Plasmon
დეპანტოლი / Depantol


შემადგენლობა

1 გრ მალამო შეიცავს:
დექსპანთენოლი 52.5 მგ ქლორჰექსიდინი 8.02 მგ
აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება

ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსპანთენოლი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც ორგანიზმში მეტაბოლიზდება პანტოთენის მჟავად, წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს და მონაწილეობს აცეტილირების პროცესში, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში, აცეტილქოლინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების და პორფირინების სინთეზში, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს.
დექსპანთენოლის მოქმედება: რეგენერაციული, მეტაბოლური და ანთების საწინააღმდეგო 
ქლორჰექსიდინი ანტიმიკრობული საშუალებაა ანტისეპტიკური მოქმედებით. ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის შStaphylococcus spp., enterococcus spp., Pseudomonas aeruginosa, E.coli, Streptococcus spp., ასევე საფუარა სოკოებისა და დერმატოფიტების მიმართ. 
ქლორჰექსიდინი ინარჩუნებს აქტივობას სისხლის, ჩირქისა და სხვა ორგანული სეკრტების გარემოში.

ჩვენებები
დაზიანებული კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• კანის ნახეთები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, ქვეწარმავლების ნაკბენები, ნაკაწრები, ნაწოლები
• პოსტოპერაციული ჭრილობების დამუშავება
• დაინფიცირებული კანის, დამწვრობის (მათ შორის მზის დამწვრობის) მკურნალობა
• ინფიცირებული დერმატოზების (ეგზემა, ატოპიური დერმატიტის) მკურნალობა
• ჩვილებში საფენით გამოწვეული დერმატიტებისას, ინფიცირების ნიშნით
• მეძუძურ დედებში – სარძევე ჯირკვლის თავების ნახეთქების მკურნალობისათვის 

• იცავს ჭრილობის ზედაპირს ინფექციისაგან
• აფერხებს ინფექციური პროცესის მიმდინარეობას 
• აჩქარებს დაზიანებული კანის შეხორცების პროცესს

მიღების წესები და დოზები
მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე რამდენჯერმე ჩვენების მიხედვით. მეძუძური დედები ისმევენ ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ. ჩვილები ყოველი პამპერსის გამოცვლის შემდგომ.

სად შევიძინოთ?