Plasmon
კორესატინი- სოკოს საწინააღმდეგო / Coresatin


გამოშვების ფორმა
კორესატინის კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო სტეროიდის გარეშე გამოდის 30 გრ/15 გრ კრემის სახით ტუბში. 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კორესატინის კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო კრემი სტეროიდების გარეშე ამშვიდებს კანს, აღადგენს მის ბარიერულ ფუნქციას და აჩქარებს კანის ბუნებრივი აღდგენის პროცესს. კორესატინი შეიცავს: ალანტოინს, ალოეს ექსტრაქტს, შარდოვანას, მინერალურ ზეთს, პიტნის ზეთს, B6-სა და E ვიტამინებს, პანთენოლს და ინოვაციურ კორემირაკ-6 ფორმულას.

კანის დამცავ ფუნქციას კანის რქოვანა შრე უზრუნველყოფს. კანის რქოვანა შრე წარმოდგენილია რქოვანა უჯრედებისა და და თხელი ლიპიდური შრით. რქოვანა შრეში რქოვანა უჯრედები განლაგებულია აგურების, ლიპიდური ფირფიტა კი წარმოდგენილია დუღაბის მსგავსად. რქოვანა შრე წარმოდგენილია რქოვანა უჯრედების ცხრიდან თხუთმეტამდე ფენით, რომლებიც შეიცავს კერატინის ფილამენტების გროვებსა და კორნეოდესმოსომის ფილაგრინებს. ლიპიდური შრე შედგება 50% კერამიდისგან, 25% ქოლესტეროლისგან და გრძელჯაჭვიანი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისგან. ფილაგრინის გენის მუტაციების მიმართ წინასწარგანწყობის დროს გარემო გამღიზიანებლების  ზემოქმედების შედეგად, ადვილად ქვეითდება პაციენტის კანის ბარიერული ფუნქცია რაც განპირობებულია რქოვანა შრის ფუნქციის დარღვევით. ამის შედეგად ირღვევა სფინგოზინის (კერამიდის მეტაბოლიტი, რომელიც ინ ვიტრო ავლენს ანტიმიკრობულ აქტივობას) აქტივობა, რაც ხელს უწყობს კანზე მიკრობების კოლონიზაციას. სოკოვანი ინფექციების განვითარების ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს მიეკუთვნება იმუნური სისტემის დასუსტება (მაგ. აივ ინფექცია), ქიმიოთერაპია, ანტიბიოტიკებისა და სტეროიდების ხანგრძლივად მიღება.

კორესატინი მოწოდებულია სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისთვის კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის დროს. კორესატინი აღადგენს რქოვანა შრის ბარიერულ ფუნქციას. კორემირაკ-6-ის ინოვაციური ფორმულა დაზიანებული კანის ზედაპირზე წარმოქმნის თხელ აპკს, იცავს კანს წყლის ჭარბი ევაპორაციისგან, უნარჩუნებს კანს ტენიანობას და სიგლუვეს, აუმჯობესებს ბუნებრივი შეხორცების პროცესს. კორესატინის შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინ აცეტატი (0.05%წ/წ) ბუნებრივ ზეთებთან ერთად აუმჯობესებს კანის ანტისეპტიკურ მდგომარეობას, ხელს უშლის კანში გამღიზიანებლების, ალერგენების და მიკროორგანიზმების შეღწევას. კორესატინი ხელს უშლის კანის აქერცვლას და გაღიზიანებას და ამცირებს ქავილს. 
ორესატინის კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო კრემი სტეროიდის გარეშე  აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას და აუმჯობესებს თვითშეგრძნებას.

ჩვენებები
კორესატინის კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო კრემი სტეროიდების გარეშე ნაჩვენებია ყველა სოკოვანი ინფექციის დროს, რომლებიც ვლინდება ვლინდება კანის გაღიზიანებით, ქავილით და დისკომფორტით, და იძლევა ხანგრძლივ ეფექტს სტეროიდების ან სხვა პრეპარატებით მკურნალობის გარეშე. 

კორესატინი არ შეიცავს კორტიზონს, უსაფრთხოა ყოველდღიურად გამოსაყენებისას და ასევე რეკომენდებულია დერმატიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების პრევენციისთვის.
გამოყენების წესი
დაიტანეთ პრეპარატი დაზიანებულ არეზე მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით 3-6 ჯერ დღეში.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტისთვის განკუთვნილ საინფორმაციო ფურცელს - ანოტაციას.
მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს თვალთან. პრეპარატის თვალთან კონტაქტის შემთხვევაში თვალი ამოირეცხეთ  წყლით.
ადგილობრივი გაღიზიანების/გამონაყარის განვითარების ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.  
შეინახოთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
კორესატინი არ არის მზისგან დამცავი საშუალება. მზეზე გასვლისას გამოიყენეთ  მზისგან დამცავი საშუალებასთან ერთად.

შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის 20o-25oC (68o-77oF) ტემპერატურაზე. ტუბი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული. დაიცავით გაყინვისა და გადახურებისაგან.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციისთვის.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.
კორესატინის დიაბეტური ტერფის სინდრომის სამკურნალო კრემი სტეროიდის გარეშე კლასიფიცირებულია 93/42/EEC მიხედვით.

კორესატინი რეგისტრირებულია CORENA Therapeutics SARL სავაჭრო ნიშნით.

სად შევიძინოთ?