Plasmon
ცისტოლიბერინი/ / CYSTOLIBERIN


შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:

D-მანოზი 250 მგ; ამერიკული შტოშის  მშრალი ნაყოფის ექსტრაქტი (vaccinium macrocarpon) 100 მგ, სტანდარტიზებული (25%) 25მგ პროანტოციანიდების შემცველობით (პაც); დათვის კენკრას ფოთლების მშრალი ექსტაქტი  (Arctostaphylos uva-ursi) 250მგ, სტანდარტიზებული (20%), 50მგ არბუტინის შემცველობით; დამხმარე ბივთიერებები: მაგნიუმის სტეარატის ანტიკომბოვალენტი.

გამოყენების  ჩვენებები:

დამტკიცებულ იქნა, რომ შტოშის ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და იცავენ დაჟანგვითი სტრესისგან, ცვლიან რა გენის ექსპრესიას THP-1 უჯრედში. შტოშში შემავალი პროანტოციანიდინებისა და ფიტონციდების არსებობა განაპირობებს ცისტიტის რეციდივების სიხშირის ორჯერ შემცირებას.
ასევე დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ შტოშის კომპონენტები რამდენჯერმე აძლიერებენ შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამასთან ამცირებენ ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობას.
ამასთან, შტოშის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიმართ არ ვითარდება რეზისტენტობა, რაც იძლევა მისი გამოყენების შესაძლებლობას შარდგამომყოფი გზების განმეორებითი ინფექციების დროს.
შტოშის ორგანული მჟავების შემადგენლობა: ბენზოის, ვაშლის, ლიმონის, გლიკოლის, ოლიანის, ქინინის, ურსულის. ჩამოთვლილი მჟავები - ძლიერი ანტისეპტიკებია, მათი ანტიმიკრობული თვისება აქვეითებს ფერმენტების აქტივობას მიკრობის უჯრედში. ურსულის მჟავა ავლენს რა შარდმდენ მოქმედებას, ხელს უშლის შეგუბებით მოვლენებსა და კენჭის წარმოქმნას თირკმელში, ხოლო ლიმონის მჟავა მონაწილეობს ორგანიზმის გატუტიანებაში, რითაც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და კნტ-ის მოქმედების გაუმჯობესებას.
შტოშის კომპონენტების შარდმდენი თვისება გავლენას ახდენს ჰიდროდინამიკის ფაქტორზე, რის გამოც ბაქტერიები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოირიცხება ორგანიზმიდან შარდის გამოყოფისას.
დათვის კენკრა ავლენს დიურეზულ, ანტისეპტიკურ მოქმედებას, რაც განპირობებულია ორგანიზმში არბუტინის ჰიდროლიზების შედეგად მიღებული ჰიდროქინინის ბაქტერიოციდული ეფექტით, რომელიც გამოიყოფა შარდთან ერთად. ფლავანოიდების საპზმოლიზური ეფექტი აძლიერებს დიურეზულ მოქმედებას;  მთვრიმლავი ნივთიერებები ხასიათდებიან ბაქტერიოციდული და შემბოჭველი მოქმედებით.

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია:

• შარდგამომყოფი გზების ისეთი ქრონიკული ინფექციების რეციდივების პრევენციისთვს, როგორიცაა ცისტიტი, ურეთრიტი ან პიელონეფრიტი;

• შკდ-ით დაავადებულ  პაციენტებში  ქრონიკული ინფექციების გამწვავების პრევენციისთვის;

• ქვედა შარდგამომყოფი გზების მწვავე და მორეციდივე ინფექციების ისეთი სიმპტომების ალაგებისთვის, როგორიცაა წვა და/ან ხშირი შარდვა.

უკუჩვენებები:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.  არ მიიღება  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და  დოზირების რეკომენდებული  რეჟიმი:

2 კაფსულა 2 ჯერ დღეში  1/2 ჭიქა წყალთან ერთად. მკურნალობის რეკომენდებული კურსი 7-14 დღე. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:  ბავშვებში არ გამოიყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება. 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა:

ბლისტერზე 10 კაფსულა. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

სად შევიძინოთ?