დესაროლი 50 მგ/მლ + 25 მგ/მლ + 0.2 მგ/მლ პერორალურად მისაღები ხსნარი
კარნიტინის ჰიდროქლორიდი / არგინინ ასპარტატი / ციპროჰეპტადინ ჰიდროქლორიდი
რა არის დესაროლი და რისთვის გამოიყენება ის?
დესაროლი მიეკუთვნება მადის აღმძვრელი მედიკამენტების ჯგუფს.
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში უმადობის სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ დესაროლის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ დესაროლი
თუ გაქვთ ალერგია ციპროჰეპტადინზე, არგინინ ასპარტატზე, კარნიტინზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
ასთმური კრიზის დროს
2 წლამდე ასაკის ბავშვებში
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს
თუ გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), გადიდებული პროსტატა, ნაღვლის ბუშტის ან კუჭის დაცლის პრობლემები ან გიჭირთ შარდვა.
თუ იღებთ „მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორს“ (MAOI) დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების გამო.
თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავალში).
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება.
თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული).
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან დესაროლის მიღების დაწყებამდე.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი უწყვეტად 8 კვირაზე მეტ ხანს.
თუ სიმპტომები გაუარესდა ან დარჩა 4 კვირის შემდეგ, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან დესაროლის მიღების დაწყებამდე:
თუ გაქვთ სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიფერმკრთალე, ცხელება ან ყელის ტკივილი მკურნალობის დროს, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
თუ ოდესმე გქონიათ ასთმა ან თუ გაქვთ ჰიპოთიროიდიზმი, გულის დაავადება, წნევა ან მომატებული თვალშიდა წნევა.
თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინურებს, როგორიცაა ციპროჰეპტადინი, შესაძლოა ამან შენიღბოს ზოგიერთი ანტიბიოტიკის ოტოტოქსიურობის ადრეული ნიშნები.
ზოგიერთმა ანტიჰისტამინურმა მედიკამენტმა შესაძლოა შეამციროს ყურადღება და, ბავშვების შემთხვევაში, შესაძლოა ზოგჯერ გამოიწვიოს აგზნებადობა.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რადგანაც შეიძლება აუცილებელი გახდეს კარნიტინის დონის მონიტორინგი სისხლში.
თუ თირკმელების პრობლემები გაქვთ ან თუ ხართ დიალიზზე.
თუ გაქვთ დიაბეტი და მკურნალობთ ინსულინით ან პერორალური ჰიპოგლიკემიური მედიკამენტებით (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგანაც დესაროლმა შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის უფრო მეტად დაქვეითება სისხლში. ამ შემთხვევებში თქვენი ექიმი გთხოვთ, რომ სისხლში ხშირად შეიმოწმოთ შაქრის დონე.
თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას (ანტიკოაგულანტები) (იხ. ნაწილი 2 „სხვა სამედიცინო პროდუქტები და დესაროლი“ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).
თუ ანამნეზში გაქვთ გულყრები.
სადიაგნოსტიკო კვლევების დარღვევები: შესაძლოა ცრუ-დადებითი შედეგები მივიღოთ ალეგიის ტესტებზე და სისხლში მომატებული ტრიგლიცერიდები გამოვლინდეს. თუ ანტიბიოტიკებთან ვაძლევთ კომბინაციაში, შესაძლოა დაირღვეს B12 ვიტამინის და სისხლის წითელი უჯრედების განსაზღვრა, რაც დაქვეითებულ სიდიდეებს მოგვცემს.
ბავშვები
ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 4 „ არ მიიღოთ დესაროლი“).
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დესაროლის დოზის განსაზღვრას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ პოპულაციაში მაღალია მგრძნობელობა ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიმართ.
ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული სისტემის დაავადებები, სუნთქვის და გულის გაჩერება, ფატალური გამოსავლებიც კი (იხ. ნაწილი „თუ მიიღებთ მეტ დესაროლს, მაშინ უნდა..“).
სხვა მედიკამენტები და დესაროლი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში მიიღეთ ან შესაძლოა დაგჭირდეთ რაიმე სხვა მედიკამენტი.
მონოამინოქსიდაზას ინჰბიტორებმა (MAOIs) შესაძლოა გამოიწვიოს ციპროჰეპტადინის ანტიქოლინერგული ეფექტები (იხ. „არ მიიღოთ დესაროლი“).
ციპროჰეპტადინმა შესაძლოა განაპირობოს ბარბიტურატებით, ბენზოდიაზეპინებით და ალკოჰოლით, ასევე სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებით ინტოქსიკაცია. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას დესაროლით მკურნალობის დროს.
ციპროჰეპტადინმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტიქოლინერგული მედიკამენტების ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება (იმიპრამინი, კლოზაპინი, ატროპინი).
ციპროჰეპტადინმა შესაძლოა შეამციროს ისეთი მედიკამენტების ანტიდეპრესანტული ეფექტი, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
გამატუტიანებელმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ეთილენდიამინი, შესაძლოა გამოიწვიოს ციპროჰეპტადინის ანტიჰისტამინური ქმედება. სიმპატომიმეტური მედიკამენტები (ეფედრინი, სალბუტამოლი, იზოპრენალინი) აინჰიბირებს ციპროჰეპტადინის სედატიურ ეფექტს.
პერორალური ანტიკოაგუალნტები, ესტროგენები, პროგესტერონი, დიფენილჰიდანტოინი, გრიზეოფულვინი, ასევე აინჰიბირებს ანტიჰისტამინურ მოქმედებას.
L-კარნიტინის იმ მედიკამენტებთან ერთდროულად შეყვანამ (მაგ: ვალპროატის მჟავა, მედიკამენტის წინამორბედები, რომლებიც შეიცავს პივალის მჟავას, ცეფალოსპორინებს, ცისპლატინს, კარბიპლატინს და იფოსფამიდს), რომლებიც იწვევს ჰიპოკარნიტინემიას, შესაძლოა შეამციროს L-კარნიტინის შეღწევადობა.
დესაროლი შესაძლოა რეაქციაში შევიდეს კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან, როგორიცაა ამილორიდი, სპირონოლაქტონი ან ტრიამტერენი. არგინინის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მომატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება და მკურნალობენ კალიუმის შემნახველი დიურეტიკებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ დესაროლი ორსულობის ან ლაქტაციის დროს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
დესაროლმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და შესაბამისად შეამციროს კონცენტრირების უნარი და რეფლექსები, თუმცა ეს ეფექტი ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკამენტის უწყვეტად მიღების შემდეგ. ამგვარად, არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალების ან საშიში ან ზუსტი მექანიზმების მართვა ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში.
დესაროლი შეიცავს საქაროზას, სორბიტოლს, ნატრიუმს, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E-219), თავწითელას საღებავს (E-123) და ეთანოლს.
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 4 გ საქაროზას თითოეულ დოზაზე, რაც უნდა გავითავალისწინოთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1750 მგ სორბიტოლს ყოველ 10 მლ დოზაზე. სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ შაქრების გარკვეული სახეობისადმი აუტანლობა ან ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის (HFI) დიაგნოზი დაგისვეს, იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ აქვს უნარი დაშალოს ფრუქტოზა, თქვენ (ან თქვენმა შვილიმა) კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს ექიმთან ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მედიკამენტი შეიცავს 59.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) დოზის თითოეულ 10 მლ-ზე. ეს მოზრდილისთვის რეკომენდებული დღიური მაქსიმალური დოზის 3 %-ის ექვივალენტურია.
შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).
შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ეს მედიკამენტი შეიცავს 44.88 მგ სპირტს (ეთანოლი) ყოველ 10 მლ-ზე დოზაზე, რაც ექვივალენტურია 0.6% ეთანოლის (სპირტი). დოზის ყოველ 10 მლ-ზე ეს მედიკამენტი ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.
სპირტის მცირე რაოდენობას, რასაც ეს მედიკამენტი შეიცავს, მნიშვნელოვანი ეფექტი არ გააჩნია.
დესაროლის მიღების წესი
ზუსტად შეასრულეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციები მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, მიმართეთ კვლავ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამედიცინო პროდუქტი უნდა მიიღოთ პერორალურად.
რეკომენდებული დოზა არის:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 10 მლ დღეში სამჯერ (ექვივალენტურია 5.19 მგ ციპროჰეპტადინის ჯამური დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ 16 მგ ციპროჰეპტადინს დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში:
2-4 წლის ბავშვები: 5 მლ დღეში სამჯერ (ექვივალენტურია ციპროჰეპტადინის დღიური ჯამური დოზის 2.6 მგ-სი). არ გადააჭარბოთ დღიურად ციპროჰეპტადინს 12 მგ-ს.
4-6 წლის ბავშვები: 10 მლ დღეში ორჯერ (ექვივალენტურია 3.46 მგ ციპროჰეპტადინის საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 12 მგ დოზას დღის განმავლობაში.
7-14 წლის ბავშვები: 10 მლ, დღეში სამჯერ (ექვივალენტური 5.19 მგ ციპროჰეტადინის საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 16 მგ-ს დღის განმავლობაში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.
რეკომენდებულ დღიურ დოზებს არ უნდა გადააჭარბოთ.
მიღების ფორმები
ეს მედიკამენტი ჯობია მიიღოთ კვებამდე 30 წუთით ადრე.
თუ საჭიროზე მეტი დესაროლი მიიღეთ
ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ ბავშვებში, შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები, ნერვული სისტემის ფუნქციონირების დაქვეითება, გულყრები, სუნთქვის ან გულის გაჩერება და შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
მოზრდილებში ამ მედიკამენტის ჭარბად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, რაც ხასიათდება სედაციით, რომლის ინტენსივობაც შესაძლოა ვარირებდეს მსუბუქი ძილიანობიდან ღრმა ძილამდე კუნთების სისუსტით და კოორდინაციის დარღვევით.
ბავშვებში ინტოქსიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ცნს სტიმულირება პროდუქტის მიღებიდან 30 წთ - 2 სთ-ში ჰალუცინაციებით ან კრუნჩხვებით და ჰიპერპირექსიით.
პირის სიმშრალე, გაფართოებული გუგები და კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ფაღარათი, შესაძლოა გამოვლინდეს. დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ან წადით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. თან წაიღეთ ეს ინსტრუქცია. თქვენ ასევე, შესაძლოა, დაურეკოთ ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს ტელეფონის ნომერზე 91-562-04-20, მიუთითოთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა.
თუ დაგავიწყდათ დესაროლის მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ რაიმე სხვა კითხვა გაგიჩნდათ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდით ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად ესეც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა ყველას არ ემართება.
გვერდით მოვლენები ზოგადად მსუბუქი და გარდამავალია და ძირითადად განპირობებულია ციპროჰეპტადინით და ხასიათდება ძილიანობით ან სედაციით, რაც შესაძლოა ავირიდოთ დოზის დაქვეითებით. არგინინ ასპარტატით განპირობებული გვერდითი რეაქციები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოდის. ანტიქოლინერგული ეფექტები (პირის სიმშრალე, შეკრულობა, მხედველობის დაბინდვა, გლაუკომის გაუარესება) უფრო ხშირია ასაკოვან პაციენტებში.
ზოგადად, დესაროლის მიღების შემდეგ დაფიქსირებულია შემდგომი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შესაძლოა დაემართოს 10 ადამიანიდან 1-ს)
გავლენა მეტაბოლიზმზე: მომატებული მადა / წონის მატება
ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება: სედაცია ან ძილიანობა, უფრო გამოხატული მკურნალობის დასაწყისში.
ზემოქმედება კუჭ-ნაწლავზე (მონელებაზე) : გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.
იშვიათი (შესაძლოა დაემართოს 1000 ადამიანიდან 1-ს)
ფსიქიატრიული ეფექტები: აგზნებადობა, ნერვოზულობა, მოუსვენრობა, მენტალური კონფუზია, ჰალუცინაციები (მხედველობითი) და გაღიზიანებადობა უფრო ხშირია დოზის გადაჭარბებისას, ეიფორია.
ეფექტები კანის მხრივ: ერითემა (კანის გაწითლება), პურპურა, ოფლიანობა და ფოტოსენსიტიურობა.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა გავლენა მოახდინოს 10 000 ადამიანიდან 1 ადამიანზე)
ეფექტები იმუნურ სისტემაზე: იშვიათ შემთხვევაში ანგიოედემა (სახის და კისრის უეცარი შეშუპება, რამაც შესაძლოა სუნთქვითი პრობლემები გამოიწვიოს), ანაფილაქსიური შოკი (ძლიერი ალერგიული რეაქცია).
ეფექტები კუჭ-ნაწლავის (ან მონელების) მხრივ: აბდომინალური სპაზმები.
ზოგადი ეფექტები და ცვლილებები შეყვანის ადგილას: სხეულის სუნი.
კვლევები: საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის (INR) ზრდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კაუმარინის მედიკამენტებით (ანტიკოაგულანტები) (იხ. ნაწილი 2 „გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები“ და „სხვა სამედიცინო პროდუქტები და დესაროლო“).
სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით)
გავლენა სისხლისა და ლიმფურ სისტემაზე: დაფიქსირდა ლეიკოპენია (თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება), ნეიტროპენია (თეთრი უჯრედების ტიპის დაქვეითება), აგრანულოციტოზი (თეთრი უჯრედების ტიპის დაქვეითება), თრომბოციტოპენია (თრობოციტების, სისხლის ელემენტების, დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება) და თრომბოციტოპენიის ზოგიერთი შემთხვევა (თრომბოციტების, სისხლის ელემენტების, რაოდენობის დაქვეითება) და ჰემატურია (სისხლი შარდში).
ზემოქმედება იმუნურ სისტემაზე: ჰიპერმგრძნობელობა ზოგიერთი ინგრედიენტის მიმართ
ფსიქიატრიული ეფექტები: უძილობა, აჟიტირება, აგრესიული ქცევა, კონცენტრაციის უნარის დარღვევა (დაქვეითებული კონცენტრაცია), მეხსიერების დარღვევები (დეფიციტი).
გავლენა ნერვულ სისტემაზე: მოტორული კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, ორთოსტატიური ჰიპოტენზია (სისხლის წნევის დაქვეითება დგომისას), თავბრუსხვევის შეგრძნება, კუნთების სისუსტე ან დაღლილობა (მიასთენია), თავის ტკივილი, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება), ნევრიტი (ნერვის ანთება); თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კარნიტინის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს მიასთენია (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთბის სისუსტით).
ზემოქმედება თვალებზე: გუგების ჭარბი დილატაცია (მიდრიაზი), მხედველობითი აკომოდაციის დარღვევა.
ზემოქმედება ყურზე: ყურებში ხმაური (რეკვის, ბზუილის ხმა, შიდა ხმაური), ვერტიგო (უფრო ხშირია ასაკოვან პაციენტებში).
ზემოქმედება გულზე: პალპიტაცია, ტაქიკარდია, გულის ანომალიური შეკუმშვები (ექსტრასისტოლები)
ზემოქმედება სუნთქვაზე, გულ-მკერდზე და შუასაყარზე: ბრონქული სეკრეციების გასქელება, ლორწოვანი მემბრანების სიმშრალე (ცხვირის, ხახის), ცხვირის შეგუბება
ზემოქმედება კუჭ-ნაწლავზე: პირის სიმშრალე, ტკივილი კუჭის არეში (ეპიგასტრიული ტკივილი), შეკრულობა
ზემოქმედება ღვიძლზე: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მომატებული ტრანსამინაზები), ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ქოლესტაზური და/ან ციტოლიზური ჰეპატიტი.
ზემოქმედება კანზე: ურტიკარია
ზემოქმედება თირკმელსა და საშარდე სისტემაზე: ხშირი შარდვა, შარდვის გართულება, შარდის შეკავება
ზოგადი და ადგილობრივი ეფექტები: დაღლილობა, შეშუპება.
გვერდითი მოვლენების მოხსენება
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მაშინაც კი, თუ არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე უნდა მოახსენოთ პირდაპირ ადამიანებში სამედიცინო პროდუქტების გამოყენებაზე ესპანეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის სისტემას: https://www.notificaRAM.es/. გვერდითი მოვლენების მოხსენება დაგვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
დესაროლის შენახვა
მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის სპეციალური პირობები აუცილებელი არ არის.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც მითითებულია კოლოფზე: after EXP. ვარგისიანობის ვადა არის ყუთზე მითითებული თვის ბოლო დღე.
მედიკამენტი არ უნდა ჩავუშვათ საკანალიზაციო მილში ან არ უნდა გადავაგდოთ სანაგვეში. არასაჭირო მედიაკმენტების კონტეინერები და მედიკამენტები მიიტანეთ აფთიაქის Sigre Point-ში. თუ ორჭოფობთ, ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ შეფუთვა და არასაჭირო მედიკამენტები. ეს დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
50 მგ/25მგ/0.2მგ/მლ დესაროლის პერორალური ხსნარის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ციპროჰეპტადინ ჰიდროქლორიდი, არგინინის ასპარტატი და კარნიტინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.2 მგ ციპროჰეპტადინ ჰიდროქლორიდს, 50 მგ კარნიტინ ჰიდროქლორიდს და 2 მგ არგინინ ასპარტატს.
სხვა ინგრედიენტებია (ექსიპიენტები): სორბიტოლი (E-420), საქაროზა, მეთილ პარაქჰიდროქსიბენზოატი (E-219), ჟოლოს არომატიზატორი (შეიცავს სპირტს), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, თავწითელას საღებავი (E123) და გასუფთავებული წყალი.
პროდუქტის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
დესაროლის მომარაგება ხდება მინის ბოთლებით ბავშვებისთვის რეზისტენტულ პოლიპროპილენის/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (PP/HDPE) შემაკავებელი, რომელიც შეიცავს 200 მლ პერორალურ ხსნარს და დოზატორ ფინჯანს.