ცისტიქეა / Cysticare
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
 - კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
 - მწარმოებელი კომპანია: HEALTHAID
 - მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
 - გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
 - გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის საშარდე სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის
რას წარმოადგენს ცისტიქეა-ს აბები?
ცისტიქეას აბების ფორმულაში რჩეული ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებია გამოყენებული, რომლებიც ორგანიზმის მიერ მაქსიმალური შეწოვისა და ათვისების უზრუნველსაყოფად სპეციალურად არის გაწმენდილი და გამდიდრებული. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და C ვიტამინის დადებით თვისებებთან კომპლექსში ეს საკვები დანამატი ქალებისთვის სრულყოფილ ფორმულას წარმოადგენს საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
რისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები?
- ოშარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად
- მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად
- მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად
- ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის
- იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის
- საშარდე გზების ინფექციას დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის
- ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელი
- თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის
ვისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები?
ცისტიქეას აბები სასარგებლოა:
- მათთვის, ვისაც საშარდე გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება აღენიშნება
- დიაბეტის მქონე პირთათვის და ორსულებისთვის
- ქალებისთვის, რომლებსაც შემოკლებული შარდსაწყვეთის პრობლემა აწუხებთ
- მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს
- მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნება
- მათთვის, ვისაც იმუნური სისტემის გაძლიერება სურს
- პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის
ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას
| 
 შემადგენლობა  | 
 ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ):  | 
 რდნ %  | 
| 
 ვიტამინი C  | 
 160მგ  | 
 200  | 
| 
 კალიუმი  | 
 300მგ  | 
 15  | 
| 
 ციტრუსოვანი ბიოფლავონიდები  | 
 100მგ  | 
 *  | 
| 
 შტოშის ექსტრაქტი (25:1) (1000მგ შტოშის ფხვნილის ექვივალენტი)  | 
 40მგ  | 
 *  | 
| 
 ოხრახუშის ფოთლის ექსტრაქტი (4: 1) (800მგ ოხრახუშის ფხვნილის ექვივალენტი)  | 
 200მგ  | 
 *  | 
| 
 ღვიას ექსტრაქტი (4: 1) (800 მგ ღვიას ფხვნილის ექვივალენტი)  | 
 200მგ  | 
 *  | 
| 
 * რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად) დადგენილი არ არის  | 
||
** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)
გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. ვარგისიანობის
გაფრთხილება:
- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
- სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული
- დაორსულების დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია
- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.