Plasmon
დისბაქტი / Disbact


პრეპარატი წარმოადგენს სიმბიოტიკს, პრობიოტიკურ და პრებიოტიკურ  კომპლექსს.

თითოეული კაფსულა პრეპარატისა შეიცავს:პრობიოტიკური კომპლექსი:
Bifidobacterium bifidum I,
Bifidobacterium longum,
Lactobacillus fermenti,
Lactobacillus plantarum,
Lactobacillus acidofilus,
Enterococcus faecium
Inulin
Fructoolikosacharides (FOS)

შემადგენლობა: 
ყოველი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი (პრობიოტიკული კომპონენტი): ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის კომპონენტი მიკრობები ლიოფილურად გაშრობილი ზრდის საკვებ არეში – ჯამურად არანაკლებ 100 მილიონი (109) ცოცხალი უჯრედი, მ.შ.: ბიფიდობაქტერიუმ ბიფიდუმ , ბიფიდობაქტერიუმ ლონგუმ; ლაქტობაცილლუს აციდოფილლუს, ლაქტობაცილლუს ფერმენტუმ, ლაქტობაცილუს პლანტარუმ;  ენტეროკოკუს ფაეციუმ.
დამხმარე მასალები: 25-25 მგ ინულინი და ფრუქტოოლიგოსაქარიდი (პრებიოტიკული ინგრედიენტი), ლაქტოზა და სახამებელი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
დისბაქტის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი მიკრობული უჯრედების ანტაგონისტური მოქმედებით ნაწლავების პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის მაღალი რაოდენობრივი დონე მიკრობიოცენოზსში, მიღწეული პრეპარატის მიღებით, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს; ეწინააღმდეგება ნაწლავური დაავადებების ქრონიკული ფორმების განვითარებას; აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.
პრეპარატში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები ფრუქტოოლიგოსაქარიდი და ინულინი უცვლელი ფორმით ხვდება სქელ ნაწლავში, სადაც ქმნიან დამატებით სუბსტრატულ დეპოს და ასტიმულირებენ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკრობების ზრდას. აგრეთვე დადებით ეფექტს ახდენენ ნაწლავის პერისტალტიკაზე.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის კომპონენტი მიკრობების ტიტრის ზრდა და რაოდენობის გაჯერება ნაწლავის მიკროფლორაში ვითარდება მისი მიღებიდან 24-48 სთ განმავლობაში.

1. პრობიოტიკები წარმოადგენენ ცოცხალ მიკროორგანიზმებს, რომლებიც, ადექვატური დოზით დანიშვნის შემთხვევაში სასარგებლოა მასპინძლის ჯანმრთელობისთვის

პროდუქტის სარგებელი ეფუძნება ბაქტერიული შტამების ფართო სპექტრს. 7 სხვადასხვა შტამის კომბინაცია ხელს უწყობს ბაქტერიების უფრო ინტენსიურ კოლონიზაციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. 

2. პრობიოტიკები წარმოადგენს სელექტიურად ფერმენტირებულ ინგრედიენტებს, რომლებიც განაპირობებენ სპეციფიური ცვლილებებს გასტროინტესტინალური მიკროფლორის შემადგენლობასა და/ან აქტივობაზე, რაც განაპირობებს მასპინძლის ორგანიზმის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას

ჩვენებები:
· სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბიოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები
· ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიღების ფონზე განვითარებული ან მიკრობული გენეზისის ნაწლავთა ფუნქციის დარღვევები
· მწვავე ნაწლავური დაავადებები რეკონვალესცენციის პერიოდში,
· ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენტობის ამაღლება.
· ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, როგორც მოსალოდნელი დისბიოზის საპროფილაქტიკო საშუალება.
რეკომენდებულია ვეგეტერიანელებისა და კვების განსაკუთრებულ რეჟიმზე მყოფი ადამიანებისათვის, რომელთა  რაციონიდან ამოღებულია რძისა და ხორცის პროდუქტები.

რეკომენდებულია ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, როგორც ნაყოფისა და ჩვილის ნაწლავური ფლორის მარეგულირებელი საშუალება.

მოხმარების წესი და დოზირება: 
მიიღება ჭამამდე 20 წუთით ადრე. მცირეწლოვან (2 წლის ასაკიდან) ბავშვებს პრეპარატს აძლევენ მცირე რაოდენობა წყალში გახსნილი კაფსულის შიგთავსის სუსპენზიის სახით.
მოზრდილებს 2-3 კაფსულა დღეში; ბავშვებს 2-დან 12 წლამდე 2 კაფსულა დღეში. მკურნალობის საშუალო კურსი 7-15 დღე. დასაშვებია მკურნალი ექიმის მითითებით კურსის გაგრძელება 1 -2 თვემდე.

 

 

 

 

სად შევიძინოთ?