შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ჩანართებიანი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით;
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს - 8.2 მგ, ფენობარბიტალს - 7.5 მგ, პიტნის ზეთს - 0.58 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ტაბლეტოზა 80, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
კორსიზი წარმოადგენს სედატიურ, სისხლძარღვთა გამაფართოებელ, სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას. პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, იგი აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს. ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც.
ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.
• ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება;
• ნეიროცირკულატორული დისტონია;
• ტაქიკარდია;
• არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი;
• ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.
დოზირება და მკურნალობის რეჟიმის ხანგრძლივობის დადგენა ხდება მკურნალი ექიმის მიერ, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.
მოზრდილებში, როგორც წესი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.
კორსიზი ადვილად გადაიტანება. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.
პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.
კორსიზი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანქვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას.
ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაიცემა ურეცეპტოდ