Plasmon
დესლოდექსი / DESLODEX


      აქტიური ნივთიერება:  
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კროსკარელოზის ნატრიუმი, ტალკი, კალციუმის წყალბადის ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი. ჰიდროქსიპროპილური მეთილცელელოზა, სტეარინის მჟავა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ინდიგო კარმინი (E 132) როგორც საფარი მასალა. 


1. რა არის დესლოდექსი და რისთვის გამოიყენება?

დესლოდექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს დესლორატადინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიჰისტამინური ჯგუფის მედიკამენტებს.

დესლოდექსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის გვეხმარება გავაკონტროლოთ ალერგიული რეაქცია და მისი სიმპტომები.

დესლოდექსი  5 მგ გარსით დაფარული  ტაბლეტები ხელმისაწვდომია შეფუტვით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

დესლოდექსი ინიშნება ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ცემინება, ქავილი და სურდო / ცხვირის  დაცობა, თვალის გაღიზიანება, ცრემლდენა  და ჰიპერემია, სასის ქავილი და ხველა, დაკავშირებული ალერგიულ რინიტთან (მაგ. ალერგია ჰაერში არსებულ ნივთიერებების, სახლის მტვერი ტკიპების მიმართ).

დესლოდექსი ასევე ინიშნება ისეთი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ქავილი, პუსტულა და სიწითლე კანზე, ჭინჭრის ციების დროს (ალერგიით გამოწვეული კანის დაავადება).

ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და დაგეხმარებათ გააგრძელოთ ნორმალური ყოველდღიური აქტივობა და ძილი.

 

2. დესლოდექსის მიღების წინ

არ გამოიყენოთ დესლოდექსი შემდეგ შემთხვევებში.

თუ, ხართ ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ.

ყურადღებით გამოიყენეთ დესლოდექსი შემდეგ სიტუაციებში.

თირკმლის  ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესლოდექსის მიღების დაწყებამდე.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რომელიმე ამ გაფრთხილებიდან თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.

 

დესლოდექსის მიღება საკვებთან და სასმელებთან.

დესლოდექსის  მიღება შეიძლება საჭმლისგან დამოუკიდებლად.

 

ორსულობა
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად, ან გგონიათ, რომ, შესაძლებელია, იყოთ ორსულად, ან გსურთ დაორსულება, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
თუ შენიშნეთ მკურნალობის პერიოდში რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 ლაქტაცია

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

არ მიიღოთ დესლოდექსი ლაქტაციის პერიოდში.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

რეკომენდებული დოზის მიღებისას ეს მედიკამენტი არ მოქმედებს მანქანის მართვის უნარზე და მის გამოყენებაზე. პაციენტების უმრავლესობას ურჩევენ მოერიდონ აქტივობებს, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ სიფხიზლეს, მაგალითად, მანქანის ან ხელსაწყოების გამოყენებას, თუნდაც ისინი არ გრძნობენ ძილიანობას.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლოდექსის დამხმარე ნივთიერებაზე
დესლოდექსი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო დოზაზე; ანუ ის "ნატრიუმის გარეშეა".

გამოყენება სხვა წამლებთან
არ არის ცნობილი დესლოდექსის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოგიყენებიათ  ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით ან მისი დანიშნულების გარეშე გაქვთ მიღებული.

 

3.როგორ გამოვიყენოთ დესლოდექსი

ამ მედიკამენტის მიღებისას, შეასრულეთ ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულება.

სწორი მიღების წესი და დოზა

მოზრდილები და ბავშვები (12 წლიდან ):

ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მიიღეთ წყალთან, საკვებთან ან საკვების გარეშე.

ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად. მიიღეთ მთლიანი ტაბლეტი და დააყოლეთ წყალი. შეგიძლიათ მიიღოთ მშიერ კუჭზე ან ნაჭამზე. 

რაც შეეხება მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობას, თქვენი ექიმი დაადგენს, თუ რა ტიპის ალერგიული რინიტი გაწუხებთ და რამდენი ხანი უნდა მიიღოთ დესლოდექსი.

თუ თქვენი რინიტი არის პერიოდული (სიმპტომების არებობისას კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას  მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი ავადმყოფობის ისტორიაზე იქნება დამოკიდებული.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის მუდმივი (სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში),  შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პაციენტთან, ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

 

მიღების წესი

ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად.

მიიღეთ მთლიანი ტაბლეტი და დააყოლეთ წყალი. შეგიძლიათ მიიღოთ მშიერ კუჭზე ან ნაჭამზე.

ასკობრივი ჯგუფი:

ბავშვები: 

ეს მედიკამეტი არ მისცეთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში დესლოდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

გამოყენება სპეციალური შემთხვევების დროს:

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს

არ არსებობს ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების მონაცემები .

თირკმლის უკმარისობა

ყურადღებით გამოიყენთ დესლოდექსი თირკმლის უკმარისობის მძიმე შემთხვევაში.

თუ მიგაჩნიათ, რომ დესლოდექსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ უფრო მეტი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ:

მიიღეთ დესლოდექსი ისე როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არანაირი სერიოზული პრობლემა არ არის მოსალოდნელი თუ შემთხვევით გადააჭარბეთ დოზას.

თუ მეთი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ დესლოდექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარული დოზის მიღებას დანიშნულებისამებრ.

 

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზაურებლად.

ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს დესლოდექსით მკურნალობის შეწყვეტისას

არ არსებობს შეტყობინება ურთიერთქმედებაზე

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგი სიხშირის მიხედვით

ძალიან ხშირი (უვითარდება 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთს)

ხშირი (10–დან 1–ზე ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ 100–დან ერთზე მეტს)

ნაკლებად ხშირი (100–დან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000–დან ერთზე მეტს)

იშვიათი: (1000–დან ერთზე ნაკლებს, 10000–დან 1–ზე მეტს)

ძალიან იშვიათი: (10000–დან 1 შემთხვევაში)

უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან)

დესლორატადინის მარკეტინგის პერიოდში ძალიან იშვიათი იყო შეტყობინება მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ (სუნთქვის უკმარისობა, ქშინვა, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება). თუ შეამჩნიეთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი შეწყვითეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს.

კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში გვერდითი მოვლენები თითქმის იდენტური აღმოჩნდა პლაცებო ტაბლეტთან დაკვირვების დროს. თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი უფრო ხშირად იყო მოხსენიებული, ვიდრე პლაცებო ტაბლეტების დროს.
დესლორატადინთან ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი:
დაღლილობა
პირი სიმშრალე
თავის ტკივილი 
ეს დესლოდექსის რბილი გვერდითი ეფექტებია.
ძალიან იშვიათი
მძიმე ალერგიული რეაქციები
გამონაყარი
მოუსვენრობა, სხეულის მოძრაობის გაზრდით
აჩქარებული გულისცემა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ანთება ღვიძლში
კუჭის ტკივილი
გულისრევა (ავადობის განცდა)
ღებინება
დიარეა
უძილობა
ძილიანობა
კუნთების ტკივილი
კუჭის ანომალიები
ჰალუცინაციები
კრუნჩხვები

უცნობია:
გაიზარდა კანის მგრძნობელობა მზის (მაშინაც კი, თუ ის ღრუბელშია) და ულტრაიისფერი სხივების მიმართ (მაგალითად, UV სხივები სოლარიუმში).
გულისცემის რიტმის ცვლილება
კანის ან / და თვალის გადატვირთვა
განსაკუთრებული დაღლილობა
თუ თქვენ გაგიჩნდათ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს, იმ შემთვევაშიც, თუ თქვენ აღმოგაჩნდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ბროშურაში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ გვერდითი მოვლენა, რომელიც არის ან არ არის ნახსენები ამ ბროშურაში, გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.  უფრო მეტიც, შეატყობინეთ გვერდით მოვლენებზე თურქეთის ფარმაკოვიგილანსის ცენტრს (TUFAM) იკონკა „გვერდითი მოვლენების შეტყობინება“–ზე დაწკაპუნებით ვებგვერდზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზია. გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი შეისწავლონ იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ.

 

5. როგორ შევინახოთ დესლოდექსი

 შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას  თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 º C –მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, დაიცავით ტენიანობისგან.

 

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

დესლოდექსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დესლოდექსი თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას გარეგნულად და აცნობეთ ფარმაცევტს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებადი წამალი. გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?