Plasmon
დეფენსიკანი® იმუნოგლუკანი® სუსპენზია / DEFENSIKAN® IMUNOGLUKAN® SUSPENSION


დეფენსიკანი - იმუნოგლუკანი

თუ ბავშვს ხშირად უწევს ბაღის და სკოლის გაცდენა ისეთი შემაწუხებელი სიმპტომების გამო, როგორიცაა: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურა.

ბუნებრივია გიჩნდებათ სურვილი თავიდან აირიდოთ უძილო ღამეები, ანტიბიოტიკის საჭიროება, შეამციროთ ავადობის დღეების რიცხვი, ხელი შეუწყოთ ბავშვის სწრაფ გამოჯანმრთელებას, სხვა დედმამისშვილები დაიცვათ ვირუსისგან, გააძლიეროთ მათი იმუნიტეტი.

დეფენსიკანის მოგცემთ საშუალებას დაიცვათ თქვენი შვილები სასუნთქი სისტემის ინფექციებისგან, ვინაიდან დეფენსიკანი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

დეფენსიკანი რეკომენდებულია როგორც მკურნალობის, ისე პროფილაქტიკისთვის ბაღის და სკოლის ასკის ბავშვებში

დეფენსიკანი 10 წელზე მეტია უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოიყენება 4 მილიონზე მეტ პაციენტში


შემადგენლობა:

სუსპენზიის 1მლ შეიცავს:

აქტიური სუბსტანცია: იმუნოგლუკანი - 10მგ

დამხმარე ნივთიერებები: C ვიტამინი,  ფრუქტოზა, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, წყალი.

ფარმაკოთერაპიული კლასი:  სხვა იმუნოსტიმულატორები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დეფენსიკანი® იმუნოგლუკანი® - პრეპარატის მთავარი აქტიური ნივთიერებაა იმუნოგლუკანი®, რომელიც თავსებადად არის კომბინირებული ვიტამინ C-სთან. იმუნოგლუკანი®  სრულყოფილად გაწმენდილი ბუნებრივი ნივთიერებაა, ის აქტიური პოლისაქარიდების, კერძოდ β-გლუკანების კომპლექსია, რომლებიც მიიღება Pleurotus ostreatus-დან იზოლაციის გზით. იმუნოგლუკანი®-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდა მრავალი კლინიკური კვლევით.  β-გლუკანები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური პოლისაქარიდები. ისინი წარმოადგენენ პოლისაქარიდების ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომლებიც შეიცავენ β-D-გლუკოზის მონომერებს, დაკავშირებულს ერთმანეთთან β-1,3 და β-1,6 -გლიკოზიდური ბმებით, და აქვთ გამოხატული ეფექტი იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლზე.

ფარმაკოდინამიკა:
β -
გლუკანი გავლენას ახდენს იმუნური  და არაიმუნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებზე (მაგ. ფიბრობლასტები, კერატინოციტები), რომლებიც ჩართულნი არიან β -გლუკანის აქტივობის გამშვებ მექანიზმში: დექტინ-1, კომპლემენტ რეცეპტორი 3 და თოლ-ლაიქ რეცეპტორები. დექტინ-1 სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი რეცეპტორია, რომელიც მონაწილეობს β -გლუკანების ბიოლოგიური ეფექტების   მედიატორობაში. ის ლოკალიზებულია იმუნური სისტემის არასპეციფიკური შტოს უჯრედებზე, როგორიცაა მაკროფაგები, ნეიტროფილები და დენდრიტული უჯრედები. მისი აქტივობა მჭიდროდ უკავშირდება  რამდენიმე უჯრედშიდა გზას, რომელიც იწვევს სხვადასხვა ციტოკინების გამოთავისუფლებას. TLR-4 არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეცეპტორი, რომელიც ჩართულია დენდრიტული უჯრედების აქტივაციასა და მომწიფებაში,  β -გლუკანების ამოცნობის შემდეგ. მოქმედების მექანიზმი იწყება წვრილ ნაწლავში, პეიერის ფოლაქებში, იმუნურ უჯრედებთან უშუალო ურთიერთქმედებით, იმუნური უჯრედების შემდგომი აქტივაციით, რასაც მოჰყვება მაკროფაგების მიერ ფრაგმენტების გამოთავისუფლება უჯრედშორის მიკროგარემოში და სხვა უჯრედული პოპულაციების აქტივაცია.  სასარგებლო ზემოქმედება თანდაყოლილ და ადაპტაციურ იმუნურ სისტემაზე აშკარაა და მოიცავს ნეიტროფილების და მაკროფაგების სტიმულაციას ზედაპირული რეცეპტორების მეშვეობით, უფრო ეფექტურ ფაგოციტოზს, NK უჯრედების სტიმულაციას, ანტიგენ-წარმდგენი უჯრედების ფუნქციის მოდულაციას (მაგ. ლანგერჰანსის უჯრედები), ანტიგენ-წარმდგენი უჯრედების კონცენტრაციის გაზრდას,  ციტოკინებისა და ქემოკინების წარმოქმნის ხელშეწყობას, Th1-ლიმფოციტების მხარდაჭერას, და ანტისხეულების წარმოების მოდულაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

ჯანმრთელი მოხალისეების შრატში გამოკვლეულ იქნა 1,3 β-D- გლუკანების დონე  იმუნოგლუკანი®-ით პროფილაქტიკური და მაღალი დოზებით მკურნალობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მე-5 და მე-7 დღეებზე აღებული სისხლის ნიმუშების გამოკვლევამ გამოავლინა შრატში მისი დონის უარყოფითი შედეგები. ამ კვლევის შედეგებიდან თუ ვიმსჯელებთ, იმუნოგლუკანი®  უსაფრთხოა პაციენტებში ჯანსაღი ლორწოვანის ბარიერით. უხსნადი β-გლუკანები არ აბსორბირდებიან სისხლში, რითაც აიხსნება მათი მოქმედების მექანიზმი.

ჩვენებები:
დეფენსიკანი® იმუნოგლუკანი®  ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციების (RTI)  და მორეციდივე  რესპირატორული ინფექციების (RRTI) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ბავშვებში და მოზრდილებში.

დოზირების რეჟიმი:

რეკომენდებულია 5 კგ წონაზე 1მლ სუსპენზიის მიღება, ერთხელ დღეში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (2-3 თვე). იმუნურ სისტემაზე დატვირთვის გაძლიერებისას საჭიროა დოზის გაზრდა 2მლ/5კგ ერთხელ დღეში 3-7 დღის განმავლობაში.


გამოყენების ინსტრუქცია:

იდეალურ შემთხვევაში მიიღეთ პრეპარატი საღამოს ძილის წინ ან დილით უზმოზე.  ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.


გაფრთხილება:

რეკომენდებული დოზის გადაჭარბება სასურველი არ არის. არ მიიღოთ პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. დეფენსიკანი არ უნდა მიიღონ ადამიანებმა ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ. იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფმა პირებმა, პრეპარტი უნდა მიიღონ ექიმის კონსულტაციის მიხედვით. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 2 წლის ასაკიდან.


გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად (10. 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები, ალერგიული რეაქცია. თუ განგივითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ,  50C-250C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. მოარიდეთ ნესტს, ყინვას და მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ბოთლი გახსნის შემდეგ საჭიროებს შენახვას მაცივარში 20C-80C ტემპერატურაზე, კარგად დახურულ მდგომარეობაში. ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

შეფუთვა:

120 მლ.

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?