Plasmon
კომფოვიტა / COMFOVITA

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • მწარმოებელი კომპანია: Grand Medical Poland
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: კუროსთავას  მშრალი ექსტრაქტი (Tribulus terrestris herba) 294 მგ, სტანდარტიზებული 132მგ საპონინ ფუროსტანოლის  შემცველობით; სვიას გირჩების  მშრალი სტანდარტული(4-6:1)  ექსტრაქტი (Humulus lupulus L., strobuli) 50 მგ, 300მგ მცენარეული სუბსტანციის  შემცველობით; ხეპილპილას მშრალი სტანდარტული (6-6,5:1)ექსტაქტი  (Vitex agnus-castus, fruits) 10მგ, 60მგ მცენარეული სუბსტანციის  შემცველობით; ძირტკბილას მშრალი სტანდარტული (3:1) ექსტაქტი  (Glycyrrhiza glabra radix) 100მგ, 300მგ მცენარეული სუბსტანციის  შემცველობით; დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზას მიკროკრისტალური შემავსებელი, სილიციუმის დიოქსიდის გამაფხვიერებელი.

შემადგენლობა: 1 დოზა (20 მლ)  შეიცავს-აქტიური ნივთიერებებს: 19.12გრ ჰიდროლატს მიღებულს  3.0გრ ძირტკბილას ფესვების(Glycyrrhiza glabra radix);   2გრ სვიის გირჩის(Humulus lupulus L., strobuli);  0,036გრ ხეპილპილას მშრალი ექსტრაქტის  (Vitex agnus-castus root);  1.5გრ მიო-ინოზიტოლის;  0,0006გრ ფოლიუმის მჟავას  ნარევისგან; 1 მლ შეიცავს - აქტიური ნივთიერებებს:  956მგ ჰიდროლატს მიღებულს  150მგ ძირტკბილას ფესვების (Glycyrrhiza glabra radix);   100მგ სვიის გირჩის(Humulus lupulus L., strobuli);  1,8 მგ ხეპილპილას მშრალი ექსტრაქტის  (Vitex agnus-castus root);  75 მგ მიო-ინოზიტოლის;  0,03მგ ფოლიუმის მჟავას  ნარევისგან;დამხმარე ნივთიერებები:  ქსანტანის ცვილი; ნატრიუმის ბენზოატი;  კალიუმის სორბატი;  ლიმონის მჟავა;  სუკრალოზა;  გასუფთავებული წყალი.

 

გამოყენების ჩვენებები:
· პრემენსტრუალური სიმპტომების, როგორიცაა მასტალგია, თავის ტკივილი, დაღლილობა, შეშუპება, ადინამია, დეპრესიული აშლილობა და სხვა, შემცირება;
· მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას, როგორიცაა პოლიმენორეა, ოლიგომენორეა ან ამენორეა;
· საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, სტრესისა და განწყობის ცვლილებებისას ჰორმონალური დარღვევების მქონე ქალებში.

 

უკუჩვენებები:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

მიღების წესი და  დოზირების  რეჟიმი:
კაფსულა:

1 კაფსულა 2 ჯერ დღეში  1/2 ჭიქა წყალთან ერთად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება.

სუსპენზია:

20 მლ 1 ჯერ დღეში. გამოყენების  წინ  შეანჯღრიეთ.  გამოყენების  წინ  რეკომენდებულია  ექიმის კონსულტაცია.  არ  გამოიყენოთ სრულფასოვანი, ბალანსირებული  კვების ჩასანაცვლებლად!  არ  გადააჭარბოთ  რეკომენდებულ   დღიურ დოზას!

 

განსაკუთრებული მითითება:

ორსულობისას და ძუძუთი კვებისას  გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

 

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია:

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას  25 °С ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

250 მლ ხსნარი ფლაკონში. ფლაკონი მუყაოს კოლოფში მზომ  შპრიცთან ერთად.

სად შევიძინოთ?