Plasmon
დანოზა ურო-აკუტი / Dannosa Uro Akut

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Master Pharm Polska
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: 3.02 გ. საშეტი #14
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

დანოზა ურო-აკუტი შექმნილია როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შარდის ბუშტისა და შარდგამომყოფი სისტემის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში ჩასართავად


შემადგენლობა:

D - მანოზა, მალტოდექსტრინი, დათვის კენკრას ფოთლების მშრალი  ექსტრაქტი Arctostaphylos uva-ursi L. DER 30:1, შეიცავს მინიმუმ 20% არბუტინს; ფორთოხლის არომატი, მჟავიანობის რეგულატორი,  გმო-ს გარეშე.

 

აქტიური ინგრედიენტებირეკომენდებული

დღიური დო

1 საშეტი

2  საშეტი

D - მანოზა

1500 მგ.

3000 მგ.

დათვის კენკრას  ფოთლების მშრალი ექსტრაქტი

(Arctostaphylos uva-ursiL)
20% არბუტინი

500 მგ.

 

100 მგ.

 

 

1000 მგ.

 

200 მგ.

 

 

 

 

D -მანოზა

საშარდე გზების ინფექციებს უხშირესად უროპათოგენური ბაქტერია Escherichia coli იწვევს.

ბუნებრივი მონოსაქარიდი D-მანოზა განიხილება, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა, რადგან გააჩნია უნარი ხელი შეუშალოს ბაქტერიების ადჰეზიას შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ეპითელიუმზე.

გამოყენების შემდეგ, D-მანოზის მინიმუმ 90% შეიწოვება წვრილ  ნაწლავებში და სწრაფად გამოიყოფა სისხლიდან თირკმელებით. უმეტესობა გამოიყოფა უცვლელი სახით მიღებიდან 30-60 წუთის განმავლობაში, დანარჩენი კი მომდევნო 8 საათის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანად იზრდება.

 

არბუტინი  (Arctostaphylos uva-ursi L.)
დათვის კენკრას ფოთლების მშრალი ექსტრაქტის
ძირითადი შემადგენელი კომპონენტი არის არბუტინი. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არბუტინი ტრანსფორმირდება სადეზინფექციო და ანტიბაქტერიულ ნივთიერებად. არბუტინი შარდვისას ამცირებს შარდგამომყოფი სისტემის გაღიზიანებას და ანთებას. 


არბუტინს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, რადგან შეუძლია შეცვალოს ბაქტერიის კედლის სტრუქტურა და  შეამციროს ბაქტერიის ადჰეზია ურო ეპითელიუმზე. არბუტინს გააჩნია ასევე შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

გამოყენების რეკომენდაციები:

მწვავე და ქრონიკული ცისტიტი, როგორც მონო ასევე კომპლექსურ თერაპიაში.

 

 

გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა:

18 წლის ზემოთ 1-2 საშეტი დღეღამეში ( დილით და საღამოს) სამი დღის განმავლობაში, შემდეგ  1 საშეტი დღე-ღამეში  (საღამოს) 11 დღის განმავლობაში. საშეტის შიგთავსი გახსენით 200 მლ წყალში. გამოყენებამდე სასურველია დაცალოთ შარდის ბუშტი. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ სადღეღამისო დოზას.

 

 გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ბაშვები 18 წლამდე

დადებითი ეფექტისათვის სასურველი საჭირო რაოდენობის ( 1-1,5ლ)  წყლის მიღება დღე-ღამის განმავლობაში, იგი უზრუნველყოფს შარდის რაოდენობის გაზრდას

სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში

 

მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან

 

გამოშვების ფორმა: 3.02გ. საშეტი, 14 ცალი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 15- 25°C ტემპერატურაზე ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

სად შევიძინოთ?