Nuk

მიიღება პერორალურად.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 5000 სე ქოლეკალციფეროლს (125 მკგ ვიტამინ D3-ს) (მიღებულია ცხვრის მატყლისგან).

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ვიტამინი E, ხარის საკვებად გამოსაყენებელი ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, სორბიტოლი.

  

1. რას წარმოადგენს დეკოლეროლი და რისთვის გამოიყენება?
დეკოლეროლი არის გამჭვირვალე, თითქმის ღია-ყვითელი ფერის ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 28 რბილი ჟელატინის კაფსულა.
დეკოლეროლი შეიცავს ქოლეკალციფეროლს (მიღებულია ცხვრის მატყლისგან) მოქმედი ნივთიერების სახით (ქოლეკალციფეროლი, ასევე ცნობილია, როგორც ვიტამინი D3). დამხმარე ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს საკვებად გამოსაყენებელ ჟელატინს (ხარის ჟელატინს),დეკოლეროლი შეიცავს ვიტამინ D3-ს, რომელიც არეგულირებს კალციუმის ათვისებას და ნივთიერებათა ცვლას, ასევე ხელს უწყობს კალციუმის ჩართვას ძვლის ქსოვილში. 
პრეპარატი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ,  D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის გასაგრძელებლად (შენარჩუნებისთვის) და დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.
 
2. რა უნდა იცოდეთ დეკოლეროლის მიღებამდე?
არ მიიღოთ დეკოლეროლი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,
თუ გაქვთ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი შემცველობა)
თუ გაქვთ D ჰიპერვიტამინოზი (სისხლში D ვიტამინის მაღალი შემცველობა),
თუ გაქვთ კენჭები თირკმელებში (ნეფროლითიაზი)
თუ ნებისმიერი ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ, დეკოლეროლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
 
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები დეკოლეროლის მიღებისას
თუ გაქვთ სარკოიდოზი (შემაერთებელი ქსოვილის განსაზღვრული დაავადება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ფილტვები, კანი და სახსრები),
თუ იყენებთ D ვიტამინის შემცველ პრეპარატებს,
თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან კენჭები თირკმელებში.
 
რისკის ჯგუფებში ხანგრძლივი და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის მაქსიმალური ასატანი დოზა შეადგენს 4000 სე/დღე-ღამეში (100 მკგ/დღე-ღამეში) მოზრდილებში და 11 წლიდან ასაკის ბავშვებში.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.
ორსულობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.
თუ სიფრთხილის მითითებული ზომები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

 

ბავშვები

დეკოლეროლი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულები გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. მათი მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

 

ორსულობა:

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რთ რსულად, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმ დარსულას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პრევენციისთვის D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

თუ მკურნალობის პერიოდში დაადგენთ, რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ძუძუთი კვება:

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დეკოლეროლის გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში. ვიტამინი D3 გამოიყოფა დედის რძეში. ამ შემთხვევაში განიხილება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის მიერ D ვიტამინის დამატებით მიღების საკითხი. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

ცნობილი არ არის დეკოლეროლის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეკოლეროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მოცემული პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს (E 420). თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან იყენებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს.
ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ)
ფენიტოინი ან ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს)
ლაქტაციდები (საფაღარათო საშუალებები), რომლებიც შეიცავს პარაფინის ზეთს
თიაზიდური დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
გლუკოკორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)
საგულე გლიკოზიდები (გულის რიტმის საკონტროლო პრეპარატები), მაგალითად დიგოქსინი
აკტინომიცინი (გამოიყენება ქიმიოთერაპიის დროს)
იმიდაზოლი (გამოიყენება სოკოს სამკურნალოდ)
ორლისტატი (გამოიყენება წონის დასაკლებად)
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს.

 

3. როგორ უნდა მიიღოთ დეკოლეროლი?

მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით:

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს 5000 სე (125 მიკროგრამ) ვიტამინ D3-ს.

დეკოლეროლი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი მოგცემთ დანიშნულებას პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით. 

 

ასაკობრივი ჯგუფი

რეკომენდებული პროფილაქტიკური/ შემანარჩუნებელი დოზა

D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალო დოზა

მაქსიმალური ასატანი დოზა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის და პროფილაქტიკისთვის რისკის ჯგუფებში

ყოველდღიური მკურნალობა**

ყოველკვირეული გამოყენება

ახალშობილები

400 სე/დღე-ღამეში

(10 მკგ/დღეში)

1000 სე/დღე-ღამეში

(25 მკგ/დღეში)

-

1000 სე/დღე-ღამეში

(25 მკგ/დღეში)

1 თვე - 1 წელი

400 სე/დღე-ღამეში

(10 მკგ/დღეში)

2000-3000 სე/დღე-ღამეში

(50-75 მკგ/დღეში)

-

1500 სე/დღე-ღამეში

(37.5 მკგ/დღეში)

1-10 წელი

400-800* სე/დღე-ღამეში

(10-20 მკგ/დღეში)

3000-5000 სე/დღე-ღამეში

(75-125 მკგ/დღეში)

-

2000 სე/დღე-ღამეში

(50 მკგ/დღეში)

11-18 წელი

400-800* სე/დღე-ღამეში

(10-20 მკგ/დღეში)

3000-5000 სე/დღე-ღამეში

(75-125 მკგ/დღეში)

-

4000 სე/დღე-ღამეში

(100 მკგ/დღეში)

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

600-1500 სე/დღე-ღამეში

(15-37.5 მკგ/დღეში)

7000-10000  სე/დღე-ღამეში

(175-250 მკგ/დღეში)

50000  სე/კვირაში

(1250 მკგ/კვირაში)***

4000 სე/დღე-ღამეში

(100 მკგ/დღეში)

თუ საჭიროა, 1000 სე-მდე

შეიძლება 6-8 კვირამდე გამოყენება.

თუ საჭიროა კვირის დოზა, შეიძლება გამოყენებული იქნას დღიური დოზა 50000 სე, როგორც კვირის დოზა, 6-8 კვირამდე ვადით. რეკომენდებული არ არის ერთიანად 50000 სე-ზე მეტი D ვიტამინის გამოყენება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

 

მიღების წესი:

დეკოლეროლი მიიღება პერორალურად. კაფსულები მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატი გამოიყენება პარაგრაფში “მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

დეკოლეროლი 5000 სე რბილი კაფსულები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დეკოლეროლის სხვა ფორმები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ბავშვებისთვის. ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გამოყენება ხანდაზმულებში

გამოიყენება მოზრდილებისთვის განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

 

განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

დეკოლეროლი არ გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 

თუ ფიქრობთ, რომ დეკოლეროლის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ გამოიყენეთ დეკოლეროლის საჭიროზე მეტი დოზა  

თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა ან ბავშვმა შეცდომით მიიღო ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რისკების შეფასების და რეკომენდაციების მიღების მიზნით.

ლაბორატორიული ანალიზების შესაბამისად; დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ძლიერი წყურვილი, ხშირი შარდვა 24 საათის განმავლობაში, შეკრულობა და გაუწყლოება, სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია) და შარდში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციურია).

საჭიროზე მეტი დეკოლეროლის მიღების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ დეკოლეროლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

 

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დეკოლეროლით მკურნალობის შეწყვეტის დროს

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა მედიკამენტს, დეკოლეროლსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

 

შეწყვიტეთ დეკოლეროლის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობა:

სახის,  ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ყლაპვის გაძნელება

ჭინჭრის ციება და დისპნოე

 

ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი მოქმედება. ნებისმიერი მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია დეკოლეროლის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება ან ჰოსპიტალიზაცია.

 

გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

ძალიან ხშირი: 10-დან სულ მცირე 1 პაციენტი.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტი პაციენტი.

არც ისე ხშირი: 100-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 1000-დან 1 ან მეტი პაციენტი.

იშვიათად: 1000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 10000-დან 1 ან მეტი პაციენტი.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

 

დეკოლეროლით გამოწვეული გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს:

არც ისე ხშირი:
ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება)
ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მომატება)

 

იშვიათი
ქავილი
გამონაყარი (ქავილი)/ჭინჭრის ციება (ალერგიული გამონაყარი))

 

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.

 

5. დეკოლეროლის შენახვის პირობები

შეინახეთ დეკოლეროლი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.