კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშარდე გზების ინფექციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
100% მცენარეული კაფსულები
შემადგენლობა:
ყოველი 2 კაფსულა შეიცავს: შტოშის ექსტრაქტი (Vaccinium macrocarpon) – 267მგ, აქედან პროანტოციანიდინები - 36მგ; ჩვეულებრივი მანანას მოყვავილე ბოლოს ექსტრაქტი (Calluna vulgaris) – 250მგ; ვაშლის ბოჭკო (Malus domestica); წიწიბურას ნაყოფის ფხვნილი (Fagopyrum esculentum). ანტიაგლომერანტი: მაგნიუმის სტეარატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
საშარდე გზების ინფექციების გამომწვევს შემთხვევათა 80%-ში წარმოადგენს ბაქტერია E.coli, რომელიც შარდის ბუშტში ხვდება ნაწლავიდან. ანატომიური თავისებურების გამო დაინფიცირება ქალებში გაცილებით მარტივად ხდება, ვიდრე მამაკაცებში. E.coli-ს ზედაპირზე აქვს ბუსუსები, ე.წ. ფიმბრიები, რომლითაც იგი ემაგრება საშარდე გზების ლორწოვან გარსს, მრავლდება და იწვევს ანთებითი პროცესის განვითარებას. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგენილია, რომ შტოშში აღმოჩენილი ნივთიერება - პროანტოციანიდინი უკავშირდება ბაქტერიის P-ფიმბრიებს, აბლოკირებს მათ და ხელს უშლის ბაქტერიის მიმაგრებას საშარდე გზების კედლებზე. ცის-კონტროლში შემავალი მეორე მცენარე - ჩვეულებრივი მანანა ხასიათდება გამოხატული შარდმდენი თვისებით და ხელს უწყობს ბაქტერიების ბუნებრივ გამოდევნას საშარდე გზებიდან. გარდა ამისა, შტოში და ჩვეულებრივი მანანა ხასიათდებიან გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც ხელს უწყობს უსიამოვნო სიმპტომების სწრაფ ალაგებას.
ჩვენებები:
· საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი) როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ანტიბიოტიკებთან ერთად;
· საშარდე გზების ინფექციის პირველივე სიმპტომები;
· ორსულებში საშარდე გზების ინფექციების განვითარების პრევენცია და მკურნალობა;
· საშარდე გზების ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა;
· შარდის ბუშტის კათეტერიზაციასთან დაკავშირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა;
გამოყენების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია მოზრდილთათვის. 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში, არანაკლებ 1,5 ლიტრისა.
ორსულები და მეძუძურები:
ცის-კონტროლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
თუ იღებთ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ჯგუფის ანტიკოაგულანტს, ცის-კონტროლის გამოყენების შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შტოშის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული შარდ-კენჭოვანი დაავადებისადმი მიდრეკილი პირებისთვის.
ცის-კონტროლის კაფსულები მცენარეული შემადგენლობისაა, მიმდინარე რეგულაციების შესაბამისად არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს და საღებავებს.
გამოშვების ფორმა:
20 კაფსულა შეფუთვაში