ფარმალაიფი კრესიტა / Crescita
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Pharmalife Research s.r.l
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 200მლ სიროფი No1 ფლ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფარმალაიფი კრესიტა სიროფი სიმაღლეში ზრდის მაპროვოცირებელი საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეების ბუნებრივი ექსტრაქტები, ვიტამინები და მინერალები. იგი ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და აღავსებს ორგანიზმს ენერგიით.
რა არის ფარმალაიფი კრესიტა:
ფარმალაიფი კრესიტას შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები |
გ/200მლ |
გ/1000მლ |
მორინგას ფოთლების ექსტრაქტი ( Moringa Oleifera Lam ) |
5.00 |
25.00 |
ციმბირული ჟენშენი/ელეუტეროკოკი (eleutherococcus senticosus ) |
0.60 |
3.00 |
თუთიის გლუკონატი ( Zinc Gluconate ) |
0.605 |
3.023 |
რკინის ბისგლიცინატი ( Iron Bysglicinate ) |
0.434 |
2.170 |
სელენი ( Selenium Yeast ) |
0.167 |
0.833 |
ვიტ. E ( Di-α-tocophril acetate ) |
0.16 |
0.80 |
ვიტ. K2 ( Menaquinone ) |
0.087 |
0.433 |
ვიტ. D3 ( Cholecalciferol ) |
0.08 |
0.40 |
ვიტ. A ( Retinol ) |
0.31 |
0.155 |
ვიტ. B9 ( Folic Acid ) |
0.0023 |
0.0113 |
ვიტ. B8 ( Biotin ) |
0.0002 |
0.0010 |
მორინგას ფოთლების ექსტრაქტი - ახასიათებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ასევე, მასში შემავალი ცილები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის სწორ ჩამოყალიბებასა და განვითარებას, კალციუმი დადებითად მოქმედებს ძვლოვან სისტემაზე, რაც აუმჯობესებს სიმაღლეში ზრდას და ყველაზე მთავარი მისი ფოთლები შეიცავს ზრდის ჰორმონს - სომატოტროპინს.
ციმბირული ჟენშენი/ელეუტეროკოკი - ახასიათებს მეტაბოლური ფუნქციების გაუმჯობესება, ფიზიკური მახასიათებლების ამაღლება, იმუნიტეტის გაძლიერება. მასში შემავალი ნივთიერება ადაპტოგენი ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური და გონებრივი სტრესის გადალახვაში. აგრეთვე, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და ადაპტაციის უნარს გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ.
თუთია - ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება. თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე, ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კოფაქტორს წარმოადგენს).
რკინის ბისგლიცინატი - ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ზრდისა და განვითარებისათვის, რადგან იგი აუცილებელია სისხლის ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის, რაც ორგანიზმში ჟანგბადის გადაცემას უზრუნველყოფს. ჟანგბადი მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და ენერგიის წარმოებისთვის. რკინის უკმარისობისას, ორგანიზმს უჭირს საკმარისი ჟანგბადის მიწოდება, რაც იწვევს დაღლილობას, კონცენტრაციის დაქვეითებას და ფიზიკური განვითარების შეფერხებას. რკინა ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის განვითარებისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
სელენი - მიკროელემენტია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. იგი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან და ამით ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანსაღ განვითარებას. სელენი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში, რაც კრიტიკულია ნივთიერებათა ცვლისა და ენერგიის დონის რეგულაციისთვის.
ვიტ.E - ეს ვიტამინი აძლიერებს უჯრედების მემბრანების სტაბილურობას და უზრუნველყოფს უჯრედების სწრაფ აღდგენასა და განახლებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის განვითარების ეტაპზე. ვიტამინი E ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ზრდის პროცესში ორგანოებს და ქსოვილებს უკეთ ამარაგებს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის გაძლიერებაშიც, რაც ორგანიზმს იცავს ინფექციებისა და ანთებითი პროცესებისგან.
ვიტ.K2 - რომელიც ცნობილია მენაქინონის სახელით, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში და მისი თვისებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ორგანიზმში სწორად განაწილებაში. კვლევები მიუთითებს, რომ ვიტამინი K2-ს შეუძლია ხელი შეუწყოს მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებას. იგი ასევე ეხმარება ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით სქესობრივი ჰორმონების სინთეზს.
ვიტ.D3 - აუცილებელია ჯანმრთელი ძვლების, კუნთების, იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის. მისი საკმარისი დონის შენარჩუნება ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, ინარჩუნებს ორგანიზმის გამძლეობას და აძლიერებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
ვიტ.A - რეტინოლი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისათვის. იგი უზრუნველყოფს კარგ მხედველობას, ხელს უწყობს კანის, ძვლებისა და იმუნური სისტემის გაძლიერებას. ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის. მისი მიღება რეკომენდებულია როგორც საკვები პროდუქტებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დანამატების სახით.
ვიტ.B9 - ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და განვითარების პროცესში, ასევე ნერვული სისტემის და სისხლძარღვების ფუნქციონირებისთვის.
ვიტ. B8 - ბიოტინი არის მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც ორგანიზმის მრავალ სისტემას უჭერს მხარს. მისი საკმარისი მიღება აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კანის, თმის, ნერვული სისტემისა და მეტაბოლური პროცესების უკეთესი ფუნქციონირებისთვის.
არ შეიცავს ალკოჰოლს, გლუტეინს და ლაქტოზას. ჩვენება:
სიმაღლეში ზრდის შეფერხება
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
იმუნიტეტის დაქვეითება
მიღების წესი:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. სასურველია მიღებულ იქნას საკვების მიღებამდე. 6 თვიდან - 3 წლამდე 5მლ დღეში
3-დან 12 წლამდე 10მლ დღეში
12 წლიდან 15მლ 2-ჯერ დღეში
უკუჩვენება:
არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდირებულ დოზას. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე. არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ფარმალაიფი კრესიტა შეფუთვაზე ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: მუყაოს კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 200 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით.
ნაწარმოებია GMP-ს სტანდარტის და მიხედვით