დელფისი – D ვიტამინის, ეპიგალოკატეხინის გალატის (EGCG) და ვიტამინ B6-ის შემცველი საკვები დანამატი.
რა ფიზიოლოგიური როლი აკისრია დელფისში შემავალ კომპონენტებს?
ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში. მას შემდეგ რაც მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და გარდაიქმნება მის აქტიურ ფორმაში, მისი მეტაბოლიტები მოქმედებენ როგორც “ჰორმონები”, უკავშირდება საშვილოსნოს კედელს, სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე წარმოდგენილ სხვადასხვა რეცეპტორებს. სამეცნიერო კვლევები ხაზგასმით აღნიშნავს D ვიტამინის დეფიციტსა და საშვილოსნოს ფიბრომების განვითარების რისკს შორის კავშირს; ეს კავშირი დამოკიდებულია ფიბროიდული უჯრედების მაღალ მგრძნობელობაზე. D ვიტამინს შეუძლია დაარეგულიროს უჯრედების გამრავლება, აქედან გამომდინარე, D ვიტამინის ჩართვამ საშვილოსნოს ფიბრომით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია გააკონტროლოს მათი ზრდა.
ეპიგალოკეტეხინის გალატი (Epigallocatechina Gallato) (EGCG) არის მწვანე ჩაისგან მოპოვებული კატეხინები. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ საშვილოსნოს ფიბრომიომის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს EGCG 4 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა ფიბრომის მოცულობა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა EGCG-ის ანტიოქსიდანტური და ანტიპროლიფერაციული თვისებები, როგორიცაა უჯრედების მაქსიმალური დაცვა თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან და სხვა ნეოპლაზიური პროცესების გავრცელებისაგან.
ვიტამინი B6 (ან პირიდოქსინი) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც შედის სხვადასხვა საკვებ პროდუქტში. ორგანიზმში ის ტრანსფორმირდება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაში და სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებში მოქმედებს როგორც კოენზიმი. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონალური დისბალანსი ხელს უწყობს საშვილოსნოს ფიბრომის ფორმირებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას და მისი დანამატი სასარგებლოა ნორმალური ფიზიოლოგიური პირობების შესანარჩუნებლად.
როგორია მითითებები დელფისის მიღებასთან დაკავშირებით?
დელფისი არის საკვები დანამატი დამზადებული D ვიტამინის, ეპიგალოკატეხინის გალატის (Epigallocatechina Gallato) (EGCG) და ვიტამინ B6-ის შემცველობით. სასარგებლოა ამ ნივთიერებების დამატებით მიღება კვებითი დეფიციტის ან ამ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნილებების შემთხვევაში. D ვიტამინი ერთვება უჯრედების დაყოფის პროცესში, ხოლო ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას.
როგორ უნდა მივიღოთ დელფისი?
რეკომენდირებულია დღეში 1 ან 2 ტაბლეტის მიღება.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილზე. საკვები დანამატების გამოყენება არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამნაცვლებელი. მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დროს. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილზე სინათლის წყაროსგან მოშორებით. შენახვის მინიმალური პირობები ეხება პროდუქტის სწორად შენახვას გაუხსნელ შეფუთვაში.
შემადგენლობა: მწვანე ჩაის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი. tit. 45% ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG), ვიტამინ B6 და ვიტამინი D. ინგრედიენტების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ინფორმაცია ეტიკეტზე.
შეფუთვა: 500 მგ-იანი 30 ტაბლეტი