დეპანტოლი / Depantol
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): dexpanthenol, chlorhexidine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: შტადა
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორია №10
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
დექსპანთენოლი ( D-პანტენოლი) -100 მგ
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 16 მგ
პოლიეთილენოქსიდი 1500
პოლიეთილენოქსიდი 400
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების სპექტრი: Treponema pallidum, Clamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoeae, gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis, Echerichia coli, Stapylococcus spp., Streptococcus spp.; საფუარები, დერმატოფიტები, უმარტივესები (Trichomonas vaginalis) დექსპანთენოლი - ახდენს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას
განაპირობებს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას
აჩქარებს მიტოზის პროცესს
ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს
დექსპანტენოლი – არ აფერხებს ლაქტობაცილების ფუნქციონირებას.
ინარჩუნებს აქტივობას ჩირქისა და სისხლის გარემოში
ჩვენებები
• მწვავე და ქრონიკული ვაგინიტი
• ენდო/ეგზოცერვიციტები
• საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ
• (დიათერმოკუაგულაცია, ლაზერული კოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, რადიოტალღური ქირურგია)
• საშვილოსნოს ყელისა და საშოს რეკონსტუქციული და კოსმეტიკური ოპერაციის შემდგომ
• საშვიოლოსნოს ყელის ეროზია, ეროზიული კოლპიტი, საშოს ლორწოვანის დაზიანებები
• კლიმაქტერულ პერიოდში არსებული ლოწოვანის სიმშრალე (ატროფიული კოლპიტი)
• მშობიარობის შემდგომ პერიოდში არსებული მიკრო ნახეთქები საშვილოსნოს ყელის, საშოსა და შორისის მიდამოში
• სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი. საშოს წყლულისა და სხივური თერაპიის შედეგად
განვითარებლული კოლპიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა
მიღების წესები და დოზები
1 სუპოზიტორია 2 ჯერ დღეში 7-10 დღე
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ინიშნება ორსულებსა და მეძუძურებში