შემადგენლობა
წვეთები: 100 მლ ხსნარი შეიცავს: Crataegus q - 70 ml, Spigelia anthelmia D2, Kalium carbonicum D3 შესაბამისად 1 მლ; Ethanol 43 vol%.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Crataegus D2 8.8 mg, Spigelia anthelmia D1, Kalium carbonicum D2 - შესაბამისად 1.1 მგ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.
წვეთები: ნაჩვენებია სიმპტომთა კომპლექსის შესაბამისად, რო მელთა კუპირებისთვის რეცეპტურის ცალკეული კომპონენტები გა-მოიყენება: დაბერებული გული, გულის კუნთის დაზიანებათა შედეგები, გულის მოქმედების ნევროგენული მოშლილობები, გულის არეში მჩხვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა).
საინექციო ხსნარი: სისხლის კორონარული მიმოქცევის დარღვევები, გულის იშემიური დაავადება, სხვადასხვა გენეზის ტკივილები გულის არეში, ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა.
დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
წვეთები: ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას, 2-10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში დაავადების საწყის სტადიაზე (ყურადღება! ამ დოზირე-ბით წამლის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება).
საინექციო ხსნარი: დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში - 1 ამპულა ყოველდღიურად (შეიძლება 6-8 საათში ერთხელ), სხვა შემთხვევებში - 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ ვენაში, კუნთში, კანქვეშ, კანში.
არ გააჩნია.
არ გააჩნია.
Craegus პირველ ყოვლისა ზემოქმედებს გულის დაზიანებულ კუნთზე; გულის დატვირთვასა და ფიზიოლოგიურ დაბერებაზე, რომლებიც იწვევს მისი მუშაობის ფუნქციონალურ შესუსტებას; იგი ხელს უწყობს მიოკარდის სისხლით და ჟანგბადით მომარაგებას და არეგულირებს სისხლის წნევას; Kalium carbonicum და Spigelia ხელს უწყობს Crataegus-ის ზემოქმედებას.
ოსტეოქონდროზით გართულებული გულის დაავადებებისას (ვერტებროგენული სტენოკარდია) დამატებით ინიშნება Colocynthis -Homaccord და სხვა.
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ