დიფერინი
Differine
დაწერეთ პირველი კომენტარიაქტიური ნივთიერებები:
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დაავადებები:
აღწერა
შემადგენლობა:
ადაპალენი
მოქმედი ნივთიერება:
1გ გელი შეიცავს 1მგ ადაპალენს .
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, პროპილენგლიკოლი (E1520), პოლოქსამერი 182, ნატრიუმის ედეტატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
ტუბი 30გრ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აკნეს სამკურნალო ტოპიკური რეტინოიდები
ფარმაკოლოგიური მოქმედება
კომედოლიზური, ანთების საწინააღმდეგო.
ადაპალენს ახასიათებს რეტინოიდების მსგავსი მოქმედება, კანზე დატანისას იგი ხელს უწყობს ეპიდერმისის კერატინიზაციისა და დიფერენციაციის პროცესების ნორმალიზებას, ამცირებს ანთებით ცვლილებებს (პაპულები და პუსტულები), ხელს უშლის კომედონების წარმოქმნას.
ჩვენებები:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნე
კომედონალური და მაკულოპაპულური გამონაყარის სამკურნალოდ.
გამოყენება:
კრემი დაიტანება დღეში ერთხელ, საღამოს, წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ კანზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ კლინიკური მაჩვენებლის და აკნეს სიმძიმის მიხედვით.
უკუჩვენება :
ორსულობა, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი პრეპარატების მიმართ, 12 წლამდე ასაკი.
კრემი არ გამოიყენება კანის მთლიანობის დარღვევისას( დამწვრობა, ჭრილობა).
გვერდითი მოვლენები:
კანის სიმშრალე, გაღიზიანება, წვის შეგრძნება, ერითემა, დერმატიტი, ქავილი, შეშუპება ( მათ შორის ქუთუთოების), დამწვრობა.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დროს მაქსიმალურად მოერიდეთ მზის სხივებს.
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალებთან, ქუთუთოებთან, ნესტოებთან და ტუჩებთან
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კომენტარები
კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!
დაწერეთ კომენტარი
იმპორტიორი საქართველოში
გეა