე ყოველ დღე. დოზა იყოფა სამ ნაწილად და მიიღება 8სთ შუალედებით.
• 60კგ მეტი წონის ადამიანებში ჩვეული დოზა შეადგენს 1-2მლნ ერთეულს სამჯერ დღეში 8 საათიანი ინტერვალებით. მაქსიმალური დღიური დოზა არის 6მლნ ერთეული.
უფრო დაბალი დოზები ინიშნება პაციენტებში თირკმლის პრობლემებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ რეკომენდირებულმა დოზამ შესაძლოა ამ პაციენტებში გამოიწვიოს კოლომიცინის მაღალი დონე სისხლში, რაც ზრდის გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა აგიღოთ სისხლი ანალიზისათვის, რათა დარწმუნდეს რომ იღებთ კოლომიცინის სწორ დოზას.
ზოგჯერ შეიძლება ასევე აუცილებელი გახდეს კოლომიცინის დონის გაზომვა სისხლში ახალშობილებსა და პაციენტებში მუკოვისციდოზით.
მიღების მეთოდი
კოლომიცინის მიღება ინექციის გზით ძირითადად ხდება საავადმყოფოში. თუ აპირებთ სახლში მკურნალობას ექიმი ან ექთანი გიჩვენებთ როგორ განაზავოთ ფხვნილი და მიიღოთ ხსნარის საჭირო დოზა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. ინფუზიის ან ინექციის დროს რეკომენდირებულია 5 დღიანი მკურნალობის ჩატარება. მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში ინფექციების მკურნალობა გრძელდება 12 დღე. ნებულაიზერის გამოყენებისას თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას მკურნალობის კურსის შესახებ. ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისას აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება არსებული ინფექციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
თუ დაგავიწყდათ კოლომიცინის მიღება
თუ თავად მკურნალობთ და დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. შემდეგი დოზა მიიღეთ 8 საათის შემდეგ თუ კოლომიცინს იღებთ სამჯერ დღეში, ან 12 საათის შემდეგ თუ იღებთ პრეპარატს დღეში ორჯერ. ყურადღება მიაქციეთ დანიშნულებას.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად კოლომიცინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
ალერგიული რეაქციები
ალერგიული რეაქციების გამოვლინება შესაძლებელია როგორც ინტრავენური, ისე ინჰალააცის გზით მიღებისას. სერიოზული ალერგიული რეაქციები შეიძლება აღმოცენდეს პირველი დოზის მიღების დროსაც კი და შესაძლოა სწრაფად გამოვლინდეს გამონაყარი, სახის, ენის და კისრის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროვების გამო და გონების დაკარგვა. თუ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციების ნიშნები დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების პუნტქს.
ნაკლებად მწვავე ალერგიული რეაქციები მოიცავს გამონაყარს კანზე, რომელიც ვლინდება შედარებით გვიან მკურნალობის დროს.
კოლომიცინის ინტრავენურ ინექციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ცნს მხრივ უფრო ხშირად ვლინდება კოლომიცინის ძალიან მაღალი დოზისას იმ პირებში, რომელთაც აქვთ თირკმლის პრობლემები, ან იღებენ კუნთების რელაქსანტებს, ან სხვა პრეპარატებს მსგავსი მოქმედებით ნერვულ სისტემაზე.
ყველაზე სერიოზული შესაძლო გვერდი მოვლენა ცნს მხრივ არის გაძნელებული სუნთქვა გულ-მკერდის კუნთების პარალიზის გამო. თუ გამოგივლინდათ სუნთქვის გაძნელება მიმართეთ გადაუდებელი დახმარების პუნქტს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს შეგრძნების დაკარგვას ჩხვლეტის შეგრძნებას (განსაკუთრებით სახის არეში), თავბრუსხვევას ან ბალანსის დაკარგვას, წნევის ან სისხლის მომიქცევის სწრაფ ცვლილებას (სისუსტე ან წამოხურება), გაურკვეველ მეტყველებას, მხედველობის პრობლემებს, დაბნეულობას და მენტალურ პრობლემებს (რეალობის შეგრძნების დაკარგვა). შესაძლოა განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა გაღიზიანება.
ასევე შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის პრობლემები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც უკვე აქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ, ან რომელთაც კოლომიცინი ეძლევათ სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ გვერდით მოვლენებს თირკმელების მხრივ, ან რომლებმაც მიიღეს პრეპარატის მაღალი დოზა. ჩვეულებრივ ეს გამოვლინებები გაუმჯობესდება მკურნალობის შეწყვეტისას, ან კოლომიცინის დოზის შემცირებისას.
თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან გაგრძელდება, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც აქ არ არის აღწერილი, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.
კოლომიცინის ინჰალაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (ნებულიზაცია) გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკი გაცილებით ნაკლებია ინჰალაციის დროს, რადგან ამ დროს კოლომიცინის ძალიან მცირე რაოდენობა ხვდება სისხლის ცირკულაციაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს ხველას, ჩხვლეტის შეგრძნებას გულ-მკერდის არეში სასუნთქი გზების შევიწროვების გამო, პირის ან ყელის სიმშრალეს და კანდიდოზური სტომატიტით (ჩანდიდა) გამოწვეულ პირის ღრუს ან ყელის ინფექციებს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან არ გაქრება, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.
ხართ ორსულად, ან ფიქრობთ რომ სავარაუდოდ ხართ ორსულად? არ არის ცნობილი, რომ კოლომიცინი საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე, მაგრამ სხვა პრეპარატების მსგავსად ის უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. კითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.
ხართ მეძუძური დედა? კოლომიცინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. თუ არ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება კოლომიცინის მიღებისას, გულმოდგინედ დააკვირდით ბავშვს დაავადების ნებისმიერ ნიშნებზე და რაიმე გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სატრანსპორტო საშულებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
კოლომიცინის ინტრავენურად მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები როგორებიცაა თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ მოვლენების გამოვლენისას არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ კოლომიცინის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ექთანს რჩევისათვის. თუ ვერ ხერხდება მათთან დაკავშირება მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. კოლომიცინის ჭარბი დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სერიოზული და მოიცავდეს თირკმელების მხრივ პრობლემებს, კუნთების მოდუნებას და სუნთქვის გაძნელებას (ან შეჩერებას). თუ მკურნალობთ საავადმყოფოში, ან სახლში ექიმის ან ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ და ფიქრობთ, რომ გამოტოვეთ, ან მიიღეთ კოლომიცინის მაღალი დოზა კითხეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ექთანს, ან ფარმაცევტს.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით რაიმე პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს შესაძლოა დაგენიშნოთ, ან არ დაგენიშნოთ კოლომიცინი. ზოგჯერ საჭიროა შეწყდეს სხვა პრეპარატების მიღება (შესაძლოა დროებით), ან შეიძლება დაგჭირდეთ კოლომიცინის დოზის შემცირება, ან მონიტორინგზე ყოფნა კოლომიცინის მიღების პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დროდადრო სისხლში კოლომიცინის დონის გაზომვა იმაში დასარწმუნებლად, რომ იღებთ თქვენთვის საჭირო დოზას.
• იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს ე.წ ამინოგლიკოციდებს (რომლებიც შეიცავენ გენტამიცინს, ტობრამიცინს, ამიკაცინს და ნეტილმიცინს)? კოლომიცინის მიღებამ ამინოგლიკოციდების ანტიბიოტიკებთან ერთად შესაძლოა გაზარდოს თირკმელების პრობლემათა რისკი, ან გამოიწვიოს ყურებთან ან ნერვული სისტემის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (იხ. ამ დანართი ფურცლის ნაწილი 4).
• იღებთ ცეფალოსპორინების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებს? ცეფალოსპორინების მიღებამ კოლომიცინთან ერთად შესაძლოა გაზარდოს თირკმლის პრობლემების რისკი.
• იღებთ კუნთების მოსადუნებელ საშუალებებს? ეს საშუალებები ძირითადად გამოიყენება ზოგადი ანესთეზიის დროს, ამიტომ აუცილებლად უნდა აცნობოთ ანესთეზიოლოგს ოპერაციამდე, რომ იღებთ კოლომიცინს. კუნთების მოსადუნებელი წამლების და კოლომიცინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს და გაახანგრძლივოს კუნთების რელაქსაციის ეფექტი.
• თუ რაიმე მიზეზით უნდა მიიღოთ ეთერი (სუბსტანცია, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება საანესთეზიოდ) გთხოვთ აცნობოთ ექიმს, რომ მკურნალობთ კოლომიცინით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლომიცინი ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ პრეპარატი 25oC მეტი ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
კოლომიცინის საინექციო ხსნარი უნდა გამოიყენოთ მომზადებისთანავე.
უმჯობესია საინჰალაციო კოლომიცინის ხსნარის მომზადებისთანვე გამოყენება. თუ ეს ვერ ხერხდება ხსნარი არ შეინახოთ 24 საათზე მეტ ხანს მაცივარში. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
პრეპარატი არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუსადეგარი პრეპარატის განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.