შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ნიფედიპინს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლ 35000, მაკროგოლ 6000, ტალკი, კარტოფილის სახამებელი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონ K 25, მიკროკრისტალური ცელულოზა, საღებავი E 104, E171.
კორინფარი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (დატვირთვის სტენოკარდია)
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია, ვარიანტული სტენოკარდია)
- არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ არის გამოწვეული რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის პათოლოგიური ცვლილებებით (ესენციური ჰიპერტენზია).
პრეპარატის დოზას ჩვეულებრივ ადგენს მკურნალი ექიმი, გამომდინარე დაავადების სიმძიმიდან და პრეპარატის მიმართ პაციენტის მგრძნობელობიდან. მოზრდილ პაციენტებში ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზირების სქემა: 1. ქრონიკული სტაბილური და ვაზოსპასტიური სტენოკარდია:
პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ-ს 2-ჯერ დღეში (ანუ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).
არასაკმარისად გამოხატული კლინიკური ეფექტის შემთხვევაში დასაშვებია დოზა გაიზარდოს თანდათან 40 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (ანუ 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).
არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება, რაც შეადგენს 80 მგ-ს (4 ტაბლეტი დღეში).
2. ესენციური ჰიპერტენზია:
პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ-ს 2-ჯერ დღეში (ანუ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).
არასაკმარისად გამოხატული კლინიკური ეფექტის შემთხვევაში დასაშვებია დოზა გაიზარდოს თანდათან 40 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (ანუ 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).
არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება, რაც შეადგენს 80 მგ-ს (4 ტაბლეტი დღეში).
კორინფარის ტაბლეტი მიიღება ჭამის შემდეგ. დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
პრეპარატთან ერთად საკვების მიღება აფერხებს, მაგრამ არ ამცირებს აქტიური ნივთიერების აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კორინფარის 2 ერთჯერად დოზას შორის, რაც შეადგენს 2 ტაბლეტს (40 მგ ნიფედიპინი) ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.
თუ პრეპარატი მიიღება 2-ჯერ დღეღამეში, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებული ინტერვალი უნდა შეადგენდეს 12 საათს (დილით და საღამოს).
როგორც წესი, კორინფარის მკურნალობა დიდხანს გრძელდება.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
შარგამომყოფი სისტემა:
მკურნალობის პირველ კვირაში შესაძლებელია გაიზარდოს გამოყოფილი შარდის რაოდენობა. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ნიფედიპინის მიღებამ შესაძლოა დროებით გააუარესოს თირკმლის ფუნქცია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს `შეწყვეტის ფენომენი~, რაც გამოიხატება არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით (ჰიპერტონული კრიზი) ან გულის კუნთის სისხლმომარაგების შემცირებით (მიოკარდიუმის იშემია).
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია სტენოკარდიის შეტევების სიხშირის და ხანგრძლივობის გაზრდა. შესაძლებელია გამოვლინდეს ყურების დაგუბების შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, წვივების შეშუპება.
სტენოკარდიის სიმპტომების (ტკივილი მკერდის უკან ან მკერდის მარცხენა მხარეს) გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. იგი გადაწყვეტს შეწყდეს თუ არა მკურნალობა.
აღწერილია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ცალკეული შემთხვევები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
მკურნალობის დროს იშვიათად ვლინდება გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, კუჭის სისავსის შეგრძნება, ფაღარათი. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები (ღვიძლშიდა ქოლესტაზი, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში), რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. აგრეთვე გამოვლინდა ალერგიული ჰეპატიტი.
ალერგიული რეაქციები:
ძალიან იშვიათად ვლინდება პრეპარატის მიღების შედეგად გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეკზანთემები, ექსფოლიაციური დერმატიტი.
სხვა რეაქციები:
ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, სახის და ტანის ზედა ნაწილის სიწითლე და წამოხურების შეგრძნება (ერითემა და ერითრომელალგია).
ხანდახან ვლინდება ხელებში და ფეხებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზიები), თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება.
იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით კი ხანდახმულ მამაკაცებში, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება), რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლის სურათის ცვლილება, მაგალითად ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, თომბოციტოპენიური პურპურა. მოსალოდნელია სისლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
მაღალი დოზების მიღებისას ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კუნთების ტკივილი (მიალგია), ხელის თითების კანკალი (ტრემორი), აგრეთვე მხედველობის გარდამავალი გაუარესება.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ღრძილების ცვლილებელი (ღრძილების ჰიპერპლაზია), რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
სიფრთხილით:
ძალიან მაღალი არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზია) და თირკმლის შექცევადი უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც შემცირებულია სისხლის საერთო რაოდენობა (ჰიპოვოლემია), პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, რაც გამოწვეული იქნება სისხლძარღვების მკვეთრი გაფართოვებით (ვაზოდილატაცია).
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
გულის უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ზეგავლენა მანქანების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატმა შესაძლებელია სხვადსახვანაირად დათრგუნოს რეაგირების უნარი ისეთ შემთხვევებში როგორიც არის მაგალითად ქუჩაზე გადასვლა, ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვა. ეს მოვლენა განსაკუთრებით გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატების ან ერთი პრეპარატის მეორით ჩანაცვლების დროს, აგრეთვე ალკოჰოლთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას.
კორინფარი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- კარდიოგენული შოკი
- აორტის შესართავის გამოხატული სტენოზი.
- არასტაბილური სტენოკარდია
- მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდი (პირველი 4 კვირის განმავლობაში).
- ნიფედიპინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით გამოიყენება ძალიან დაბალი არტერიული წნევის (90 მმ.ვწყ-ზე ნაკლები სისტოლური წნევა) და აგრეთვე გულის გამოხატული უკმარისობის დროს (გული დეკომპენსირებული უკმარისობა).
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
კორინფარის აქტიური ნივთიერება (ნიფედიპინი) გადადის დედის რძეში. არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს პრეპარატი დედის რძეზე მყოფ ბავშვებზე. ამის გამო, თუ ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია კორინფარის მიღება, მაშინ ბავშვის კვება დედის რძით უნდა შეწყდეს.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში:
აღნიშნული პრეპარატი ჩვეულებრივ არ ინიშნება ბავშვებში.
ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელზე უფროსი) დოზის შერჩევა ხდება განსაკუთრებულ სიფრთხილით.
კორინფარის ძალიან დიდი დოზების მიღებისას ვლინდება შემდეგი ეფექტები: გონების დაკარგვა (კომის ჩათვლით), არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, გულისცემის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოქსია.
მკურნალობა:
თერაპიული ზომები მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს შხამის გამოყვანა ორგანიზმიდან და აღდგეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.
პირველ რიგში ხდება გულისრევის გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა,, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი წვრილი ნაწლავის ამორეცხვა.
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს!
რეკომენდირებულზე მცირე დოზის მიღება ან დოზის გამოტოვება:
დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში, არ შეიძლება მომდევნო დოზის გაორმაგება. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების სქემის მიხედვით.
თუ პაციენტმა ერთხელ მიიღო კორინფარის რეკომენდირებულზე დაბალი დოზა (მაგალითად მხოლოდ ნახევარი დოზა), მაშინ ეს არ გამოიწვევს რაიმე სახიფათო შედეგს.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პრეპარატის დაბალი დოზების მიღებისას მკურნალობა არ იქნება ეფექტური, რადგან ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია დაავადების ხელახალი გამწვავება.
მკურნალობის დროებით ან ნაადრევად შეწყვეტა:
მკურნალობის დროებით შეჩერება ან შეწყვეტა უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მკუნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების მკვეთრი გაუარესება. ამის გამო, მაღალი დოზების მიღების და/ან ხანგრძლივად მიმდინარე მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს თანდათან.
კორინფარის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კომბინირებული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კორინფარის ჰიპოტენზიური ეფექტი. კორინფარის და ნიტრატების კომბინირებული გამოყენება უფრო აძლიერებს გავლენას არტერიულ წნევაზე და გულისცემის სიხშირეზე.
კორინფარის და ბეტა-ბლოკატორების (გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები) კომბინირებული გამოყენებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ, რადგან ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა გულის ფუნქციის დაქვეითება.
კალციუმის არხის ბლოკატორების ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს უარყოფითი ინოტროპული ეფექტის მქონე (გულის შეკუმშვის ძალის დაქვეითება) ანტიარითმიული საშუალებების მოქმედება, როგორც არის ამიოდარონი და ქინიდინი (გულის რითმის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშუალებები).
ქინიდინთან ერთად კომბინირებული მიღებისას რეკომენდირებულია რეგულარულად გადამოწმდეს ქინიდინის დონე სისხლში, რადგან ზოგ შემთხევაში კორინფარი იწვევს მის დაქვეითებას, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი კორინფარის მიღების შეწყვეტისას მოსალოდნელია მისი მკვეთრი მომატება. კორინფარს შეუძლია გაზარდოს დიგოქსინის (საგულე გლიკოზიდის) და თეოფილინის (ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატი) დონე, ამის გამო რეგულარულად უნდა გადამოწმდეს მათი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ციმეტიდინს და აგრეთვე მცირე ხარისხით რანიტიდინსაც (კუჭისა და ნაწლავეის წყლულის სამკურნალო პრეპარატები) შეუძლიათ გააძლიერონ კორინფარის მოქმედება.
ამგზნები საშუალებების, საკვების და სასმელის მიღება:
არ არის სასურველი აკოჰოლის გამოყენება, რადგან მან შესაძლოა გააძლიეროს კორინფარის ჰიპოტენზიური ეფექტი და ამავდროულად გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა არასასურველი სიმპტომები.
3 წელი.
არ გამოიყენება ვადის გასცვლის შემდეგ.ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
რეცეპტით