ვიტამინი D3 :
• ახდენს ძვლებში კალციუმის მობილიზებას და ჯანმრთელი სტრუქტურის შენარჩუნებას
• უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას
• ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ათვისება-გამოყენებას
• იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• მთავარ როლს თამაშობს უჯრედების გაყოფაში
• უზრუნველყოფს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
რეკომენდებული დოზირება: 1 ტაბლეტი დღეში საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად. კურსის ხანგრძლივობა და დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ. მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში კვების შემდეგ. ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) დოზა დაკორექტირდეს მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები რეკომენდებული დღიური დოზის მიღების შემთხვევაში არ ახასიათებს.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ მიიღოთ D3 ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
არ გამოიყენოთ ბავშვებში (12 წლამდე).
არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მგრძნობელობის მომატებისას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
საკვები დანამატების გამოყენება დაუშვებელია მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.
მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.
გამოშვებისფორმა: N90 ტაბლეტი
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ