Plasmon
კორესატინი ფსორიაზის / Coresatin


ფარმაკოლოგიური თვისებები
კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალო კრემი სტეროიდის გარეშე აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას და აუმჯობესებს კანის ბუნებრივ აღდგენით პროცესს. კორესატინი შეიცავს: ალანტოინს, ალოეს ექსტრაქტს, შარდოვანას, მინერალურ ზეთს, პიტნის ზეთს, B6 და E ვიტამინებს, პანთენოლს და ინოვაციურ კორემირაკ-6 ფორმულას.
კანის ანთებითი დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, აღინიშნება კანის ბარიერული ფუნქციის მძიმე დარღვევა. კანის დამცავ ფუნქციას კანის რქოვანა შრე უზრუნველყოფს. კანის რქოვანა შრე წარმოდგენილია რქოვანა უჯრედებისა და თხელი ლიპიდური შრით. რქოვანა შრეში რქოვანა უჯრედები განლაგებულია აგურების, ლიპიდური ფირფიტა კი წარმოდგენილია დუღაბის მსგავსად. რქოვანა შრე წარმოდგენილია რქოვანა უჯრედების ცხრიდან თხუთმეტამდე ფენით, რომლებიც შეიცავს კერატინის ფილამენტების გროვებსა და კორნეოდესმოსომის ფილაგრინებს. ლიპიდური შრე შედგება 50% კერამიდისგან, 25% ქოლესტეროლისგან და გრძელ-ჯაჭვიანი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისგან. ფილაგრინის გენის მუტაციების მიმართ წინასწარგანწყობის დროს გარემო გამღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად, ადვილად ქვეითდება პაციენტის კანის ბარიერული ფუნქცია რაც განპირობებულია რქოვანა შრის ფუნქციის დარღვევით. ამის შედეგად ირღვევა სფინგოზინის (კერამიდის მეტაბოლიტი, რომელიც ინ ვიტრო ავლენს ანტიმიკრობულ აქტივობას) აქტივობა, რაც ხელს უწყობს კანზე მიკრობების კოლონიზაციას.
კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალო კრემი სტეროიდის გარეშე მასში შემავალი ინოვაციური კორემირაკ-6 ფორმულის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებით აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას. კორემირაკ-6-ის ინოვაციური ფორმულა დაზიანებული კანის ზედაპირზე წარმოქმნის თხელ აპკს, იცავს კანს წყლის ჭარბი ევაპორაციისგან, უნარჩუნებს კანს ტენიანობას და სიგლუვეს, აუმჯობესებს ბუნებრივი შეხორცების პროცესს. კორესატინის შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინ აცეტატი (0.05% w/w) ბუნებრივ ზეთებთან ერთად აუმჯობესებს კანის ანტისეპტიკურ მდგომარეობას, ხელს უშლის კანში გამღიზიანებლების, ალერგენების და მიკროორგანიზმების შეღწევას. კორესატინი ხელს უშლის კანის აქერცვლას და გაღიზიანებას და ამცირებს ქავილს. 
კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალო კრემი სტეროიდის გარეშე  აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას და აუმჯობესებს სუბიექტურ შეგრძნებას.

ჩვენებები
კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალო კრემი სტეროიდის გარეშე ნაჩვენებია კანის ანთებითი დაავადებებისათვის (პუსტულური და არაპუსტულური ფსორიაზი, ბრტყელი ლიქენი), რომლებიც ვლინდება გამონაყარით, კანის დაზიანებით, ერითემით (სიწითლე), გაღიზიანებით, ქავილით და დისკომფორტით.
კორესატინი არ შეიცავს კორტიზონს, უსაფრთხოა ყოველდღიურად გამოსაყენებისთვის და ასევე რეკომენდებულია დერმატიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების პრევენციისათვის.

გამოყენების წესი
დაიტანეთ პრეპარატი დაზიანებულ არეზე მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით 3-6 ჯერ დღეში.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტისთვის განკუთვნილ საინფორმაციო ფურცელს - ანოტაციას.
მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს თვალთან. პრეპარატის თვალთან კონტაქტის შემთხვევაში თვალი ამოირეცხეთ  წყლით.
ადგილობრივი გაღიზიანების/გამონაყარის განვითარების ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.  
შეინახოთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
კორესატინი არ არის მზისგან დამცავი საშუალება. მზეზე გასვლისას გამოიყენეთ  მზისგან დამცავი საშუალებასთან ერთად.

შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის 20o-25oC (68o-77oF) ტემპერატურაზე. ტუბი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული. დაიცავით გაყინვისა და გადახურებისაგან.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციისთვის.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.
კორესატინის დიაბეტური ტერფის სინდრომის სამკურნალო კრემი სტეროიდის გარეშე კლასიფიცირებულია 93/42/EEC  მიხედვით.

კორესატინი რეგისტრირებულია CORENA Therapeutics SARL სავაჭრო ნიშნით.

სად შევიძინოთ?