ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დი-ფენსი მცენარეული იმუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედებით. ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება. დი-ფენსის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.
ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ექინაცეა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ,ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.ეხმარება ორგანიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს პათოგენურ მიკროორგანიზმებს და გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებას ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი ძალების ზრდის ხარჯზე. ექინაცეა ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ისეთი იმუნოაქტიური ნივთიერების გამომუშავებას, როგორიცაა ინტერფერონი.აძლიერებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას.
პრპოპოლისს(დინდგელს) აქვს ანტიმიკრობული თვისებები. ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიურ ისე არასპეციფიურ ფაქტორებს, ასტიმულირებს ფაგოციტების ფუნქციას, ზრდის გამაგლობულინების რაოდენობას. პროპოლისი ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს. პროპოლისის შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდებს ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ძვალ-სახსროვანი, კანისა და ლორწოვანი გარსების ანთებადი დაავადებების დროს.
გამოყენების სფერო:
• ორგანიზმის იმუნური სტატუსის გაძლიერება;
• გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა;
• სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებები:
- კანისა დს ლორწოვანი გარსის პათოლოგიები.
- შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები,
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები,
- ყელისა და ყურის ქრონიკული ანთებითი დაავადებები,
- მწვავე და ქრონიკული სინუსიტები.
• ხშირი ავადობა;
• ორგანიზმის გამოფიტვა.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები 3 წლის ასაკიდან: 1 კაფსულა დილით კვებისგან დამოუკიდებლად.
12 წლის ასაკიდან და მოზრდილები: 2 კაფსულა დილით კვებისგან დამოუკიდებლად. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა - 6-8 კვირა. რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილია ქვსმომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.