შემადგენლობა
10 გ შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: არნიკას (Arnica montana) მთელი მცენარის ექსტარქტი სპირტით (1:1,1) 0,05 გ / ჭინჭრის (Urtica urens) ბალახის ნაყენი Ø 0,95 გ.
სხვა ინგრედიენტები: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმალგინატი, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები
პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა (სიწითლე, შეშუპება, ბებერები), მზით დამწვრობა, კანის მწვავე სხივური დაზიანება, მწერების ნაკბენი.
მიღების წესები და დოზები
კომბუდორონი® ჟელე თხლად დაიტანეთ დაზიანებულ კანზე და შეშრობა აცალეთ. მნიშვნელოვანია მკურნალობის დაუყოვნებლად დაწყება (დაზიანებული ადგილები თავდაპირველად ცივი წყლის ჭავლით გააგრილეთ, ტკივილის გაქრობამდე, შემდეგ კი დაიტანეთ კომბუდორონი® ჟელე). დოლბანდი, თუ ის აუცილებელია, მხოლოდ ჟელეს გაშრობის შემდეგ დაადეთ. ჟელეს აპკის ჩამობანა ადვილად შეიძლება ნელთბილი წყლით. კომბუდორონი® ჟელე მწვავე ჩივილების ალაგებამდე გამოიყენეთ. ღია ჭრილობებზე არ გამოიყენოთ.